Jump to content
Planeta.Ge

gtn.ge- ქარტიის საბჭო, ჟურნალისტ ჯაბა ხუბუას წინააღმდეგ შეტანილ საჩივარს არ განიხილავს


Recommended Posts

http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/12/xubua-jaba44-293x300.jpgქარტიის საბჭო, ჟურნალისტ ჯაბა ხუბუას წინააღმდეგ შეტანილ საჩივარს არ განიხილავს. ამის შესახებ განცხადება, ქარტიის საბჭოს ბლოგზე გამოქვეყნდა.

 

“2010 წლის 15 დეკემბერს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა „ქართული პარტიის“ პრესსამსახურის უფროსმა ნინო ძაგნიძემ, ჟურნალისტ ჯაბა ხუბუას (გაზეთი „ასავალ – დასავალი“) მიმართ საქმისწარმოების დაწყების შესახებ. ნინო ძაგნიძე თვლის, რომ ჟურნალისტმა ჯაბა ხუბუამ, რომელმაც „ასავალ-დასავალის“ 2010 წლის 13-19 დეკემბრის #846–ში გამოაქვეყნა სტატია: „ვაჭრობა ქვეყნით და ხალხით“, დაარღვია ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი.

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ ქარტიის საბჭოს საქმისწარმოების წესის მე–6 მუხლის მე–4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არ ცნო დასაშვებად ნინო ძაგნიძის განცხადების განხილვა, ვინაიდან ჯაბა ხუბუა არ არის საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრი.

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს შემუშავებული და გამოქვეყნებული აქვს პროექტი, რომელიც ქარტიის საქმისწარმოების წესში ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას. ვინაიდან ქარტიის ყრილობა უნდა გაიმართოს უახლოეს ერთ თვეში, საბჭო მიიჩნევს, რომ არ დაუშვას პრეცედენტი და არ დააფიქსიროს თავისი პოზიცია ქარტიის არაწევრი ჟურნალისტის მიმართ შემოსულ საჩივართან დაკავშირებით, საქმის რეზონანსულობის მიუხედავად.

 

უახლოეს მომავალში ეთიკის ქარტიის ყრილობის მიერ ამ ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, ქარტიის საბჭო უფლებამოსილი იქნებაწარმოებაში მიიღოს ქარტიის არაწევრთან დაკავშირებული განცხადებაც”, – ნათქვამია სარტიის საბჭოს მიერ გავრცებულ განცხადებაში.

 

ორიგინალი

 

Share

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...