planetanews Posted December 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 30, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/saakashvili486841-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის კარგად ხედავს სიღარიბეს, თუმცა ეს სიღარიბე დროებითია. ამის შესახებ განცხადება, სააკაშვილმა ბათუმში ახალი სასტუმროს საძირკველის ჩაყრის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, იმ ადგილზე, სადაც საბჭოთა კავშირი აშენებდა მახინჯ შენობებს და სადაც ბოლო ოთხი წელია ლევან ვარშალომიძე აშენებს ახალ, ძალიან ლამაზ ბულვარს, დღეს იწყება ნამდვილი მარგალიტის- ახალი სასტუმროს მშენებლობა. პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის მოდერნიზაციის ფარგლებში მთავარია კულტურული მემკვიდრეობის მთელი ძალით ამუშავება ქართველ ხალხზე, სამუშაო ადგილებზე და ასევე იმაზე, რომ თანამემამულეებს ჰქონდეთ საამაყო დღესაც და კიდევ ასწლეულობით. “ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრია გაჭირვებული ადამიანი, რომელიც მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში ცხოვრობს. ყველაფერი, რაც ხდება, დაამთავრებს იმ სიღარიბეს და უიმედობას, რომელიც დაბუდებული იყო”,- განაცხადა სააკაშვილმა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts