planetanews Posted December 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 27, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/12/BBC-News-Generic-2003-1-300x225.jpg“ბი-ბი-სის” რუსული რედაქცია წლის მნიშვნელოვან მოვლენებს აჯამებს. პოსტსაბჭოთა სივრცის მთავარი ამბების მიმოხილვაში საქართველოს ცალკე რეპორტაჟი ეძღვნება. რეპორტაჟში საუბარია ოპოზიციის დაქსაქსულობაზე, ეკონომიკურ კრიზისსა და თბილისის მერის პირველ პირდაპირ არჩევნებზე. საქართველოზე რეპორტაჟი 6 მაისითა და პოლიციის დღის ზეიმით იწყება, რომლის ჩაშლა ოპოზიციამ ვერ შეძლო. მიმომხილველის თქმით, საქართველოში ქუჩის პოლიტიკის დრო მიდის, ხოლო “ვარდების რევოლუცია” ყველაზე მდგრადი რევოლუცია აღმოჩნდა. წლის მოვლენების მიმოხილვა თბილისის მერის არჩევნების თემით გრძელდება. ოპოზიციის დამარცხების მთავარ მიზეზად კი, ოპოზიციის სისუსტე დასახელდა. რეპორტიორი პაატა ზაქარეიშვიილის კომენტარს იშველიებს, რომელიც საზოგადოების ინდიფერენტულობის მიზეზებზე საუბრობს. ზაქარეიშვილის თქმით, ამ არჩევნების შემდეგ მოხდა სააკაშვილის რელეგიტიმაცია. “დასავლეთი მიხვდა, რომ მას ალტერნატივა არ ჰყავს. სააკაშვილმა ეს დაშინებით და მოსყიდვით მოახერხა”,-ამბობს ზაქარეიშვილი. სიუჟეტის ბოლოს საუბარია ეკონომიკურ პრობლემებზე. ჟურნალისტი არ გამორიცხავს, რომ ქუჩის აქციები დღის წესრიგში მომავალ წელს დადგეს. თუმცა, მთავარი, რაზეც “ბი-ბი-სის” მიმოხილვაშია საუბარი, პრეზიდენტის პოზიციების გამყარებაა. 2010 წელს სააკაშვილის პოზიციების გამყარების წელი უწოდეს. ინტერპრესნიუსი Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts