Jump to content
Planeta.Ge

gtn.ge- საპატრიარქოს ვნებანი


Recommended Posts

http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/10/2431-300x250.jpgჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა, დღეს მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლია. სხვადასხვა გამოკიტხვების მიხედვით, საზოგადოების უმრავლესობა, ნდობას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილიას II -ს უცხადებს. მაგ. გაზეთ „კვირის პალიტრის“ გამოკითხვით, პატრიარქი, 2010 წლის ადამიანად, გამოკითხულთა უმრავლესობამ  დასახელდა.

 

რაგდან საქართველოში, პატრიარქი მოსახლეობის უდიდეს ნაწილში პოპულარობით სარგებლობს, ეკლესიის გავლენა ქვეყნის მოქალაქეებზე და საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მაგალითად, 2010 წლის აგვისტოში, საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც საუბარი იყო, რომ საქართველოში, გეი აღლუმი უნდა ჩატარებულიყო:

 

“მიუხედავად ათეისტური რეჟიმის მავნე ზეგავლენისა, ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი ზნეობრივი ღირებულებების მტკიცე დამცველია (არა აქვს მნიშვნელობა რა აღმსარებლობისაა იგი) და ამდენად ჰომოსექსუალთა აღლუმი, ბუნებრივია, მათში მძაფრ რეაქციას გამოიწვევს, რაც შეიძლება მკვეთრ დაპირისპირებაში გადაიზარდოს,“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საპატრიარქომ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II–ს კურთხევით 20 აგვისტოს გაავრცელა.

 

“2000 წლოვანი ქრისტიანული ისტორიის მქონე ჩვენს ქვეყანაში, 100000 მოწამის სისხლით მორწყულ ღვთისმშობლის წილხვედრ ივერიაში, წარმოუდგენელია და სრულიად დაუშვებელი ხალხისთვის მისაღებ ფორმად ჰომოსექსუალიზმის წარმოჩენა, რასაც მათი საჯარო მსვლელობის მოწყობა ნიშნავს,“– ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

 

“გაუკუღმართებული სექსუალური ურთიერთობები არის უმძიმესი ცოდვა“, რომელიც საპატრიარქოს თქმით, „არცერთ დროს ნებადართულ მოვლენად არ მიიჩნეოდა“.

 

“მაგრამ დღეს პირდაპირ თუ ირიბად ამის საწინააღმდეგო მდგომარეობა იქმნება,“ – აცხადებს საპატრიარქო, “ჩვენ ასევე ვალდებულნი ვართ, კიდევ ერთხელ გავაფრთხილოთ, როგორც ადამიანის მორალურ-ზნეობრივი დაცემის ხელშემწყობნი, ისე განსაკუთრებით მამათმავლობის, ლესბოსელობის და სხვა ავხორცული გამოვლინებების ლეგალიზების უფლების მქონენი, რომ თავის თავზე ღვთის დიდ სასჯელს მოიწევენ და ეს სასჯელი ერზეც გადავა“.

 

ერის სულიერი მამის ლოცვა-კურთხევით გავრცელებული ამ განცხადებამ, საზოგადოებრივ აზრზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა და უმცირესობების წინააღმდე დაირაზმა, რასაც დიდი

მოყვა. საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადების მიუხედავად, არც თბილისში და არც ბათუმში, გეი აღლუმი არ ჩატარებული, თუმცა გაიმართა ამ აღლუმის საწინააღმდეგო საპროტოესტო აქცია ადგილობრივი სასულიერო პირებისა და მართლმადიდებელი მრევლის მონაწილეობით.

 

მთავარი კი ისაა, რომ როგორც ჩანს, ამ აღლუმის ჩატარებას არც არავინ აპირებდა. ყოველ შემთხვევაში, ზუსტი ინფორმაცია ამაზე არავის აქვს – არც სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დამცველებს, არც სახალხო დამცველს და არც საპატრიარქოს.

 

არატრადიციული ორიენტაციის ადამიანთა ფონდის “ინკლუზივის” ხელმძღვანელის, პაატა საბელაშვილის განცხადებით, მათ მიერ “პარადი დაგეგმილი არ ყოფილა”.

 

მეცნიერებმა არ იციან როგორ არის დაკავშირებული დამოკიდებულება ისეთ კონცეპტებთან, როგორებიცაა ღირებულებები, წარმოდგენები, რწმენა, შეხედულებები, ჩვევები და იდენტიფიკაციები. მკვლევარები ხშირად ღირებულებებს უფრო ზოგად კონცეპტად მიიჩნევენ, რომელიც შედგება ბევრი მონათესავე დამოკიდებულებებისგან. მაგალითად ისეთი ღირებულება, როგორიცაა თანასწორობა, მოიცავს დამოკიდებულებას გენდერის, რელიგიის, ეთნიკური წარმომავლობის, სოციალური და ეკონომიკური სტატუსის მიმართ და ა.შ. თუმცა, როგორ ზემოქმედებენ ეს კონცეპტები თუ ელემენტები ერთმანეთზე და როგორ განსაზღვრავენ დამოკიდებულებას ამათუიმ მოვლენის, სიტუაციის, ადამიანის მიმართ ჯერ-ჯერობით კვლევის საგანია და კონკრეტულ ვითარებაში კონკრეტულ შედეგს იწვევს.

 

ფაქტი ერთია, რომ საზოგადოებრივი აზრზე, საპატრიარქო მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, რომელიც შემდეგ ბრბოს პრინციპიტ მოქმედებს.

 

რომან ქევხიშვილი

 

Share

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...