Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ბლექპული V ლივერპული


Recommended Posts

http://www.bet365.com/News/GlobalImages/News/bet365/Article-Large-496x286/Football/101202-generic-snow-496x286.jpg

 

პრემიერლიგის 19-ე ტურში წითლები “ბლუმფილდ როუდ”-ზე ბლექპულს ხვდებიან…

 

მიმდინარე სეზონის პირველი წრე ასე თუ ისე ფორმალურად დასრულდა, და მერსესაიდელები უკვე მეორე მატჩს ატარებენ ბლექპულთან. პირველი სამარცხვინოდ დასრულდა ენფილდზე, ანგარიშით 1-2 ლივერპული დამარცხდა და პრემიერლიგის ცხრილში ფსკერზე დაეშვა. სწორედ ბლექპულთან მატჩის შემდეგ გახდა აშკარა წითლების კრიზისი და 57 წლის მანძილზე ყველაზე ცუდი შედეგი სეზონის დასაწყისში.  აღსანიშნავია ისიც, რომ ზუსტად 56 წელია ლივერპულს არ წაუგია ბლექპულთან გასვლაზე. საინტერესოა, შეძლებს ჰოჯსონის გუნდი ამ კარგი ტრადიციის დარღვევასაც?!…

 

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, პრემიერლიგაში მერსესაიდულ გრანდს და აუთსაიდერს თანაბარი სტატისტიკა აქვთ ურთიერთ შეხვედრებში. მათი დაპირისპირება 4-ჯერ ფრედ დასრულდა. 8 მატჩი წითლებმა მოიგეს, რვა კი “მანდარინებმა” (სწორედ ასე ეძახიან ყვითელმაისურიან ბლექპულს)

 

თუ ლივერპული ბლექპულთან გასვლაზეც დამარცხდება, მაშინ ყვითლები “პრემიერლიგურ დუბლს” შეასრულებენ, რადგან ერთ სეზონში ორჯერ მოუგებენ მერსესაიდელებს. ეს ერთადერთხელ, შორეულ 1946-47 წლების სეზონში მოხდა, თუმცა იმ წელს ლივერპულმა ჩემპიონობა იზეიმა, ასე რომ დღევანდელი მატჩის წაგება შეიძლება იღბალის მომტანიც კი იყოს…

 

თუმცა რასაკვირველია ლივერპულს მხოლოდ გამარჯვება სჭირდება. ცხრილში წითლები მოწინააღმდეგესთან 22-22 ქულით იყოფენ ადგილს და მხოლოდ გატანილი და გაშვებული გოლების სხვაობით არიან წინ. ამავდროულად ბლექპულს ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა მათ “გამოტოვებული” თამაში მანჩესტერთან აქვთ და ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდი აუთსაიდერს არაფერს დაუთმობს.

 

მომავალი მატჩი მნიშვნელოვანია პეპე რეინასთვის, რომელიც ლივერპულის მაისურით 200-ე მატჩს ჩაატარებს პრემიერლგიაში…

 

ტრამვირებული ფეხბურთელები:

 

ბლექპულს დისკვალიფიკაციის გამო კაპიტანი ჩარლი ადამი დააკლდებათ, ტრამვების გამო კი ალმონდი, ბაფტისტა, კლარკი, გილკსი, მარტინი, ბაშამი, ჰერვუდი, სილვესტრი და რაჩუბკა არ ეყოლებათ…

 

ლივერპულს კი პირიქით, დაუბრუნდა კაპიტანი და დანიელ აგერი. ტრამვირებულთა სიაში მხოლოდ კარაგერი და სპირინგი არიან…

 

მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე უნდა დაიწყოს. თუმცა კლუბის ოფიციალური განცხადებით ჯერ საბოლოოდ არაა გადაწყვეტილი ჩატარდება თუ გადაიდება შეხვედრა. დღეს შუადღით სპეციალური კომისია პრემიერლიგის ყველა მატჩის ჩასატარებელ მოედანს და მის მდგომარეობას შეამოწმებს, რის შემდეგაც გადაწყდება მატჩის ბედი. ყველა ოფიციალურ განცხადებას მატჩთან დაავშირებით გამოქვეყნებისთანავე გაცნობებთ.

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...