planetanews Posted December 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 23, 2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიობთა დასს და რეჟისორ სოსო ნემსაძეს, რომელიც კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის პროფესორია, პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერის“ სცენაზე გადმოსატანად 2 კვირა დასჭირდა. როგორც ნემსაძემ აღნიშნა, რეპეტიციები საგრძნობლად დააჩქარა ზუგდიდელი მსახიობების პროფესიონალიზმმა. გაზიარება[ილია ჩაჩიბაია. 23:53 23-12-2010]http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TROoG8Q4lqI/AAAAAAAAEUU/nMcrEN2eFZY/s200/yvaryvare.gifწარმოდგენას, რაიონის პოლიტიკური და კულტურული ელიტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მაყურებელთა უმეტესმა ნაწილმა „ღია ბოქლომს“ უთხრა, რომ სპექტაკლი ერთ–ერთი საუკეთესო იყო, რომელიც თეატრში ახალი მმართველის მაია კალანდიას მოსვლის შემდეგ დაიდგა.მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან კონჯარიამ კი გაგვიმხილა, რომ კულტურულ დაწესებულებას მალე მთავარი პრობლემა მოეხსნება და საუკუნე–ნახევრის თეატრს საკუთარი რეჟისორი ეყოლება. ვისაც „ყვარყვარე თუთაბერი“ წაუკითხავს ახსოვს, რომ პიესის დასაწყისში ყვარყვარე ერთი უწყინარი მეოცნებეა, იგი ცეცხლის პირასაა მიმჯდარი და ნაცარში მომავლის გეგმებს “ქარგავს”, ხან მთაში გვირაბი გაჰყავს, ხან საცოლისათვის სასახლეებს, ბაღებსა და მარმარილოს კიბეებს აშენებს. მაგრამ თანდათან ვხვდებით, რომ მისი ზნეობა მისსავე ბედისწერადაა გადაქცეული. ბავშვობიდანვე მატყუარასა და უქნარას ხალხმა ნაცარქექია შეარქვა. მოგვიანებით მამამისმა წყვიწყვიმ მუქთახორა შვილს ცოლი არ მოაყვანინა და კეტით გააგდო საშოვარზე. ყვარყვარემ ერთხელ იჯარით ხიდის აშენებაც სცადა, მაგრამ უნებისყოფობისა და უცოდინარობის გამო საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა. მას შემდეგ უსაქმურად დაეხეტებოდა დაბა-სოფლებში, სანამ ერთი მეწისქვილე სამადლოდ შეიფარებდა და ლუკმას გაუყოფდა, მაგრამ ნაცარქექიამ ჭკუა მაინც ვერ ისწავლა, ვერც ტყუილის თქმას გადაეჩვია და ვერც სიზარმაცე დათრგუნა, ზის ბუხრის პირას და კლდეში გვირაბის გაყვანაზე ოცნებობს, თუმცა პატარა ხიდის გაკეთება ჭირივით ეზარება. მინავლულ ცეცხლთან ჯირკი ვერ მიუგორებია და წისქვილის დანგრევით იმუქრება. ერთთავად ხალხისათვის თავდადებას იქადნის, მასსავით გუდამშიერ თანასოფლელებს, კაკუტასა და ქუჩარას კი უკანასკნელ ნაქურდალს ართმევს, ანუ, როგორც გოეთეს მეფისტოფელი იტყოდა, “სიკეთე სურს და ბოროტება გამოსდის”; ეს კიდევ რაა, უსახლკარო და უპოვარი დაუპატიჟებელი სტუმარი მასპინძლის კარში გაგდებას ლამობს. უნდა ითქვას, რომ ყვარყვარე არც ღონითა და სიმამაცით გამოირჩევა, ეს იმ სცენიდან ჩანს, სადაც ბოლშევიკ სევასტის მოკვლით ემუქრება, მაგრამ როგორც კი მისგან წინააღმდეგობას შეხვდება, შეშინებული ფქვილიანი ტომრების უკან დაიმალება. საინტერესო ისაა, რომ თვითგადარჩენის ძლიერი ინსტიქტი ადამიანისაგან კომპენსაციის მიზნით, რომელიმე ერთი თვისების განსაკუთრებულ განვითარებასა და გააქტიურებას მოითხოვს, ამიტომ ყვარყვარეს თავის გატანის ერთადერთ და უძლეველ საშუალებად ენაჭრელობა და ტყუილის თქმა ამოურჩევია. ცრუპენტელობა ის ნიჭია, რომლითაც იგი სხვებს აღემატება და რომელსაც საგანძურივით უყურებს: “მე ყვარყვარე თუთაბერს ენით შენ შემომიარ?”. მისთვის ენა საკმარისი დასაყრდენია, რომ ყოველი საქმე ეშმაკურად მოაგვაროს, ბრიყვს თვალები აუხვიოს, სუსტი დააშინოს, ძლიერთან კი თავი მოისაწყლოს.ნაცარქექიას ორპირობასა და ფარისევლობას განსაკუთრებით ის ფაქტი უადვილებს, რომ ზნეობა მისთვის ზედმეტი ტვირთია. საერთოდ, ასეთი ადამიანების გამარჯვებისა და წარმატების ნამდვილი საიდუმლო უპრინციპობასა და უზნეობაშია, ამიტომ ცხოვრებისეული ფილოსოფიაც შესაბამისი აქვთ:“ეს ვერ გამიგია ზოგიერთი კაცი სირცხვილით მიწაში რომ ჩაძვრება, სირცხვილს რომ სჭამ კაცი, თუ ვარგიხარ, მაშინ თავი უფრო მაღლა უნდა ასწიო”.და კიდევ ერთი ციტატა:“კაცს კბილი უნდა გაუსინჯო, თუ ირყევა, მოთხარე; თუ მაგრადაა, გაქცევა მოასწარი, რომ არ გაგქელოს”.ამგვარი ეპიზოდებიდან თანდათან იკვეთება ყვარყვარეს სულიერი სიღარიბის პორტრეტი და მისი ხასიათის ძირითადი თვისებები; იგი უნიადაგო მეოცნებეობის, სიზარმაცის, ბაქიაობის, უმადურობის, ლაჩრობისა და გაიძვერობის განსახიერებაა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ქვეყნის ისტორიაში დგება დრო, როდესაც ასეთი „გმირები“ მხსნელისა და წინამძღოლის მანტიებს ირგებენ. ჟურნალ „ღია ბოქლომის“ მიერ დასმულ შეკითხვას, ასახავს თუ არა პიესის შინაარსი თანამედროვე საქართველოს დღევანდელობას, სპექტაკლის რეჟისორმა სოსო ნემსაძემ მრავალმნიშვნელოვნად გვიპასუხა და თქვა რომ „ყვარყვარე თუთაბერის“ არსი ყველა დროის საზოგადოებაში აქტუალურად დარჩება.ყვარყვარე საბოლოოდ ერთი გაუბედურებული დედაკაცის მსხვერპლი ხდება, რომელსაც ახალი გუბერნატორის რეჟიმმა ქმარი დაუტუსაღა.ქალის როლის შესანიშნავად შესრულებისთვის მაყურებლისგან ოვაცია დაიმსახურა ახალგაზრდა მსახიობმა ზალინა გერგაულოვამ. სწორედ ამ როლს, 24 დეკემბერს იგივე წარმოდგენაზე, აგრეთვე ახალგაზრდა მსახიობი თიკო შელეგია შეასრულებს... ზუგდიდის თატრი კიდევ ერთი პრემიერისთვის ემზადება. 27 დეკემბერს, მსახიობები, მაყურებელს საახალწო ჩვენებაზე იწვევენ. მიუზიკლში „ქართველი წითელქუდა ამერიკაში“ ახალი სახეები მაყურებლის გულის მოგებას შეეცდებიან. წარმოდგენას დამწყები რეჟისორი გიორგი ფოჩხუა დგამს. მონაწილეობენ: ანანო სურმავა, თიკო შელეგია, ლანა ფიფია, ზალინა გერგაულოვა, მარინა დარასელია, ნანა ბუკია, გოგი გუგუჩია, ირაკლი სამუშია, ზური ლაშხია, მერაბ კაკალია და ლაშა ხიზანიშვილი.http://4.bp.blogspot.com/_HuMu3f0Na_I/TRO4_K1GPhI/AAAAAAAAAMc/_PyYoQivpyY/s400/165325_185949431415791_100000022062491_659763_7526536_n.jpghttp://1.bp.blogspot.com/_HuMu3f0Na_I/TRO4-z-kg0I/AAAAAAAAAMU/I4uOkanijQs/s400/165325_185949428082458_100000022062491_659762_3401986_n.jpghttp://4.bp.blogspot.com/_HuMu3f0Na_I/TRO4483rIuI/AAAAAAAAAMM/xE2W3v-szME/s400/165227_185979591412775_100000022062491_659880_7026944_n.jpghttp://4.bp.blogspot.com/_HuMu3f0Na_I/TRO44xAzMXI/AAAAAAAAAME/qtZ9zL_RSi0/s400/165227_185979584746109_100000022062491_659878_3440861_n.jpghttp://2.bp.blogspot.com/_HuMu3f0Na_I/TRO440cp25I/AAAAAAAAAL8/Uj3X9cYa0hg/s400/165177_185948268082574_100000022062491_659747_2892834_n.jpghttp://2.bp.blogspot.com/_HuMu3f0Na_I/TRO44G0k8pI/AAAAAAAAAL0/cyZzsUd-hqk/s400/164507_185978014746266_100000022062491_659857_5616793_n.jpghttp://1.bp.blogspot.com/_HuMu3f0Na_I/TRO434iwGuI/AAAAAAAAALs/HlTLEhQyhtc/s400/63485_185977218079679_100000022062491_659850_3345186_n.jpghttp://3.bp.blogspot.com/_HuMu3f0Na_I/TRO4p-MGN7I/AAAAAAAAALk/r7C8sYodg2A/s400/63485_185977211413013_100000022062491_659848_305729_n.jpghttp://4.bp.blogspot.com/_HuMu3f0Na_I/TRO4piB0rwI/AAAAAAAAALc/T2YXTmvxE_c/s400/36275_185948791415855_100000022062491_659761_1655168_n.jpghttp://1.bp.blogspot.com/_HuMu3f0Na_I/TRO4pXkKmmI/AAAAAAAAALU/zuIXtPkbd_g/s400/36275_185948788082522_100000022062491_659760_5917878_n.jpghttp://1.bp.blogspot.com/_HuMu3f0Na_I/TRO4pNfXlSI/AAAAAAAAALM/z7y9tJUFBVE/s400/36275_185948778082523_100000022062491_659757_1589595_n.jpghttp://4.bp.blogspot.com/_HuMu3f0Na_I/TRO4o8D3tNI/AAAAAAAAALE/JqhchMv87ao/s400/34823_185948428082558_100000022062491_659750_4252056_n.jpghttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts