planetanews Posted December 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 27, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/kino-150x150.jpgპარიზის ,,გრანდკაფეში”, 1895 წლის 28 დეკემბერს, ოგიუსტ და ლუი ლიუმერებმა სინემატოგრაფის, ანუ ,,ცოცხალი ფოტოგრაფიის” სადემონსტრაციო სტაციონარი გახსნეს. სწორედ, ამ დღეს უკავშირდება კინოს დაბადება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ პირველი ფილმი 1916 წელს აჩვენეს. ეს იყო ამერიკელი რეჟიოსორი დ. გრიფიტის მუნჯური ფილმი “მოუთმენლობა.” შეიძლება ითქვას, რომ ლუმიერებს ნამდვილად გაუმართლათ. კინოს გამოგონებაზეც დიდხანს მუშაობდნენ მეცნიერები, მაგრამ ლუმიერებმა სხვა მეცნიერების გამოგონებების სრულყოფილ ვარიანტს ჩასჭიდეს ხელი და უახლოეს მომავალში შედეგსაც მიაღწიეს. მათ შექმნეს საკუთარი აპარატი ,,სინემატოგრაფი”, რაზეც 1895 წელსვე მიიღეს პატენტი. ისინი, თავდაპირველად კინემატოგრაფს მხოლოდ კომერციული მიზნებისთვის იყენებდნენ. არც კი უფიქრიათ, რომ გამოგონება ხელოვნების ახალი დარგი გახდებოდა. ილუზიონისტური თეატრის მფლობელმა, ჟ. მელიესმა თავიდანვე შეამჩნია ახალი გამოგონების დიდი პერსპექტივა და საკუთარ წარმოდგენებში ჩართო ეს ,,ტექნიკური საოცრება”. ამიტომ კინოხელოვნების ფუძემდებელთა შორის, მას ერთ-ერთ პირველს მოიხსენიებენ. ყველასათვის ცნობილია, რომ კინოხელოვნება, თავდაპირველად, უხმო იყო, მაგრამ ,,დიდმა მუნჯმა”, როგორც მას იწოდეს, სულ რათაც სამი ათეული წლის განმავლობაში, ნამდვილი სასწაული მოახდინა. აღსანიშნავია, რომ 1958 წელს დასახელებულ ყველა დროის 12 საუკეთესო ფილმს შორის, 9 მუნჯი ფილმი დაასახელეს. შეიძლება ითქვას, რომ კინოხელოვნების განვითარების ყველა ნაბიჯი ტექნიკის წინსვლასთან არის პირდაპირ კავშირში. 1914 წელს, დ. გრიფიტმა პირველად გამოიყენა ფილმში ,,ერის დაბადება” ტიტრები, რაც სიტყვების მაგივრობას წევდა. მაგრამ ტიტრი ვერ შეცვლიდა სიტყვას. ფილმში შემოსულმა სცენებმა, დიალოგებმა და ადამიანურმა ურთიერთობებმა სიტყვების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. ასე დაედო სათავე კინოს ახალ სახეობას – ხმოვან კინოს. საინტერესოა, რომ აპარატი, რომელსაც შეეძლო გადაეჭრა ხმის პრობლემა, ჯერ კიდევ 1906 წელს ი. ლოსტმა გამოიყენა, მაგრამ ვერ ხერხდებოდა ხმისა და კადრების სინქრონში გადმოცემა. 1927-1929 წლებში კი, დიდი მუნჯი” ალაპარაკდა. თავდაპირველად, კინოში ხმის გამოყენებას ბევრი ეწინააღმდეგებოდა. მოწინააღმდეგეთა შორის იყო ჩარლი ჩაპლინიც. მას სიტყვა ,,კინოს თვითმკვლელობად” მიაჩნდა. თუმცა, წინააღმდეგობების მიუხედავად, ხმოვანი ფილმი გზას იკვალავდა და დღემდე წარმატებით განაგრძობს წინსვლას. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts