Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ფაკულტეტები – უნივერსიტეტის ნაცვლად


Recommended Posts

დღეს მთავრობის სხდომაზე ცნობილი გახდება, შეუერთდება თუ არა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი (თეუსუ) ჯავახიშვილის უნივერსიტეტს.

 

თეუსუს თსუ–სთან შეერთების საკითხი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ორი დღის წინ გახდა ცნობილი.

 

დღეს სტუდენტები უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში იმისთვის შეიკრიბნენ, რომ ადმინისტრაციასთან გაერკვიათ მათი და უნივერსიტეტის მომავალი.

 

შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ადმინისტრაცია ოფიციალურ პასუხს მთავრობის სხდომის შემდეგ გაიგებს, თუმცა არაოფიცილურად, მათი თსუ–სთან შეერთების საკითხი დადასტურებულია.

 

გიორგი ღაღანიძე, თეუსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ამბობს:

 

„მაქვს სიტყვიერი გარანტია მინისტრის პირველი მოადგილისგან, რომ ყველაფერი–სწავლა, მუშაობა– ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ქოლგის ქვეშ გაგრძელდება“.

 

თუ საქართველოს მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას, თეუსუ თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუერთდება. სტუდენტები, ლექტორები და უნივერსიტეტის შენობა მთლიანად თსუ-ს დაქვემდებარებაში გადავა.

 

ღაღანიძე ამბობს, რომ სტუდენტები სწავლას ჩვეულებრივ გააგრძელებენ და უნივერსიტეტის შენობის გაყიდვა არ იგეგმება.

 

სტუდენტები მიიჩნევენ, რომ ამ გადაწყვეტილებით მათი უფლებები შეილახა და აუცილებლად გააგრძელებენ პროტესტის გამოხატვას.

 

მამუკა გიორგანაშვილი, მეორე კურსის სტუდენტი, ამბობს: „ჯავახიშვილში რომ მდომოდა სწავლა, თავიდანვე ჩავწერდი ჯავახიშვილის უნივერსიტეტს. ახლა, ვცდილობთ გავარკვიოთმ რა ხდება და რატომ ხდება“.

 

ერთ-ერთი ლექტორის, ვალერი ვაშაკიძის თქმით, ოპტიმიზაციის მიზნით, უნივერსიტეტების გაერთიანება წლების წინათ დაიწყო და სტუდენტთა პროტესტი ამ პროცესზე გავლენას ვერ იქონიებს. მან მაგალითად სულხან-საბასა და ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტების გაერთიანება დაასახელა.

 

 

 

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...