Jump to content
Planeta.Ge

"დაქვემდებარების თეორია"


Recommended Posts

დაქვემდებარების თეორიის მიმდევრები ამტკიცებენ, რომ მსოფლიო დაყოფილია სამ ძირითად კლასად: ინდუსტრიალური ბირთვი, ნახევრადპერიფერია და პერიფერია. პერიფერიული ქვეყნები ბაზრით, კაპიტალით და ტექნოლოგიით დაქვემდებარებულნი არიან ინდუსტრიულ ბირთვზე. ინდუსტრიულ ქვეყნების ინტერესებს წარმოადგენს ამ დაქვემდებარების სამუდამოდ შენარჩუნება.

 

დაქვემდებარების სისტემა მსოფლიო უთანასწორობის მუდმივ შენარჩუნებას რამდენიმე გზით უზრუნველყოფს. ჯერ ერთი, ბირთვის სახელმწიფოები აწარმოებენ ძვირადღირებულ საქონელს, ხოლო პერიფერიებიის ქვეყნები მათ იაფ ნედლეულს აწვდიან. ფასების მანიპპულირება წამყვან ეკონომიკურ ძალების ხელშია - შედეგად, ვაჭრობის პირობები ბითვი სახელმწიფოებისთვის უფრო ხელსაყრელია. მოხმარების საგნები ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი (მოგება) ძალზე მგრძნობიარეა ფასების რყევის მიმართ, რაც ექსპორტიორი ქვეყნების კონტროლს არ ექვემდებარება. მაგრამ განვითარებადი ქვეყნები იძულებულნი არიან გააგრძელონ იმპორტი და იმპორტისთვის გადაიხადონ კონვერტირებული ვალუტა (როგორიცაა დოლარი). ხშირად ეს ქვეყნები იძულებულნი არიან ფული უცხოეთში ისესხონ, არჩევანი არ აქვთ და იხდიან იმ საპროცენტო განაკვეთს, რომელსაც საერთაშორისო ფინანსისტები ბირთვის ქვეყნებში მოითხოვენ.

რატომ მდიდრდება ელიტა, ესეთი სწრაფი ტემპებით, როცა ქვეყნის ეკონომიკა ინგრევა?

 

დაქვემდებარების თეორიის მიმდევართა თანახმად, მთელი ამ სისტემის განსაკუთრებით უსამართლო ასპექტი ბირთვი სახელმწიფოების კაპიტალისტთა და პერიფერიულ ქვეყნების ელიტას შორის არსებული შეთანხმებაა. ელიტა დიდ მოგებას ნახულობს ამ შეთანხმებით, მაგრამ გარიგება ორმხრივად მომგებიანია: ბირთვი სახელმწიფოები ეხმარებიან მთავრობის ძალაუფლების (ხშირად დიქტატურის) შენარჩუნებაში, ისინი კი, თავის მხრივ, ინარჩუნებენ წესრიგს და სტაბილურობას, თანაც შიდა ბაზარს უხსნის საერთაშორისო ბიზნესს (ჩვენ შემთხვევაში რუსეთს) სამხედრო და ეკონომიკური დახმარების სუბსიდიები, თუკი ამ კუთხით შევხედავთ, ქრთამია, რომლებსაც დონორი ქვეყნებისთვის უფრო დიდი დივიდენდები მოაქვს, ვიდრე მიმღებ ქვეყნებისთვის, ნაწილობრივ იმის გამოც, რომ კორუმპირებული მმართველები თანხების დიდ ნაწილს ითვისებენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატომ მდიდრდება ელიტა, ესეთი სწრაფი ტემპებით, როცა ქვეყნის ეკონომიკა ინგრევა?

მაგათ დედა რომ მოვდღან, იმიტომ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საინტერესოა, მაგრამ ლინკები რომ დაყარო, არა?

ყველა ლინკი მარქსისკენ მიდის მაგის

დედა რომ მოვდღან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაქვემდებარება

საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში გლობალიზმის პარადიგმის ერთ–ერთი თეორია, რომელიც განვითარებადი ქვეყნების ჩამორჩენის მიზეზებს განვითარებული ქვეყნების მხრიდან დომინირებაში ეძიებს. ტერმინი დ. საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის კვლევის სფეროს განეკუთვნება. ამ თეორიის კვლევის მთავარ საგანს მდიდარ ჩრდილოეთსა და შედარებით ჩამორჩენილ სამხრეთს შორის ძალაუფლების ასიმეტრია წარმოადგენს. დ–ის პარადიგმამ განსაკუთრებული გავლენა ლათინური ამერიკის მკვლევრებს შორის XX ს–ის 60–იანი წლებიდან მოიპოვა, როდესაც ისინი ამერიკის ორივე კონტინენტის სახელმწიფოების შორის ძალაუფლებისა და დ–ის საკითხებით დაინტერესდნენ. დ–ის თეორია უარყოფდა ლიბერალიზმის ძირითად პრინციპებს და ახალი საერთაშორისო ეკონომიკური წესრიგის (NIEO – New International Economic Order) თეორიულ საფუძველს ქმნიდა XX ს–ის 70–იანი წლების განმავლობაში.

 

http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=3584

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

რისი ლინკები უნდა დამედო?

 

დაქვემდებარების თეორიაო, აბა?

 

Saturn

ყველა ლინკი მარქსისკენ მიდის მაგის

 

მერე რა, მარქსი რულამს :P

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ ბავშვს თუ არ აუკრძალავთ ასეთი თემების გახსნას დაიტნჯება და ჩვენც დაგვტანჯავს :givi:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

დაქვემდებარების თეორიაო, აბა?

სიმართლე გითხრა მე ეხლა თომას მაბშტადტის წიგნი მაქვს და იქ ამოვიკითხე.. :)

 

ლინკენი არ მიძებნია..

 

მერე რა, მარქსი რულამს :P

კანეშნა :pupuza:

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...