Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ეკა ბესელია ნონა გაფრინდაშვილს სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრობის შეჩერების მოთხოვნით მიმართავს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/beselia55-150x150.jpgეკა ბესელია “სახალხო კრების” თავჯდომარეს, ნონა გაფრინდაშვილს, აღმასრულებელი საბჭოს წევრობის შეჩერების მოთხოვნით მიმართავს.

 

წერილში აღნიშნულია, რომ გაზეთ “ასავალ-დასავალში” გამოქვეყნებული ბადრი ბიწაძის ინტერვიუს შემდეგ, სერიოზული საფრთხის ქვეშ დგას სახალხო კრების იდეა. არსებობს საშიშროება, რომ აღმასრულებელი საბჭო იქცეს მხარედ ოპოზიციურ ფლანგზე გამართული დებატებისა და დაპირისპირებების პროცესში.

 

“მე ვრჩები სახალხო კრების იდეისა და 25 ნოემბრის სახალხო კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ერთგული და მხარდამჭერი, მაგრამ შექმნილი ვითარების გამო, იძულებული ვარ შევიჩერო აღმასრულებელი საბჭოს წევრობა ვიდრე არ გაირკვევა ყველა ის გარემოება, რომელიც დაიბეჭდა გაზეთ ,,ასავალ-დასავალში” გამოქვეყნებული ბადრი ბიწაძის ინტერვიუს სახით,” – აცხადებს ბესელია.

 

მისი თქმით, ამ საფრთხეს აძლიერებს ხსენებულ ინტერვიუში მონათხრობი ფაქტები, რომელიც ეხება სახალხო კრების ერთობაში “ქართული პარტიის” შემოსვლას და ფულთან დაკავშირებულ გარემოებებს. ეს უმძიმესი ფაქტებია, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს საზოგადოების ეჭვებს სახალხო კრების ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესებთან იდენტობის თაობაზე.

 

“სამწუხაროდ, არ იქნა გაზიარებული 24 დეკემბერს ჩემი წინადადება, რომ ამ საკითხის საბოლოო გარკვევამდე, პოლიტიკურ სუბიექტებს მოეხდინათ კრების აღმასრულებელი საბჭოსაგან დროებით დისტანცირება და ამ ფორმით გადაგვერჩინა სახალხო კრების იდეა. ამ პოლიტიკურ დებატებში ჩართვა და სახალხო კრების გაიგივება რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტთან, მით უფრო ოპოზიციურ დაპირისპირებაში მყოფ ერთ მხარესთან, ხალხისთვის კრებისადმი უნდობლობის განმაპირობებელი იქნება,”- ნათქვამია ბესელიას მიმართვაში.

 

მისივე განცხადებით, შინაგანი რწმენა, რომ ამ საკითხის ამოწურვამდე, საზოგადოებისთვის ყველა კითხვაზე პასუხის გაცემამდე, შეიჩეროს აღმასრულებელი საბჭოს წევრობა.

 

შეგახსენებთ რომ, “ასავალ-დასავალისთვის” მიცემულ ინტერვიუში ბადრი ბიწაძემ ლევან გაჩეჩილაძისა და ხელისუფლების გარიგებებზე ისაუბრა, რამაც პოლიტიკური ვნებეთაღელვა და დაპირისპირება გამოიწვია.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...