planetanews Posted December 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 30, 2010 საზღვარი აფხაზეთთან კომუნიკაციების სფეროშიც გაჩნდა. ეს საზღვარი ცალმხრივად არის გავლებული. საქართველო ვერ უკავშირდება ქვეყნის ოკუპირებულ ტერიოტირიას, აფხაზეთს, საიდანაც შემომავალი ზარი რუსული კოდით +7 იწყება. სოხუმში გამომავალ გაზეთ ნუჟნაიას რედაქცია, რომელსაც ნეტგაზეთი ინტერნეტის მეშვეობით დაუკავშირდა, ჩვენ წერილს ასე პასუხობს: „ჩვენ შეგვიძლია დავრეკოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, უბრალოდ, საჭიროა სწორი კოდის აკრეფა. სატელეფონო კავშირთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს“. აფხაზეთთან დაკავშირების შესაძლებლობის ერთადერთი შანსი ქვეყნისთვის ისევ ქართული ფიჭური კომპანიებია, რომელთა დაფარვის ზონა გავლებულ დე ფაქტო საზღვარზე შორს მიდის. ძირითადად, გალი, ასევე, მისი მიმდებარე ტერიტორია – ეს ის ზონაა, რომელსაც ქართული ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები ფარავენ. გალის მცხოვრები, რომელიც ნეტგაზეთს ესაუბრა, ამბობს, რომ გალში ბევრს მაგთიფიქსის (კომპანია მაგთის უკაბელო ტელეფონი) აპარატები აქვთ. მისი თქმით, სიგნალი ფარავს გალს და რამდენიმე სხვა სოფელს. „იყო შემთხვევა, როდესაც კარდაკარ დადიოდნენ (რუსი ჯარისკაცები), ოჯახებში შედიოდნენ, თუ სად და რომელ ოჯახში იდგა მაგთიფიქსის აპარატი“, – ამბობს ზაზა ჯალაღონია, აფხაზეთის განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი. გალში მცხოვრები, რომელსაც ნეტგაზეთი მაგთიფიქსის ნომერზე დაუკავშირდა, ამბობს, რომ მასაც სმენია ეს ამბავი, თუმცა მისთვის და მისი ახლო გარემოცვისთვის ტელეფონის ქონა არავის შეუზღუდავს. 2009 წლის სექტემბერში რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის მემორანდუმი დაიდო. მემორანდუმის საფუძველზე, აფხაზეთს რუსეთის კოდი +7 მიენიჭა. მემორანდუმის ხელის მოწერიდან ერთი წლის მანძილზე აფხაზეთში დარეკვა შეიძლებოდა როგორც ქართული კოდით +995, ასევე– რუსულით +7. ბილაინის ქსელიდან აფხაზეთში ზარი ხორციელდებოდა კოდით 844, თუმცა რამდენიმე დღეა, ამ კოდითაც შეუძლებელია სატელეფონო კავშირის დამყარება. „აქამდე ვრეკავდი და მირეკავდნენ ამ კოდით– 844, ბოლო რამდენიმე დღეა არავის დაურეკავს“,–ამბობს გალში მცხოვრები. მას მაგთიფიქსის აპარატი ფანჯარასთან ახლოს უდგას, სიგნალი უკეთ რომ დაიჭიროს. ამ ნომრით გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. ამიტომ ზარებს მხოლოდ მაშინ პასუხობს, როცა იმ ადგილზეა, სადაც მისი ტელეფონის აპარატი. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კომენტარს არ აკეთებს. კომპანია ბილაინის წარმომადგენელი ამბობს, რომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიებს, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ, აეკრძალათ ახალ კოდზე (+7) ზარების განხორციელება. აფხაზეთმა, თავის მხრივ, შეზღუდა ძველ კოდზე +995 ზარის მიღება. კომპანია სილქნეტის ოპერატორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ანა ნაკაშიძის თქმით, ის ტექნიკური საშუალებები, რომლითაც პირდაპირ უკავშირდებოდნენ რეგიონს, აფხაზეთის მხრიდან გათიშულია. ერთადერთი საშუალება რუსეთის კოდია, რომელსაც კომპანია „პრინციპული გადაწყვეტილების საფუძველზე“ არ იყენებს. საერთაშორისო ფიჭური კომპანიების ოპერატორები აფხაზეთს რუსული კოდით უკავშირდებიან. კომპანია სილქნეტი, რომელიც რამდენიმე უცხოურ კომპანიასთან თანამშრომლობს, ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ დოიჩე ტელეკომი და სხვა ოპერატორები აფხაზეთთან დანარჩენ მსოფლიოს რუსეთის კოდით აკავშირებენ. ინტერნეტ გვერდი searchpeopledirectory.com, რომლის ერთ–ერთი ფუნქციაა, მის მომხმარებელს ქვეყნიდან ქვეყანაში დასარეკი კოდი მიაწოდოს, საიტზე აფხაზეთთან დასაკავშირებელ კოდად უთითებს +7–ს, ხოლო ქვეყნების ჩამონათვალში აფხაზეთი ერთ–ერთია. /get_img?NrArticle=3779&NrImage=2 Image 2776 პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სატელეფონო კავშირი შეწყდა, მის მეგობრებს, ძირითადად, ინტერნეტით, სკაიპით ეკონტაქტება. სოხუმში სკაიპით საუბარი სირთულეებს ნაკლებად უკავშირდება, გალისგან განსხვავებით. გალში მცხოვრები ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ქართული ინტერნეტი რეგიონში შეწყდა, თითქმის შეუძლებელია ინტერნეტით სარგებლობა. „აქ ძალიან ცოტას აქვს ინტერნეტი. მე ვცდილობ, რომ ჩემი ტელეფონიდან შევიდე ხოლმე, თუმცა ძალიან რთულია,// http://s010.radikal.ru/i313/1012/5c/dd0cb8bb46b6.jpgთუ დაუჯერებთ ლივერპულის გამოცემას “რენეს” 24 წლის ფნაგი მარცხენა ნახევარმცველი (მცველი) სილვინ მარვეო ლივერპულთან ძალიან ახლოსაა. ვარაუდი ფრანგი ნახევარმცველის ენფილდზე გადმობარგების შესახებ გაჩნდა მას შემდეგ, რაც ის დამიან კომოლისთან ერთად პრეს ლოჟაში შენიშნეს ლივერპულის ბოლო ჩაგდებული თამაშის დროს ვულვერჰემპტონთან. რენეს ფრანგ ნახევარმცველს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, გაიტანა რა 10 გოლი 35 თამაშში. საიდუმლოებას არ წარმოადგენს, რომ მას უკვე ადარებენ ფლორან მალუდას, რომელსაც მიმდინარე კონტრაქტი უმთავრდება თავის ამჟამინდელ გუნდთან. დაბალი ფასის მქონე ფრანგი მერსესაიდელთა ხელმძღვანელობისთვის,რომლებიც ერიდებიან დიდ დანახარჯებს შესანიშნავი სამიზნეა. წყარო: caughtoffside.com View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts