Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ვაშაძე: მომავალ წელს საქართველოს დეოკუპაციის თემა პრიორიტეტული იქნება


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/vashadze-150x150.jpgსაგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ის მთავარი საკითხი, რომელზეც მუშაობა ყველას ევალება.

 

მინისტრმა შემაჯამებელ ბრიფინგზე 2010 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები შეაფასა და მომავალი წლის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

 

“საქართველოს დეოკუპაციის თემა მომავალ წელს პრიორიტეტული იქნება, თუმცა ამ მიმართულებით წელსაც დიდი ძალისხმევა იქნა გაწეული. 2010 წლის მაისში ჩავატარეთ კონსულტაციები რეგიონალურ ჯგუფებთან, ამის შემდეგ გენერალური ასამბლეის ფარგლებში ჩავატარეთ 80-მდე შეხვედრა, პირადად მე შევხვდი 60 კოლეგას და ეს ყველაფერი ძალიან კარგი მოსამზადებელი სამუშაო იყო გაეროს 64-ე სესიისთვის, რომელზედაც კიდევ ერთხელ იქნა მიღებული იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ რეზოლუცია”,- განაცხადა ვაშაძემ.

 

მისი თქმით, აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა ევროსაბჭოშიც, რომელმაც წლის განმავლობაში საქართველოს საკითხზე 6 ანგარიში მოამზადა.

 

“მიუხედავად რუსეთის მცდელობისა შეეწყვიტა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოხსენებით გამოსვლის პრაქტიკა, გენმდივანმა ორი მოხსენება წარმოადგინა და ორივე მათგანში საქართველოს თემატიკამ დაიკავა ის ადგილი, რომელიც უნდა დაეკავებინა. 6 ანგარიში მოამზადდა ევროპის საბჭოში შესაბამისმა ქვედანაყოფებმა და ყველა მათგანი პოზიტიურია. ისინი საკმაოდ კარგად ასახავს ჩვენთვის საჭირბოროტო თემატიკას”,- განაცხადა ვაშაძემ.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...