Jump to content
Planeta.Ge

ფორუმელთა შორის არსებული უთანხმოებების განხილვა


Recommended Posts

ეს არის რელიის განყოფილების თემის ანალოგია.

 

მოგეხსენებათ რომ მოდერატორები ყველა პოსტს ვერ წავიკითხავთ და შეიძლება დარჩეს შეურაცხყოფელი და ზოგადად პრობლემატური პოსტები ყურადღების მიღმა.. ამიტომ საჭიროა არსებობდეს ერთი თემა, სადაც ყველა უთანხმოება მოგვარდება ხოლმე..

 

ასევე აქ მიუთითეთ, იმ შეურაცხყოფელი და ფორუმის წესების დამრღვევი პოსტები, რომლიც მოდერატორის ყურადღების მიღმა დარჩა.

 

ამ თემის მეშვეობით, ჩვენ მოდერატორები შევძლებთ, განვიხილოთ ყველა პრობლემა რომელიც არსებობს ფორუმზე და რომელიც მოდერატორების ყურადღების მიღმა აღმოჩნდა სხვადასხვა მიზეზის გამო (უფრო იმ მიზეზის გამო, რომ მოდერატორი ყველა პოსტს უბრალოდ ვერ წაიკითხავს)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აგინებმა რომ იგინებს აგინეს და მერე იგინებმა რომ აგინებს აგინეეეს...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ მომწონს მე აი დვიჟენიები :) ჩაშვების ინსტუტუტს მაგონებს ეს

ასევე აქ მიუთითეთ, იმ შეურაცხყოფელი და ფორუმის წესების დამრღვევი პოსტები, რომლიც მოდერატორის ყურადღების მიღმა დარჩა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და კიდევ, შარშან როცა პოლიტიკის მოდერების არჩევნები ტარდებოდა, ვთქვი, რომ უმჯობესია, პირდაპირ დაინიშნონ მეთქი. რაზეც ყველამ ერთხმად დამცინა. ახლა ადმინები როგორც იქნა მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ სააკაშვილის რეჟიმის პირობებში ფორუმზეც კი თავისუფალი არჩევნები ვერ ჩატარდება :007: და დანიშნეს ნუკრიკო, რასაც პირადად მე მივესალმები.

 

ახლა მოვითხოვ ჩემი პატივისა და ღირსები აღდგენას და ჩემი მოაზროვნეობის შებღალული იმიჯის რეაბილიტაციას. :018:

Edited by Grig
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

ახლა მოვითხოვ ჩემი პატივისა და ღირსები აღდგენას და ჩემი მოაზროვნეობის შებღალული იმიჯის რეაბილიტაციას.

აღსდექ! :murtaza:

ნამუსის ქუდი სხვ ვერ ვიპოვე და ეს მოგართვი :irusha:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ მომწონს მე აი დვიჟენიები :) ჩაშვების ინსტუტუტს მაგონებს ეს

ვახ, შენც ეხლა წარმოიდგინე ძმაო რომ ქურდთან ხარ დაბარებული და სიმართლე უნდა იბაზრო :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაწერილია გუშინ, 11:26 AM

ქრისტეშობას ასეთ ლექსს რომ მიუძღVნის ადამიანა ავადმყოფია აბა რა არის

 

ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა, ჩემი სული ცას უხმობს,

ჭეშმარიტად! -კვლავ იუდა ნიშნისგებით მპასუხობს:

თუმცა შუბლზე სამარცხვინო მინდა დაღი დავაკრა,

ჯვარს ვერ ვკადრებ, ქრისტეს შემდეგ ზედ იუდა გავაკრა

 

ავადმყოფი

 

გამოხმაურება რედაქტირებულია Siknadmo: გუშინ, 11:27 AM....................................................................................................................... ამის ავტორს შეფასება აქვს საუკეთესო და მე -2 ნეგატიური?! რას უბერავთ? სიმართე არ გიყვართ და ვირტუალურ სამყაროში ყოფნა კი?! ინფანტილიზმი გჭირთ თუ რაშია საქმე? მეორედ 1992 წლის 6 იანვარს აწყობთ? ვისი დავალებით ,ისევ მოსკოვის თუ ამჯერად სხვა ქვეყნიდან უბერავს სიო?! "...და ირხეოდენ ვითარცა ქარისგან ლერწამნი"?!

"...მოღალატეებს სძულთ გმირები,ვინაიდან საკუთარ არარაობას მათში ,როგორც სარკეში ხედავენ! "თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა,მაკედონელიც ვერ უშველის..., რადგან ჯერ არსად გაუმარჯვნიათ მშიშრებსა და მსტოვრებს..."კონსტანტინე ჩვენი შემოქმედებაა.....9 არილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

 

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა

საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რომელიც საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს, ქართველმა ერმა მე-19 საუკუნეში დაკარგა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს დაპყრობისა და სახელმწიფოებრიობის გაუქმების შედეგად. ქართველი ხალხი არასოდეს შეჰგუებია თავისუფლების დაკარგვას. 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადებით აღდგა საქართველოს გაუქმებული სახელმწიფოებრიობა. შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო მრავალშემადგენლობის საფუძველზე არჩეული ხელისუფლების წარმომადეგენლობითი ორგანოებითა და წესდებით. 1921 წლის თებერვალ-მარტში რუსეთმა უხეშად დაარღვია საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება და შეიარაღებული თავდასხმის გზით მოახდინა თავის მიერვე ცნობილი საქართველოს სახელმწიფოს დაპყრობა, რასაც შემდგომში მოჰყვა დამოუკიდებელი სახელმწიფოს გაუქმება. საქართველო რუსეთის იმპერიის (ე.წ. "საბჭოთა კავშირის") შემადგენლობაში ნებაყოფლობით არ შესულა, ხოლო მისი სახელმწიფოებრიობა დღესაც არსებობს, დამოუკიდებლობა და წესდება დღესაც სამართლებრივი ძალის მქონეა, ვინაიდან დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობას დამარცხება არ უღიარებია, ხელი არ მოუწერია და განაგრძობდა მოღვაწეობას დევნილობაში.

რუსეთის იმპერიის ("საბჭოთა კავშირის") შემადგენლობაში საქართველოს იძულებითი ყოფნის მთელი დრო აღინიშნა სისხლიანი ძალადობითა და დასჯებით, რისი უკანასკნელი გამოვლინებაც იყო 1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი კალო. ფარული ომი საქართველოს წინააღმდეგ დღესაც გრძელდება. მისი მიზანია დააბრკოლოს საქართველოს სწრაფვა თავისუფლებისაკენ. 1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალშემადგენლობითი, თავისუფალი გზით არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭო ეყრდნობა რა 1991 წლის 31 მარტის გამოკითხვით გამოხატულ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვან ნებას, ადგენს და საქვეყნოდ აცხადებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის დადგენილების საფუძველზე. საქართველო დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელია. მის მიწაზე უზენაესია მხოლოდ საქართველოს წესდება და ხელისუფლება. ყოველი მოქმედება, მიმართული საქართველოს ხელისუფლების უზენაესობის შეზღუდვის ან სახელმწიფო მთლიანობის დარღვევისაკენ, ჩაითვლება დამოუკიდებელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევად და თავდასხმად, საერთაშორისო სამართლის წესების უხეშ დარღვევად. საერთაშორისო სამართლის "პრიმატი" საქართველოს წესების მიმართ და მისი მუხლების პირდაპირი მოქმედება საქართველოში ცხადდება საქართველოს ერთ-ერთ ძირითად საწესდებო მიდგომად. საქართველოს ისწრაფვის რა დაიკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, აღიარებს და თანაბრად უზრუნველყოფს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ადამიანის, ეროვნული, სარწმუნოებრივი და ენობრივი ჯგუფების ყველა უფლებასა და თავისუფლებას, როგორც ამას მოითხოვს გაერთიანებული ერების დაწესებულების წესდება, ადამიანის უფლებათა საყოველთაო წესდება, საერთაშორისო დადგენილებები და შეთანხმებები. საქართველოს უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ მტკიცედ დაიცავს სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობას, სამეურნეო-სავაჭრო და სულიერი თანამშრომლობის საყოველთაოდ აღიარებულ წესებს. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა სრულად შეესაბამება გაერთიანებული ერების დაწესებულების წესდებას, ჰელსინკისა და ვენის შეთანხმებებს, რომლებიც აღიარებენ და განამტკიცებენ ყველა ხალხის უფლებას დამოუკიდებლად განაგოს თავისი ქვეყნის ბედი. საქართველოს უზენაესი საბჭო იმედოვნებს, რომ სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობაში არ დარჩება გულგრილი ქართველი ხალხის უფლების და სამართლიანი ნაბიჯისადმი და აღიარებს საქართველოს აღორძინებულ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, რაც საქართველოს უშიშროების ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე საფუძველი იქნება.

 

თბილისი, მთავრობის სასახლე

1991 წლის 9 აპრილი, 12 საათი და 30 წუთი......თქვენი შემოქმედებაა გაყიდული აფხაზეთი და სამჩაბლო,1,5 მილიონი მამლუქბად გაყიდული,30 მილიარდი მითვისებული ხალხის ანაბარი 9 მ ილიარდი დოლარი კრედიტი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shavlego91

როგორც ვხვდები :user: კითხვა- თემა- პრეტენზიაა

წავიდა შესაბამის ალაგს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 months later...

ეს ჩემი პოსტის ბმულია:

http://planeta.ge/index.php?showtopic=52793&view=findpost&p=392473

 

რომელზეც შემდეგ PEPE. -მ უპასუხა მომდევნო პოსტში, რასაც მოჰყვა Siknadmo -ს ასეთი შინაარსის პოსტი:

ნუ აჰყვებით იაფფასიან და ზედაპირულ მიშმაკაკურ პროპაგანდას

რომელიც ფაქტიურად ჩემს პოსტზე პასუხია. პოლიტიკის განყოფილების წესებში კი პირდაპირ წერია:

4.აკრძალულია თანაფორუმელების მიმართ იარლიყების მიწებება (მიშისტი, ჟოპო, გაიშნიკი, მედროვე და ა.შ.)

 

ასე რომ ველოდები მოდერაციის რეაგირებას ამ ფაქტზე.

Nukriko

Jonathan livingston

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ვისაც რევალუცია არ უნდა ყველა მიშისტია

http://planeta.ge/index.php?showtopic=52824&view=findpost&p=393183

 

4.აკრძალულია თანაფორუმელების მიმართ იარლიყების მიწებება (მიშისტი, ჟოპო, გაიშნიკი, მედროვე და ა.შ.)

 

ანალოგიური განცხადებისთვის გუშინ Nukriko -მ უკვე გასცა გაფრთხილება ამ იუზერზე. როგორც ხედავთ შედეგი ნულოვანია. ახლა ველოდები უფრო ეფექტურ ქმედებებს მოდერაციის მხრიდან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...