planetanews Posted December 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/12/114d7779f4c106b1ad7cda985dbe0031-300x200.jpgარ შეიძლება საზოგადოება ლევან გაჩეჩილაძეს და “ქართულ პარტიას” ენდოს , – ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს, გადაცემა “აქცენტებში” განაცხადა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციასა და მიხეილ სააკაშვილს შორის გამართულ შეხვედრაზე ლევან გაჩეჩილაძემ საუბარი საადგილმამულო ბანკით დაიწყო. “შეხვედრაზე ლევან გაჩეჩილაძემ საუბარი დაიწყო მისი ოცნების – საადგილმამულო ბანკის შესახებ. ამის მოსმენისას დავით უსუფაშვილი ლამის სკამიდან გადმოვარდა”, – აღნიშნა ბურჯანაძემ. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი მაშინვე დაინტერესდა, რა თანხა იყო საჭირო საადგილმამულო ბანკისთვის. “გაჩეჩილაძემ უპასუხა 10-12 მილიონიო. სააკაშვილმა აქ შეწყვიტა ამ თემაზე საუბარი, რადგან დაინახა ჩემი და უსუფაშვილის გაოგნებული სახეები”, – განაცხადა ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ლევან გაჩეჩილაძეს აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ შეხვედრა მეორე დღეს შესთავაზა. როგორც “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი აცხადებს, მიხეილ სააკაშვილსა და ლევან გაჩეჩილაძეს შორის მეორე დღეს შეხვედრა ნამდვილად შედგა. მისივე ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ სააკაშვილმა ბურჯანაძეს დაურეკა და მის დამშვიდებას შეეცადა. ბურჯანაძე ვერ აკონკრეტებს, გაჩეჩილაძემ აიღო თუ არა ფული ხელისუფლებისგან, თუმცა აღნიშნავს, რომ სააკაშვილისა და მერაბიშვილის მტკიცებით ლევან გაჩეჩილაძეს მათ თანხის ნახევარი გადასცეს. “ამ შეხვედრამდე სააკაშვილი იყო ძალიან შეშინებული, შეხვედრის შემდეგ კი ის აბსოლუტურად მშვიდი იყო. სააკაშვილმა ხელისუფლება შეინარჩუნა ოპოზიციასთან გარიგებით და ახლაც ინარჩუნებს იმით, რომ პოულობს გარკვეულ დასაყრდენს ოპოზიციაში”, – მიაჩნია ბურჯანაძეს. ნინო ბურჯანაძე ირწმუნება, რომ მიხეილ სააკაშვილისა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არსებობს. “მერაბიშვილსა და სააკაშვილს ეს ფირები ნამდვილად აქვთ”, – აღნიშნა “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა. ინტერპრესნიუსი Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts