Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - 17 000 დევნილი ოჯახი მოგების გადასახადიდან თავისუფლდება


Recommended Posts

17 ათასი დევნილი ოჯახი, რომელთაც კომპაქტურ ჩასახლებებში საქართველოს პრეზიდენტმა სიმბოლურ ფასად– 1 ლარად საკუთრებაში ბინები გადასცა, ამ ბინების გაყიდვის შემთხვევაში, მოგების გადასახადიდან გათავისუფლდება.

 

ამის შესახებ ოკუპირებული ტერირორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, კობა სუბელიანმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ბრიფინგზე განაცხადა.

 

მთვარობის ინიციატივით, ცვლილება საგადასახადო კოდექსში შედის.

 

ცვლილების მიხედვით, საკუთრებაში არსებული ბინების გაყიდვის შემთხვევაში, დევნილები მოგების გადასახადს 12%–ს აღარ გადაიხდიან. ანუ, თუ დევნილი მოისურვებს ფართის გაყიდვას, ამ ფართის ყიდვისა და მისი გაყიდვის ფასის სხვაობის 12 %-ს აღარ გადაიხდის.

 

,,ეს ერთი მხრივ, გაუადვილებს დევნილებს გადაწყვეტილების მიღებას, არ იქნებიან მიჯაჭვული იმ ფართებზე, რომელშიც ისინი ცხოვრობენ და თუ აქვთ რაიმე დანაზოგი და სურვილი, რომ ფართი გაასხვისონ, ყოველგვარი დაბეგვრების გარეშე იმ თანხას აიღებენ, რა თანხადაც გაყიდიან ფართს’’, - განაცხადა კობა სუბელიანმა.

 

სუბელიანის თქმით, ამავდროულად, მეორადი ბინების ბაზარზე ახალი ალტერნატული ფართები ჩნდება, რაც, მისი აზრით, ამ ბაზარზე ბინების ფასს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის.

 

მინისტრის თქმით, ბინების დაკანონების პროცესი ახლაც მიმდინარეობს. ძირითადად, ეს კომპაქტური ჩასახლებებია.

 

კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენები ამ კვირაში იქნება. სუბელიანის თქმით, ცვლილება, სავარაუდოდ, დეკემბრისთვის დამტკიცდება.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...