planetanews Posted December 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 27, 2010 http://cdn.bleacherreport.net/images_root/gallery_images/photos/000/550/718/GYI0062069850_crop_450x500.jpg?1287232780ლივერპულის სპორტული მედიცინის “მამებმა” შეიმუშავეს ახალი სავარჯიშო გეგმა, რომელიც დაეხმარება ფეხბურთელებს ფორმის შენარჩუნებაში, მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა. ოთხეულისთვის ბრძოლის გარდა ლივერპულს მოუწევს საკმაოდ პრინციპული სათასო დაპირისპირება ოლდ ტრაფორდზე, სადაც მას 100 პროცენტით მზა გუნდი დასჭირდება. ბრუკნერის და მისი ხელქვეითების ძალისხმევით გუნდის ლიდერები სტივენ ჯერარდი და დანიელ აგერი მწყობრში არიან, მაგრამ ამის გარდა მევლუდში ჩატარდება უდიდესი სამუშაო რათა ფეხბურთელებმა შეინარჩუნონ ფიზიკური ფორმა ასეთი მნიშვნელოვანი პერიოდის მანძილზე. “ეს იქნება ძალიან რთული თუ ჩვენ მოგვიწევს ყველა მატჩის ჩატარება და ამინდი არ ჩაერევა” აცხადებს ბრუკნერი. “ჩვენ მოგვიწევს 5 მატჩის ჩატარება 15 დღეში, ამიტომ სამწვრთნელო, სამედიცინო და ფიზიკური მომზადების შტაბს ძალიად დიდი სამუშაო ელით. მოთამაშეების აღდგენა და მომზადება შემდეგი მატჩისთვის ეს ცვენი მთავარი მიზანია. ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ საჭმლის რაციონს გამოჯანმთელების პროცესს, მოკლე გავაკეთებთ ყველაფერს რათა 3 დღის შემდეგ ფეხბურთელებმა მოედანზე გასვლა და თამაში შეძლონ. ფეხბურთელები, რომლებიც არ მიიღებენ მატჩში მონაწილეობას მოუმატებენ ვარჯიშს. მომდევნო 15 დღის განმავლობაში შეიქმნება სპეციალური დაბალანსებული სავარჯიშო ჯგუფები.” მიუხედავად საკმაოდ რთული სიტუაციისა ბრუკნერი დარწმუნებულია, რომ გუნდი შეძლებს სწორად მომზადებას ამ საპასუხისმგებლო პერიოდისთვის. “მსავს სიტუაციაში ჩვენ უკვე ვიყავით, როდესაც ერთი კვირის განმავლობაში 3 თამაში ჩავატარეთ ჩელსის, უიგანის და სტოკის წინააღმდეგ, მაგრამ მაშინ არ იღო სახარბიელო რეზულტატი. ამის აღმოსაფხვრელად ჩვენ მოუწოდებთ ფეხბურთელებს საახალწლოთ თავი შეიკავონ ალკოჰოლისა და მძიმე საკვებისაგან ეს მათთვის ზედმეტი იქნება. ჩვენ აქტენტს ვაკეთებთ ორგანიზმში ნახშირწ####ბის სიმრავლეზე. ჩვეულებრივი კვებით ამას 3 დღეზე მეტი სჭირდება ამიტომ ჩვენ ფეხბურთელებს სპეციალურ დიეტას დაუნიშნავთ, რომელიც შეძლებს 3 დღეში ორგანიზმში ნახშირწ####ბის საჭირო რაოდენობის მოგროვებას. მთავარი პასუხისმგებლობა ჩვენზე, რადგან ჩვენ უნდა მივიყვანოთ მატჩამდე ფეხბურთელები მაქსიმალურ კონდინციებში და მერე იმუშავოს მწვრთნელმა.” ჰოჯსონის გუნდი მცირე დილის ვარჯიშს ჩაატარებს ბლექპულში გამზავრებამდე “ვარჯიში ჩატარდება საკმაოდ ადრე, მაგრამ იქნება ხანმოკლე. ჩვენ გავარჩევთ მოწინააღმდეგის თამაშს და ბლექპულში 100 პროცენტიანი მზადყოფნით ჩავალთ” ასევე ბრუკნერმა ისაუბრა ჯემიე კარაგერის და ჯეი სპირინგის ტრამვებზე “ჯეიმი მთელი ძალით იბრძვის რათა მალე გამოჯანმრთელდეს, მაგრამ მიუხედავად მისი შემართებისა მას თებერვლამდე მაინც არ უნდა ველოდოთ. ჯეიმის ძალიან ენატრება ფეხბურთი და მხოლოდ მასზე, რომ იყოს დამოკიდებული მაშინვე სტადიონზე გავიდოდა, მაგრამ მისი ტრავმის აღდგენითი პროცესი დროს მოითხოვს.” “ჯეიმ უკვე დაიწყო სირბილი მას 2 კვირიანი სარეაბილიტაციო კურსი დარჩა რათა ბოლომდე დაიზღვიოს ტავი ტრავმის გამიზეზებისგან. სავარაუდოდ სპირინგი ჰოჯსონის განკარგულებაში საახალწლოდ იქნება.” View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts