Jump to content
Planeta.Ge

gtn.ge- გაჩეჩილაძემ სააკაშვილს დიდი ხნის ოცნების – საადგილმამულო ბანკის გახსნის ოცნების ასრულება სთხოვა


Recommended Posts

http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/04/201002244103-300x248.jpgლევან გაჩეჩილაძემ მიხეილ სააკაშვილს დიდი ხნის ოცნების – საადგილმამულო ბანკის გახსნის ოცნების ასრულება სთხოვა. ოცნება, რომელიც სააკაშვილის და მისი რეჟიმის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსული ასიათასობით ქართველის ემოციის და მუხტის გამოყენებით ხდებოდა, 10-12 მილიონი ღირდა. ოპოზიციის მაშინდელი ლიდერის ახდენილი თუ აუხდენელი ოცნების შესახებ დღეს პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირდაპირ ეთერში განაცახადა.

“გაჩეჩილაძე-სააკაშვილის შეხვედრას ვესწრებოდით მე და დავით უსუფაშვილი. საუბარი ლევან გაჩეჩილაძის მხრიდან სწორედ საადგილმამულო ბანკის გახსნით დაიწყო, რაც იმდენად მოულოდნელი იყო, რომ მე და დავით უსუფაშვილი გაოგნებულები დავრჩით. სააკაშვილმა სასწრაფოდ თანხის დასახელება მოითხოვა. რამდენია საჭირო – 15 მილიონი? – იკითხა სააკაშვილმა. არა, 10-12 მილიონი ეყოფა _ უპასუხა ლევან გაჩიჩილაძემ. სააკაშვილმა ამ თემაზე დეტალური საუბრისთვის გაჩეჩილაძეს მეორე დღეს პირისპირ შეხვედრა შესთავაზა და რამდენადაც ვიცი, ეს შეხვედრა შედგა”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ გადაცემა “აქცენტების” პირდაპირ ეთერში.

მისივე მტკიცებით, ლევან გაჩეჩილაძესთან შეხვედრების შემდეგ ისტერიკაში ჩავარდნილი სააკაშვილი დაწყნარდა და დარწმუნებული იყო, რომ ხალხის აგრესიის შეჩერებას შეძლებდა.

 

როგორც ცნობილია,  2 კვირის წინ, გაზეთ “ასავალ-დასავალში” სკანდალური ინფორმაცია დაიბეჭდა, რომელიც სააკაშვილისა და გაჩეჩილაძის საიდუმლო შეხვედრას და ხალხის სახელით პოლიტიკურ ვაჭრობას უკავშირდებოდა.

 

პირWელი

 

Share

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...