planetanews Posted December 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 27, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/12/guncadze.jpg“ქართული პარტია” ნინო ბურჯანაძის გუშინდელ განცხადებებს “სასოწარკვეთილი ქალის წყევლას” უწოდებს . ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის გენერალურმა მდივანმა კოკა გუნცაძემ განუცხადა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ ლევან გაჩეჩილაძე ამ განცხადებას თავად გასცემს საკადრის პასუხს. მან პარტიის სახელით, ბოდიში მოუხადა ქართველ ხალხს იმისათვის, რომ თავის დროზე გადაეფარნენ იმ ადამიანებს, რომლებსაც ძალიან ბევრი დანაშაული და უზნეობა ჰქონდათ ჩადენილი. “გადავეფარეთ იმისთვის, რომ მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ სააკაშვილის ხელისუფლება უფრო დიდი ბოროტებაა და რჩება ასეთ ბოროტებად, ვიდრე ეს ადამიანები”, – თქვა გუნცაძემ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მეტი კომენტარი ამ თემაზე არ გაკეთდება. გუნცაძემ ეს განცხადება პარტიის სხვა ლიდერების, სოზარ სუბარისა და ეროსი კინწმარიშვილის თანდასწრებით გააკეთა, რომლებმაც ამ საკითხზე ჟურნალისტების არც ერთ შეკითხვას არ უპასუხეს. “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა გუშინ, გადაცემა “აქცენტებში”, პირველად ისაუბრა იმ სკანდალურ ფაქტებზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია გაზეთ “ასავალ-დასავალს” მისმა მეუღლემ, ბადრი ბიწაძემ მიაწოდა. ბურჯანაძის განცხადებით, საზოგადოება “ქართულ პარტიას” და ლევან გაჩეჩილაძეს არ უნდა ენდოს. მისივე განმარტებით, სააკაშვილმა ხელისუფლება ოპოზიციასთან გარიგებით შეინარჩუნა და ახლაც იმით ინარჩუნებს, რომ გარკვეულ დასაყრდენს პოულობს ოპოზიციაში. ინტერპრესნიუსი Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts