Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge სომხეთის იარაღით ვაჭრობა აშშ-ს აზიანებს


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/washington_times2.gif

 

არაშ ჰაკაკზადე

 

1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ, ყველა ამერიკული ადმინისტრაცია ირანს ამერიკისა და მისი მოკავშირეებისთვის სპარსეთის ყურეში, ახლო და შუა აღმოსავლეთში, ასევე ევრაზიაში, მუდმივ და სერიოზულ საფრთხედ აღიქვამდა. ამიტომ აშშ ტრადიციულად ცდილობს თეირანის სამხედრო შესაძლებლობების შეზღუდვას

 

ირანისთვის იარაღის და სამხედრო ტექნოლოგიების მიწოდებისთვის ხელის შეშლა დიდი ხანია რაც ამერიკის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, განსაკუთრებით აშშ-ს და ნატო-ს მიმდინარე ოპერაციების ფონზე ავღანეთსა და ერაყში. აღსანიშნავია რომ შეერთებულმა შტატებმა საკუთარი მოკავშირეების დიდი ნაწილი იმაში დაარწმუნა, რომ ირანის არმიას და მის ძალოვან უწყებებს იარაღი არ მიჰყიდონ.

 

აშშ-ს მიერ შექმნილი დაბრკოლებებისგან თავის დასაღწევად, ირანი ცდილობს მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას უცხოელ მიმწოდებლებთან, რომლებიც ამერიკის მოკავშირეთა სიაში არ შედიან. შესაბამისად, ირანის სამხედრო ძლიერება დიდწილად დამოკიდებულია ისეთ უცხოურ სახელმწიფოებზე, როგორებიც არიან ჩინეთი, რუსეთი ან ჩრდილოეთ-კორეა. სამწუხაროდ დღეს იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც ირანელ სამხედროებს იარაღს აწვდიან, შეიძლება სომხეთიც მოხვდეს, რომელსაც აშშ-სთან კავშირები აქვს.

 

უსიამოვნოა, როდესაც იგებ რომ WikiLeaks-მა 250 000 დიპლომატიური დეპეშა გამოაქვეყნა, რომლებიც სავარაუდოდ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს ეკუთვნის და რაც უდაოდ სერიოზულად აისახება შეერთებული შტატების უსაფრთხოებაზე და ასევე უსიამოვნოა იმის გაგებაც, რომ სომხეთი ირანს იარაღს აწვდის, რამაც როგორც სჩანს ერაყში ამერიკელი სამხედროების დაღუპვა და დასახიჩრება გამოიწვია. ახლა ჩვენ ვიცით სომხეთის პოზიცია, მისი პრიორიტეტები და ის თუ ვის მიმართ არის ის ლოიალური. ასეთი მეგობრების პირობებში მტრები არ გვჭირდება.

 

2008 წლის დეკემბერში, ჯონ ნეგროპონტემ, იმ დროს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანს წერილი მისწერა, სადაც სომხეთის მხრიდან ირანისთვის იარაღის მიწოდების გამო შეშფოთებას გამოსთქვამდა. თავის წერილში ნეგროპონტემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონი  შეერთებული შტატებისგან მოითხოვს განიხილოს საკითხი იმის შესახებ, არსებობს თუ არა სომხეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების საფუძველი. აღსანიშნავია რომ ამ მიწოდებებთან დაკავშირებულ საბუთებს ხელს არც მეტი, არც ნაკლები თავად სერჟ სარქისიანი აწერს, რომელიც იმ დროს თავდაცვის მინისტრი იყო.

 

შეერთებული შტატები ასეთი მასშტაბის ტრამვას უყურადღებოდ ვერ დატოვებს. იმედი ვიქონიოთ, რომ ობამას ადმინისტრაცია შეასრულებს იმას, რასაც ნეგროპონტე წერდა.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...