Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ჰოლბრუკის სახელობის ქართული ქუჩა


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/09/national-interest-150x71.png

 

ცოტნე ბაკურია

 

ამერიკელი საგარეო პოლიტიკური ექსპერტის რიჩარდ ჰოლბრუკის მოულოდნელი გარდაცვალება, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის ცუდი ამბავია

 

დემოკრატი ჰოლბრუკი, რომელსაც ჯიუტ ინდივიდუალისტად მიიჩნევდნენ და ხშირად ზღვარგადასული ქმედებებითაც გამოირჩეოდა, საქართველოს პრეზიდენტის მტკიცე მოკავშირე იყო. გასულ კვირას მისი გარდაცვალების შემდეგ, სააკაშვილმა თბილისის ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი დაარქვა.

 

საქართველოს ლიდერი ცდილობს უკმაყოფილო არავინ დატოვოს, არსებობს ასევე ჯორჯ ბუშის ქუჩაც.

 

ჰოლბრუკის წასვლასთან ერთად, სააკაშვილი როგორც ჩანს Facebook-ზე საკუთარ გვერდს ანახლებს, ცდილობს რა იმ წამყვანი ამერიკელი პოლიტიკოსების ყურადღების მიპყრობას, რომლებსაც მის პრობლემურ რეჟიმთან „დამეგობრება“ სურთ.

 

ახლახანს Wikileaks-ის მიერ გამოქვეყნებული „საიდუმლო“ ოფიციალური წერილის თანახმად, რომელიც თბილისში ამერიკის ელჩს ეკუთვნის და საქართველოში ჰოლბრუკის უკანასკნელი ვიზიტის მომზადების ფარგლებში დაიწერა, ცხადყოფს რომ ქვეყანას სერიოზული პრობლემები აქვს.

 

დოკუმენტის ფრაგმენტებიდან ჩანს, რომ ამ კავკასიურ რესპუბლიკაში დემოკრატიის განვითარებასთან დაკავშირებით ეჭვები არსებობს. ელჩ ჯონ ბასის თქმით:

 

„საზოგადოება და პოლიტიკა გამსჭვალულია საფრთხისა და დაუცველობის აშკარა განცდით. მცდარი გათვლები და პროვოკაციები (ქვეყნის შიგნით, ველსა თუ მთებს მიღმა ჩრდილოეთით) შესაძლოა იოლად გახდეს ნაპერწკალი კრიზისის განახლებისთვის. უფრო სტაბილური ეკონომიკითა და სიცოცხლისუნარიანი კონკურენტის არ არსებობის პირობებში სააკაშვილი დღეს პოლიტიკურად უფრო ძლიერია, მაგრამ ამავდროულად რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, ნაკლებად დარწმუნებულია საკუთარ თავში, დაუცველია და შეპყრობილია იმის შიშით, რომ ისტორია გაასამართლებს ოკუპირებული ტერიტორიების სამუდამოდ დაკარგვის გამო“.

 

ავტორი სააკაშვილის სამხრეთ-ოსეთში შეჭრას გულისხმობს, რასაც 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან ხანმოკლე ომი მოჰყვა.

 

ბასი ასევე აღნიშნავს „რუსეთის მუდმივ ხმაურს, ბრალდებებს მისი მთავრობის კანონიერებასა და ქმედებებზე“.

 

სტრიქონებს შორის იკითხება, რომ ელჩი აშკარად გულისხმობს სააკაშვილის მთავრობაში კორუფციას და სკანდალების დაუსრულებელ სერიას. (მათ შორის უკანასკნელი, გამოცემა The Daily Mirror-ის ცნობით ქართულ დელეგაციას ეხებოდა, რომელმაც ლისაბონში ნატო-ს სამიტის შემდეგ სასტუმროში რამდენიმე ათეული მეძავი წვეულებაზე დაპატიჟა. წვეულებამ სავარაუდოდ ნიკოლა სარკოზი გააღვიძა და ეს ყველაფერი პოლიციის გამოძახებით დასრულდა).

 

შემდეგ ჰოლბრუკისთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია:

 

„სააკაშვილი განაგრძობს „ერთ დიდ რაღაცაზე“ ფიქრს, რომელიც დასავლეთში საქართველოს მდგომარეობას გაამყარებს. ახლახანს მან აშშ-ს და ნატო-ს ავღანეთის ოპერაციებისთვის ლოჯისტიკური ცენტრის უზრუნველყოფა შესთავაზა, იმ ძირითადი ვალდებულების გარდა, რომელიც მას უახლოესი ორი წლის განმავლობაში სამხედროების განთავსებასთან დაკავშირებით აქვს აღებული“.

 

ეს ყველაფერი ისე ჟღერს, თითქოს საქართველო ძლიერი და გავლენიანი მოთამაშეა ფასდაუდებელი ძალით, რომელსაც ომში შეიძლება დაეყრდნო. სინამდვილეში სააკაშვილმა ავღანეთში 173 ადამიანი გაგზავნა და მათ ფრანგები წვრთნიან.

 

ბასი: „ოფოციალური პირები გაურბიან იმის ვარაუდს, რომ ეს წვლილი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საქმეში დაეხმარება და ამის ნაცვლად აცხადებენ, რომ ის დაეხმარება საქართველოს თავი წარმოაჩინოს როგორც ქმედითმა პარტნიორმა, ცხადად გამორჩეული ქვეტექსტით და ამის შემდეგ ნატო-ს მოკავშირეები საქართველოს უფრო სერიოზულად აღიქვამენ“.

 

ბასი არ ამბობს იმას, რომ საქართველოს ნატო-ში არასდროს მიიღებენ მანამ, სანამ სააკაშვილი პრეზიდენტი იქნება. თავად ბუშიც კი თავის ახლახანს გამოქვეყნებულ მემუარებში საქართველოს პრეზიდენტს აღწერს, როგორც „ფიცხს“.

 

ევროპელი ლიდერები სააკაშვილს სერიოზულად არ აღიქვამენ, მეტიც, ისინი ზოგჯერ რუსეთის პრეზიდენტის მედვედევის შეხედულებასაც კი იზიარებენ, რომ საქართველოს ლიდერი „პოლიტიკური გვამია“.

 

„იმის მიუხედავად, მკაფიოდ და გულწრფელად აკავშირებენ თუ არა ისინი ამ ორ თემას, ქართველები ავღანეთის ოპერაციაში საკუთარ წვლილს მათი ნატო-ში გაწევრიანებისთვის ავანსად გადახდილ ფასად მიიჩნევენ“ – ასკვნის ბასი.

 

შიდა ფრონტზე „რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად მაღალ ხარისხს აღწევს დაუცველობისა და არასტაბილურობის ის კლიმატი, რომლითაც მოცულია მთელი ქართული საზოგადოება… მართალია მომხმარებელთა აქტიურობის ინდიკატორები უმჯობესდება, თუმცა ეკონომიკა კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება, უმუშევრობა იზრდება, ინვესტიციები და სახელმწიფო ხარჯები მცირდება“.

 

სააკაშვილის ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ მზარდ ოპოზიციაზე საუბრისას, ბასმა აღნიშნა რომ დღევანდელმა პრეზიდენტმა თბილისის მერის თავისუფალი არჩევნები „დაუშვა“, „თუმცა ხელისუფლების თვალშისაცემი გავლენა, თუ არა პირდაპირი კონტროლი ტელევიზიასა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებზე, ოპოზიციას ფრთების გაშლის საშუალებას არ აძლევს“ – წერს იგი.

 

საქართველო დემოკრატიის შუქურა? ბასის ანგარიში ამ იმიჯს ანგრევს.

 

„მოსახლეობის დიდ ნაწილს, კვლავ მთავრობის იმედი აქვს, რომ ის შეასრულებს დაპირებას დემოკრატიული რეფორმების ახალ ტალღასთან დაკავშირებით, როგორც სააკაშვილი ამას 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ აცხადებდა“.

 

ამ მხრივ ერთ-ერთი პრობლემა პრესის თავისუფლებაა, ფუნქციონირებადი დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე აშკარა ნიშანი.

 

„მოქალაქეთა უმრავლესობისთვის ინფორმაციის მთავარ წყაროდ ნაციონალური ტელეარხები რჩება. სატელევიზიო გადაცემების შინაარსი ძალიან შეზღუდულია, შედეგად მოსახლეობის უმრავლესობა ბევრ საკითხსა და აქტუალურ ყოველდღიურ თემებზე ძალიან მწირ ინფორმაციას იღებს. საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის შეზღუდული პროგრამების კრებული აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე ფაქტობრივად ინფორმაციის გარეშე ტოვებს ეთნიკურ უმცირესობებს, მათ არაფერი იციან იმის შესახებ თუ რა ხდება საქართველოში. ბევრი მათგანი ცნობებს თანამგზავრის საშუალებით აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან იღებს. მედია-ორგანიზაციებში სარედაქციო და ადმინისტრაციული რგოლები მკაფიოდ გამიჯნული არ არის“.

 

ე.წ. „ვარდების რევოლუცია“, რომელსაც ოპტიმიზმის ტალღა მოჰყვა, სტაგნაციურ ადმინისტრირებაში გადაიზარდა. იქ სადაც არ არსებობს თავისუფალი პრესა და სადაც პრეზიდენტის ქმედებებს მისი ეგო და პარანოია განსაზღვრავს, როგორც ეს დეპეშაშია ნათქვამი, დასავლეთს ფაქტობრივად არა აქვს არჩევანი გარდა იმისა, რომ სიმართლეს თვალი გაუსწოროს.

 

საქართველოში დემოკრატია არ არის. არის მხოლოდ პატარა, ჰოლბრუკის სახელობის ქუჩა.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...