planetanews Posted December 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 27, 2010 რუსეთს პოლიტიკური დასავლეთი უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე პოლიტიკურ დასაველეთს რუსეთი,” – ამის შესახებ განცხადება, საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, დღეს შემაჯამებელ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, ეუთოში ერთ სახელმწიფოს შეუძლია სხვა ქვეყნის დაბლოკვა, მაგრამ ეს სიტუაცია დიდხანს არ გაგრძელდება. “საჭიროა მოთმინება და მუშაობა. ჩვენ, კი საბოლოოდ, მივიღებთ იმ შედეგს, რომელიც გვსურს”,- განაცხადა ვაშაძემ. დღევანდელ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრმა 2010 წელს მომხდარი მოვლენები შეაჯამა და პრიორიტეტული საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. ვაშაძის თქმით, რუსეთის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში არ შეცვლილა, ისევე, როგორც მისი ურთიერთობა სხვა მეზობელ ქვეყნებთან. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts