planetanews Posted November 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 4, 2010 საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილეს დღეს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე. საქართველოს მთავრობის ინიციატივის თანახმად,ცვლილებები შედის რამდენიმე კანონში. კერძოდ,“ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“,“საექიმო საქმინობის შესახებ“ და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“. ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, სამედიცინო დაწესებულება და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი, ვალდებული არ უნდა შევიდეს ფარმაცევტულ კომპანიებთან გარიგებაში,არ უნდა იმოქმედოს ანგარებით და პაციენტისთვის პრეპარატის დანიშვნისას. გარდა ამისა, ცვლილებების მიხედვით,არ ექნება უფლება ჯანმრთელობის დაცვის პერსონალს,გამოიყენოს სადაზღვევო კომპანიის ან რომელიმე ფარმაცევტული კომპანიის დანიშნულება. რაც შეეხება ცვლილებებს „საექიმო საქმიანობის შესახებ“, დარღვევების შემთხვევაში, ექიმებისთვის კანონის 38–ე მუხლის თანახმად, პროფესიულ პასუხისმგებლობას ან ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გულისხმობს. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts