planetanews Posted December 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 27, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/burjanadze.jpg“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე “ქართულ პარტიასთან” დაპირისპირებაში ირაკლი ოქრუაშვილს და ეროსი კიწმარიშვილს ადანაშაულებს . ”ეს დაიწყო ირაკლი ოქრუაშვილმა და ეროსი კიწმარიშვილმა და ჩაიხვიეს მთელი პარტია ამაში. როცა დავრწმუნდით, რომ ისინი ხელისუფლების წისქვილზე ასხამდნენ წყალს და გაჩნდა ეჭვები, კიდევ ხომ არ მიდიან ხელისულებასთან გარიგებაზე, იძულებულები გავხდით, გვეთქვა ის, რაც ვიცოდით”, – განუცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს საზოგადოებრივ მაუწყებელში, გადაცემა “აქცენტების” დასრულების შემდეგ. მისი თქმით, ოპოზიციური ერთობა უნდა შედგეს იმ პოლიტიკოსებისგან, ვინც საკუთარ ხალხს შუა გზაში არ მიატოვებს და პრეზიდენტთან არ გაიქცევა ოცნებებზე სალაპარაკოდ. ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა გუშინ, გადაცემა “აქცენტებში”, პირველად ისაუბრა იმ სკანდალურ ფაქტებზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია გაზეთ “ასავალ-დასავალს” მისმა მეუღლემ, ბადრი ბიწაძემ მიაწოდა. ბურჯანძის განცხადებით, სააკაშვილმა ხელისუფლება ოპოზიციასთან გარიგებით შეინარჩუნა და ახლაც იმით ინარჩუნებს, რომ გარკვეულ დასაყრდენს პოულობს ოპოზიციაში. ინტერპრესნიუსი Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts