Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ჰოჯსონმა კოული და ტორესი გაამხნევა


Recommended Posts

http://i022.radikal.ru/1012/f0/4c9fe0de2c0a.jpg

 

ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა გამოფხიზლებისკენ მოუწოდა იმ ორ ვარსკვლავს, რომელთაგანაც ფანები ყველაზე მეტს ელიან, მაგრამ ყველაზე ნაკლებს ღებულობენ სამაგიეროდ…

 

კლუბის ახალწვეულმა, ლონდონიდან ჩრდილოეთით გადმობარგებულმა ჯო კოულმა სეზონი ცუდად დაიწყო, შემდეგ ადაპტაციის პროცესს ტრამვაც დაემატა და დღეს იგი ძირითადში ვეღარ ხვდება, არადა პირველი პუნქტი მის პირად კონტრაქტში, სწორედ რეგულარულად ძირითადში თამაში იყო…

 

“ჯომ უნდა გააცნობიეროს ის ფაქტი, რომ იგი ენფილდზე ჩელსიში საკმაოდ წარუმატებელი სეზონის შემდეგ გადმოვიდა და იმედი ჰქონდა რომ მერსესაიდს შტურმით აიღებდა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა…” – განაცხადა როი ჰოჯსონმა – “მან უნდა შეძლოს და თავი იმ პოზიციაზე დაიმკვიდროს, სადაც ეს გუნდს დაჭირდება. თუ იგი მეტყვის რომ ეს მისთვის იდეალური სათამაშო რგოლი არაა, მაშინ ისმის კითხვა, რომელი პოზიციაა მისთვის საუკეთესო, ასეთი კი თავდამსხმელის უკან თამაშია, სადაც ლივერპულს სტივენ ჯერარდი ყავს და ამის გამო ჯოს შანსები ძირითადში მოხვედრისა საკმაოდ მცირდება…”

 

“გარდა ჯერარდისა, ამ პოზიციაზე მეირლეშსაც შეუძლია თამაში. ამავდროულად ბოლო პერიოდში ხშირად ორი თავდამსხმელით ვთამაშობთ და ამ როლის ფეხბურთელი საერთოდ არ არის განლაგებაში. ასე რომ ჯომ აუცილებლად უნდა შეძლოს სხვადასხვა პოზიციებზე თავის წარმოჩენა ზუსტად ისე, როგორც ამას ჩელსიში და ინგლისის ნაკრებში აკეთებდა…”

 

ლივერპულის ინგლისელი ბოსი შედარებით ლოიალური აღმოჩნდა ფერნანდო ტორესის მიმართ. თUმცა გუნდის შეტევის სისუსტეებზეც ისაუბრა…

 

“ლივერპულის მიერ გატანილი გოლები ნამდვილად არ ასახავს საგოლე მომენტების რაოდენობას. ჩვენი ფორვარდები  ბევრად უფრო მეტ შანსს უშვებენ კარის წინ, ვიდრე გააქვთ. ეს უიღბლობა დღეს ჩვენთვის რეალობაა და ეს ფეხბურთელებმაც კარგად იციან…”

 

“ჩვენ ევროპის ერთ-ერთი საუკთესო თავდამსხმელი, ფერნანდო ტორესი გვყავს და დარწმუნებული ვარ მას არ სჭირდება იმის შეხსენება თუ როდის ვერ იყენებს საგოლე მომენტებს. მას თითოეული ხელიდან გაშვებული შანსი თავადაც კარგად ახსოვს. მთავარია გუნდმა გააგრძელოს შეტევაში მომენტების შექმნა და მე მჯერა რომ ფერნანდო სულ მალეაუცილებლად დაიწყებს გოლების გატანას…” – იმედოვნებს როი ჰოჯსონი

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...