Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge საქართველოში დევნილების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისკენ


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/12/unhcr.gif

 

სიუზან მიურეი-ჯონსი

 

გაერო-ს დევნილების საქმეთა უმაღლესმა კომისარმა (UNHCR) გაერო-ს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, ჩეჩენი დევნილების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის სრულყოფის პროექტი შეიმუშავა. საუბარია იმ ჩეჩენ დევნილებზე, რომლებიც საქართველოს ღარიბ რეგიონებში ცხოვრობენ. პროექტი პანკისის ხეობაში ხორციელდება და მისი მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის ყოფის შემსუბუქება. ის შეიძლება სხვა მსგავსი ღონისძიებებისთვის მაგალითად იქცეს

 

UNHCR-ი პანკისის ხეობაში მცხოვრებ ჩეჩნებს 1999 წლიდან ეხმარება, როდესაც დაახლოებით 8 000 ადამიანი ჩეჩნეთიდან რუსეთის ამ მეზობელ რეგიონში გამოიქცა. მათი უმრავლესობა ან ჩეჩნეთში დაბრუნდა, ან დასავლეთ ევროპაში გაემგზავრა საცხოვრებლად, თუმცა დაახლოებით 800 ადამიანი დღემდე აქ, ქართველ ქისტებთან (მუსულმანური თემი) ერთად ცხოვრობს.

 

„დადგა დრო დავეხმაროთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთის ამ უმშვენიერესი, მაგრამ ღარიბი რაიონის ყველა მცხოვრებს, და არა მხოლოდ დევნილებს“ – ამბობს UNHCR-ს თანამშრომელი პიტერ ნიკოლაუსი, რომლის მისიაც საქართველოში მალე სრულდება. სწორედ აქ შეუძლიათ დახმარება ჩვენს კოლეგებს UNDP-დან“.

 

ამ ორი ორგანიზაციის მიერ, დეკემბრის დასაწყისში ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში, UNHCR მათთვის საგანმანათლებლო ცენტრებთან ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს, სადაც ისინი სპეციალიზებულ განათლებას მიიღებენ და პროფესიონალურ უნარ-ჩვევებს განავითარებენ. UNDP კონცენტრირებული იქნება პროფესიულ განვითარებასა და სწავლებაზე.

 

ამ რაიონს განსაკუთრებით კარგი პერსპექტივა აქვს მედურგლეობის, კერვის და მეფუტკრეობის განვითარების თვალსაზრისით. „ბაზარიც აქვეა, ჩვენ ის მხოლოდ უნდა განვავითაროთ“ – ამბობს რამზანი. მას სხვა მეფუტკრეებთან გაერთიანება და მათთან ერთად პროდუქციის გაყიდვა სურს.

 

ზურაბი, რომლის სადურგლო სახელოსნოში ექვსი ადამიანი მუშაობს, ასევე ძალიან ოპტიმისტურ განწყობაზეა. „ჩვენ გაფართოვება გვსურს და მზად ვართ პრაქტიკული ცოდნის მისაღებად“ – ამბობს იგი.

 

მნიშვნელოვან როლს თამაშობს მესაქონლეობა, განსაკუთრებით მეცხვარეობა. UNHCR-ის სასწავლო ცენტრებში დევნილებს და ადგილობრივ მოსახლეობას მერძევე ძროხების მოვლას და ვეტერინარიის საფუძვლებს შეასწავლიან. ფერმერებს ახალ ტექნოლოგიებს და მეურნეობის მართვის მეთოდებს გააცნობენ დამატებითი ღირებულების და ინფრასტრუქტურის განვითარების პირობებში.

 

„პანკისის ხეობაში ჩვენი საქმიანობა იმის მაგალითია, თუ როგორ თანამშრომლობენ გაერო-ს ორგანიზაციები სხვა ადამიანების სასიკეთოდ“ – აცხადებს გაერო-ს კოორდინატორი საქართველოში ჯემი მაკგოლდრიკი – „დევნილების დახმარებით, UNHCR-მ რეგიონის ეკონომიკური განვითარება წაახალისა. ახლა კი საქმეში UNDP ერთვება, რათა აქტიურობა უფრო მასშტაბური ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროგრამამდე გააფართოვოს“.

 

კერძო სექტორთან პარტნიორობაზე კონცენტრირებითა და ინოვაციების სტიმულირებით, რათა მცირე ბიზნესი ნაციონალურ განვითარებაში ჩაებას, UNHCR-ს მდგრადი ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის განვითარება და განმტკიცება  შეუძლია.

 

UNHCR-ს დაგეგმილი აქვს ასევე ბუნებრივი კატასტროფების შედეგების მინიმუმამდე დაყვანის ინიციატივები. საუბარია მაგალითად წყალდიდობებზე. წელს როდესაც წყალდიდობის დროს 200 სახლი დაიტბორა, UNHCR-ის თანამშრომლები ადგილობრივ ხელისუფლებას მდინარე ალაზნის კალაპოტის გაწმენდაში დაეხმარნენ.

 

UNHCR-ს და UNDP-ს ეს დროებით ზომებთან დაკავშირებული ინიციატივები შეიძლება იმ ბაზად იქცეს, რასაც ისინი სხვა ქვეყნებშიც გამოიყენებენ, სადაც დევნილებისა და მიგრანტებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციაა. მომავალ წელს UNHCR და UNDP იმედოვნებენ დახმარების პროგრამის გაფართოვებას და საქართველოს სხვა რაიონებში მცხოვრები შიდა მიგრანტების მხარდაჭერას.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...