planetanews Posted December 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 27, 2010 http://www.ahlynews.com/ar/images/stories/djeko.jpgლივერპული ევროპაში ერთ ერთ ყველაზე სასურველ თავსამსხმელისთვის ბრძოლაში ჩაერთო იუწყება The Telegraph. 24 წლის ბოსნიელს ტავის ამჯამინდელ კლუბთან ვოლსბურგთან კონტრაქტი 2013 წლამდე აკავშირებს და მის ამოწურვამდე სხვა გუნდში გადასვლის შემთხვევაში მსურველს 40 მილიონის გადახდა მოუწევს, ეს ფასი კი იმითაა გამოწვეული, რომ ძეკოს შეძენა მანჩესტერ სიტის სურს, ასევე სიტი მზადაა 40 მილიონს ადებაიორიც დაურთოს, რომელიც არ იწვის გერმანიაში თამაშის სურვილით. ვოლსბურგის ხელმძღვანელობა იმედოვნებდა ძეკოს შენარჩუნებას მინიმუმ ზაფხულამდე, მაგრამ ჩავარდნილი სტარტის შემდეგ ისინი შეგუებულები არიან, რომ გუნდს ლიდერი რამოდენიმე კვირაში დატოვებს. თავის მხრივ ლივერპულმაც გადაწყვიტა ძალები მოსინკოს ძეკოსთვის ბრძოლაში და ფოლცვაგენ არენის ბინადართ რაიან ბაბელი და დანიელ აგერი შესთავაზა + ჯერ ჯერობით თანხა, რომელიც არ გახმაურებულა. მიუხედავად ამისა ლივერპულს ძალიან გაუჭირდება სიტისტან ჭიდილი ალბათ ყველასთვის ნაცნობი ფინანსური მიზეზების გამო. სად ითამაშებს ედვინ ძეკო, რამოდენიმე დღეში გაირკვევა, ლივერპული კი იმედს არ კარგავს, მაგრამ ჰოჯსონს სერიოზული საფიქრალი აქვს მანჩესტერ სიტის და რობერტო მანჩინის სახით, რომელსაც ზურგს არაბი შეიხის ფულები უმაგრებს. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts