Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ბოლო სატრანსფერო მიმოხილვა – 2010


Recommended Posts

http://static.guim.co.uk/sys-images/Sport/Pix/columnists/2009/11/13/1258125701626/Roy-Hodgson-001.jpg

 

ძალიან მალე ახალი, 2011 წელი დაიწყება, იანვრის ახალი სატრანსფერო ფანჯრით და ლივერპულის გარშემოც მსოფლიო პრესაში უამრავი ინფორმაცია ვრცელდება…

 

დავიწყოთ საკმაოდ დატვირთული ინფორმაციით Clubcall.com-იდან,რომლის თანახმადაც ლივერპულს ახალგაზრდა ტალანტური ნახევარმცველის ალექს ოქსლეიდ-ჩამბერლინის გადმობირება სურს, მაგრამ საუთჰემპტონელები იუწყებიან, რომ მასში არსენალის მიერ თეო უოლკოტში გადახდილი თანხის გაწირვა მოუწევთ(10მილიონი ფუნტი), რომელიც 4 წლის უკან გადაბარგდა თავის ახლანდელ გუნდში.

 

თუ დაუჯერებთ Caughtoffside.com ლივერპული მომავალ სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე ტოტენჰემიდან პიტერ კრაუჩის, მანჩესტერ სიტიდან შონ რაიტ ფილიფსის და ენდრიუ ჯონსონის, ხოლო ინტერიდან დავიდ სანტონის გადმობირებას აპირებს. ზემოთ ჩამოთვლილ ფეხბურთელებში ჰოჯსონი მზადაა 25 მილიონი გაიღოს, ხოლო სანტონში 8 მილიონი. აი ავტორიტეტული გამოცემა Goal.com-ი კი იუწყება, რომ წითლებს ჩელსის ახალგაზრდა ფორვარდის დენიელ სტარიჯის არენდით აყვანა სურს, გამოსყიდვის შესაძლებლობით, სტარიჯის წასვლის მიზეზი კი სათამაშო პრაქტიკის უქონლობაა.

 

მას შემდეგ რაც ასტონ ვილამ ცეცხლის ფასი დაადო ეშლი იანგს ჰოჯსონის ყურადღებამ უიგანის ფეხბურთელის ნზოგბიასკენ გადაინაცვლა, რომელიც ლივერპულს 2-ჯერ იაფი დაუჯდება ვიდრე ეშლი იანგი. ასევე ლივერპული მზადაა შეიძინოს რობერტ ჰუტი იუწყება Metro.

 

გამოცემა Talksport -მა უკვე მონათლა მერსესაიდელებად ნური შაჰინი დორტმონდის ბორუსიიდან და რიკი ვან ვოსვონკელი უტრეხტიდან, რომელიც ლივერპულს სავარაუდოდ 10 მილიონი დაუჯდება,

 

კიდევ ერთ “მამალს” დევიდ ბენტლის გამოცემა Sportsvibe.co.uk. ასახელებს ლივერპულის მომავალ მოთამაშედ. მოგეხსენებათ ყოფილი ბლექბერნელი ჯეელი ერთ ერთი იმათგანია ტოტენჰემიდან ვისაც ყველაზე დიდი გასამრჯელო აქვს მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე პრაქტიკულად არ ჩანს. ჰოტსბურელთათვის ამ საფიქრალის გადამჭრელი ლივერპულია.

 

Daily Mirror-ი ვულვერჰემპტონის ვინგერს მეტ ჯარვის აკავშირებს ლივერპულთან.

 

Givemefootball.com-ი გვახსენებს, რომ ლივერპულის ახალი გენერალური დირექტორი დემიელ კომოლი სპეციალისტია თავის საქმის ფრანგულ ლიგაში, ამიტომ მას ახალგაზრდა ვიეირას გავა გოდა ფოფანას გადმობირება სურს.

 

და ბოლოს იტალიელმა ალბერტო აკვილანიმ კიდევ ერთხელ გამოთქვა ტურინში დარჩენის სურვილი არენდის გასვლის შემდეგ.

 

წყარო:The Official Liverpool FC Website

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...