newstudio Posted December 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 30, 2010 საქართველოში 2010 წელს უმუშევართა რაოდენობა 0,4 %-ით შემცირდა17:53 30.12.2010 [ჯი-ეიჩ-ენი საქართველოში წლის განმავლობაში უმუშევართა რაოდენობა 0,4 %-ით შემცირდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "მცირედ, 0,4 %-ით შემცირდა უმუშევრობის რაოდენობა, მაგრამ მაინც აღნიშვნის ღირსია", - განმარტა გილაურმა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს მთავრობა 4,5 %-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, 2-3 წელიწადში კი, გილაურის გათვლებით, საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაფიქსირდება. "წელს იქნება ახალი საგადასახადო კოდექსის გამოცდის წელი და თუ გავითვალისწინებთ იმ მზარდ ტენდენციას, რაც წლის განმავლობაში ფიქსირდებოდა, 2011 წელს 4,5 %-იან ეკონომიკურ ზრდას მაინც უნდა ველოდოთ. 2-3 წელში კი ეს მაჩვენებელი უკვე ორნიშნა რიცხვში იქნება გამოხატული", - დასძინა პრემიერმა. ამასთან, გილაურმა მთავრობის მიერ "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკასა და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპტიმალური შედეგი უკვე მიღწეულია. "ადმინისტრაციული ხარჯების ამაზე მეტად შემცირება აღარ შეიძლება", - აღნიშნა ნიკა გილაურმა. http://www.presage.tv/?m=news&NID=3855 როგორ ფიქრობთ?! წელს რამდენიმე ჩემმა ახლობელმა დაკარგა სამსახური.. შოვნით კი არავის უშოვია... არადა თურმე შემცირებულა უმუშევრობა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted December 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 30, 2010 newstudioროგორ ფიქრობთ?! გილაური ფიქრობს, რომ ქართველი ხალხი საბოლოოდ გამოყეყეჩდა. თან ფიქრობს: არ გჯერათ? ამ ჩემს ფეხებსო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted December 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 30, 2010 საქართველოში 2010 წელს უმუშევართა რაოდენობა 0,4 %-ით შემცირდარა არის მერე გასაკვირი? ბევრი მათგანი მოკვდა და რაოდენობაც შემცირდა რა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted December 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 30, 2010 მიხეილ სააკაშვილის მოსვლის შემდეგ საქართველოში უმუშევართა რიცხვი ყოველ წელს იზრდება. აღტკინებული პრეზიდენტი, საკუთარი მთავრობით, პარლამენტით, ტელევიზიებით და მიმდევრებით კი ლამის ყოველდღიურად გვამცნობს ქართული ეკონომიკის არნახული აღმასვლის, გაზრდილი ხელფასების, გამდიდრებული საქართველოს შესახებ. ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო, მათივე სტატისტიკით: საქართველოში უმუშევრობის დონე 2004 წელს - 12.6 % (257 600 ადამიანი)2005 წელს - 13.8 % (279 300 ადამიანი)2006 წელს - 13.6 % (274 500 ადამიანი)2007 წელს - 13.3 % (261 000 ადამიანი)2008 წელს - 16.5 % (315 800 ადამიანი)2009 წელს - 16.9 % (335 600 ადამიანი) იყო. http://www.geostat.ge/?action=page&p_id=145&lang=geo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 30, 2010 ამასთან, აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს მთავრობა 4,5 %-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, 2-3 წელიწადში კი, გილაურის გათვლებით, საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაფიქსირდება. საახალწლო ტყუილია? ბიჯო,ამ ქვეყანაში უმუშევართა რიცხვი ათი პროცენტია(დეპრესიის შემდეგ პირველად) და საშველიც არ სჩანს და რა ეკონომიკა გვაქვს ასეთი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 31, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 31, 2010 DonCaredoრა არის მერე გასაკვირი? ბევრი მათგანი მოკვდა და რაოდენობაც შემცირდა რა ან საზღვარგარეთ წავიდა... და აბსოლიტურ რიცხვებში შემცირდა... ამათ ხო ციფრებით მანიპულაციაში ბადალი არა ყავთ... analginსაქართველოში უმუშევრობის დონე 2004 წელს - 12.6 % (257 600 ადამიანი)2005 წელს - 13.8 % (279 300 ადამიანი)2006 წელს - 13.6 % (274 500 ადამიანი)2007 წელს - 13.3 % (261 000 ადამიანი)2008 წელს - 16.5 % (315 800 ადამიანი)2009 წელს - 16.9 % (335 600 ადამიანი) იყო.ძალიან საინტერესო მონაცემებია... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.