planetanews Posted December 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 27, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/12/borjomi-300x230.jpgრუსეთის “პირველმა არხმა” 26 დეკემბერს ქართული მინერალური წყლის “ბორჯომის” რეკლამა გაუშვა. ამის შესახებ სააგენტო “რეგნუმი” იუწყება.რუსეთში აკრძალული “ბორჯომის” რეკლამა პოპულარული კონკურსის “Лед и Пламень” ტრანსლაციის დროს, სარეკლამო ბლოკში გავიდა. სარეკლამო რგოლს შემდეგი ტექსტი ახლდა: “არ გსურთ, დღესასწაული თავის ტკივილად გექცეთ? სასარგებლო მინერალების შემცველი უნიკალური წყალი ქართული მთების სიღრმეებიდან სიმსუბუქესა და თავისუფლებას მოგანიჭებთ. “ბორჯომი” – დღის სპონსორი ახალი წლის შემდეგ”. ”ინტერპრესნიუსი” ვითარების გასარკვევად კომპანია ”IDS ბორჯომი საქართველოს” წარმომადგენელს ნიცა ჩოლოყაშვილს დაუკავშირდა. ჩოლოყაშვილის ინფორმაციით, “ბორჯომის” რეკლამა “პირველ არხზე” მართლა გადის, ოღონდ მხოლოდ შუა აზიის ქვეყნებისთვისაა განკუთვნილი და მას რუსეთში ვერ ნახავენ. ”ბორჯომის პროდუქციის რეკლამა ჩვენმა ყაზახმა დისტრიბუტორმა დაუკვეთა და ის მხოლოდ შუა აზიის ქვეყნებში, მათ შორის ყაზახეთში ”პირველ არხზე” სარეკლამო ჩაჭრით ხდება. ასე რომ, რუსეთში ბორჯომის რეკლამას მაყურებელი ვერანაირად ვერ ნახავს”,-განაცხადა ნიცა ჩოლოყაშვილმა. ”როსპოტრებნადზორმა” რუსეთში “ბორჯომის” შეტანა 2006 წელს აკრძალა. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts