newstudio Posted December 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 28, 2010 13:41 28-12-2010 არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ბურჯანაძე-გაჩეჩილაძის სკანდალის გამოძიებას სახალხო კრების სახალხო ომბუდსმენისგან ითხოვს .როგორც "ინტერპრესნიუსს" ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის" თავმჯდომარემ, ნანა კაკაბაძემ განუცხადა, "სახალხო კრების" მიერ არჩეულ სახალხო ომბუდსმენს, ეკა ბესელიას აღნიშნული იდეით უკვე მიმართა. კაკაბაძის აზრით, ბესელიამ უნდა შექმნას კომისია, სადაც არასამთავრობოებს და სპეციალისტებს შეიყვანს, ეს კომისია კი გამოიძიებს გაჩეჩილაძე-ბურჯანაძის სკანდალს. "სანამ "ასავალ-დასავალში" ინტერვიუ გამოქვეყნდებოდა, შეკითხვები ამ თემაზე საზოგადოებაში მანამდეც არსებობდა. ისევე როგორც შეკითხვები 5 იანვრის გაყალბებულ არჩევნებზე არსებობს და ეს მასალები ნინო ბურჯანაძეს აქვს. უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც ასეთ თემებს გამოიკვლევს და პასუხს გასცემს საზოგადოებაში არსებულ შეკითხვებს. ამ კომისიას უნდა შეეძლოს ბურჯანაძის, გაჩეჩილაძის და ყველა იმ პირის მიწვევა და მათგან ინფორმაციის მიღება ვინც რაიმე ფორმით დაკავშირებულია გაურკვეველ თემებთან", - განაცხადა კაკაბაძემ და აღნიშნა, რომ ბესელიას იმიტომ მიმართა, რომ სახალხო კრების სახალხო ქომაგად აირჩიეს. მისივე განმარტებით, მართალია ეკა ბესელიამ უფლებამოსილება შეიჩერა სახალხო კრების აღმასრულებელ საბჭოში, თუმცა ომბუდსმენის თანამდებობა არ დაუტოვებია. კაკაბაძის განცხადებით, ბესელიას მას შემდეგ მიმართა, რაც გამოხმაურება აღნიშნულ სკანდალს სახალხო დამცველისგან, გიორგი ტუღუშისგან არ მოჰყოლია. http://www.interpressnews.ge/ge/samartali/155429-arasamthavroboebi-burjanadze-gachechiladzis-skandalis-gamodziebas-sakhalkho-ombudsmenisgan-ithkhoven.html პ.ს. მე არ ვენდობი ბესელიას, თქვენ?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted December 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 28, 2010 უსუფაშვილმა უარყო ნინო ბურჯანაძის მიერ გავრცელებული ვერსია თითქოს უსუფაშვილი შეესწრო იმ დიალოგს, სადაც გრეჩიხა მიშას ფულს სძალავდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted December 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 28, 2010 ეკა ბესელიამ უფლებამოსილება შეიჩერა სახალხო კრების აღმასრულებელ საბჭოში, თუმცა ომბუდსმენის თანამდებობა არ დაუტოვებიაწარმოსახვითი სტრუქტურები, წარმოსახვითი თანამდებობები... არ ბეზრდება ამ ხალხს ზღაპრებში ცხოვრება? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted December 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 28, 2010 Saturnწარმოსახვითი სტრუქტურები, წარმოსახვითი თანამდებობები... არ ბეზრდება ამ ხალხს ზღაპრებში ცხოვრება? გეთანხმებით,მაგრამ მაშინ გამოვიდეს არაწარმოსახვითი ვანო და გვითხრას მაშინდელ თავის მოადგილეს თუ ურიცხავდა 5 მილიონს გრეჩოსთვის მისაცემად.Siknadmoუსუფაშვილმა უარყო ნინო ბურჯანაძის მიერ გავრცელებული ვერსია თითქოს უსუფაშვილი შეესწრო იმ დიალოგს, სადაც გრეჩიხა მიშას ფულს სძალავდა არაა მთლად მასე.ანზოროვნამ და უსუფამ ერთი და იგივე რამე თქვეს,რომ მაგ შეხვედრაზე გრეჩიხამ დააყენა საადგილმამულო ბანკის საკითხი.ოღონდ ანზოროვნამ თქვა რომ ამის გაგონებაზე უსუფა კინაღამ სკამიდან გადმოვარდა,რაზეც პასუხი იყო რომ სკამზე კარგად ვიჯექიო და ამ საკითხს იმ შეხვედრაზე არავითარი გაგრძელება არ ქონიაო.ხო დავუმატებ, მიშამ თქვაო მეც მომწონს ეს იდეაო.აი მეორე შეხვედრაზე რა მოხდა,თუ ასეთი შეხვედრა შედგა,ეს მარტო მიშამ და გრეჩომ იციან.ბადრიც იძახის მეორე ოთახში ვიჯექიო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted December 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 28, 2010 (edited) ძუკუარაა მთლად მასე.ანზოროვნამ და უსუფამ ერთი და იგივე რამე თქვეს,რომ მაგ შეხვედრაზე გრეჩიხამ დააყენა საადგილმამულო ბანკის საკითხი.ოღონდ ანზოროვნამ თქვა რომ ამის გაგონებაზე უსუფა კინაღამ სკამიდან გადმოვარდა,რაზეც პასუხი იყო რომ სკამზე კარგად ვიჯექიო და ამ საკითხს იმ შეხვედრაზე არავითარი გაგრძელება არ ქონიაო.ხო დავუმატებ, მიშამ თქვაო მეც მომწონს ეს იდეაო.აი მეორე შეხვედრაზე რა მოხდა,თუ ასეთი შეხვედრა შედგა,ეს მარტო მიშამ და გრეჩომ იციან.ბადრიც იძახის მეორე ოთახში ვიჯექიო. დღეს განმეორებითი ჩვენება იყო კავკასიაზე სადაც აქუს უსუფაშვილი ჰყავდა მოწვეული, მთელი გადაცემისთვის არ მისმენია,მაყურებელმა კითხვა დაუსვა გრეჩიაზე რაზეც მან დაახლოებით ასეთი შინაარსის პასუხი გასცა "რასაც ბურჯანაძე ამბობს გაჩეჩილაძეზე მე პირადად ამის შემსწრე არა ვარო" Edited December 28, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted December 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 28, 2010 რასაც ბურჯანაძე ამბობს გაჩეჩილაძეზე მე პირადად ამის შემსწრე არა ვარო"სწორია,მაგრამ ეს 8 იანვრის შეხვედრას არ ეხება.ისე თუ ნახავთ მაივიდეოზე მაგ შეხვედრას,27 რიცხვით,დაახლოებით 21:17 წუთიდან,ჩემი აზრით იქ ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი რამე ითქვა რაც გრეჩო-ბურჯიკას არ ეხებოდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.