Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ეს აზრი პრეზიდენტის მიერ ჩატარებული ბოლო მთავრობის სხდომის შემდეგ დამებადა თუ მანამდე წლებით ადრე, ეხლა ზუსტად ვერ მოგახსენებთ, მაგრამ ამის დაწერის სურვილი ნამდვილად მას შემდეგ გამიჩნდა.

ბავშვობაში ხომ ძალიან ბევრი ოცნებები გქონდათ ყველას? ეხლაც გაქვთ, ოღონდ ეხლა უფრო ცოტა და უფრო სერიოზული, მაგრამ ბავშვი ხომ ყოველდღე ცვლის ოცნებებს და ყველაფერი უნდა რომ შეუსრულდეს, თანაც მისთვის არც ისე ხელმიუწვდომელი ჩანს თვით ყველაზე უტოპიური ოცნებაც კი. ნატვრისთვალის პოვნა თუ ოქროს თევზის დაჭერაც გინატრიათ ალბათ გულის სიღრმეში. :)

სულ მრჩება შთაბეჭდილება, რომ მიშამ მისი დღევანდელი მდგომარეობის ანუ განუზმოლად შეუზღუდავი ძალაუფლების მქონდე პრეზიდენტის თანამდებობით, ნატვრისთვალი იპოვა; იპოვა და ეხლა ყველაფერს სათითაოდ ისრულებს, რაც კი მის ფანტაზიაში ოდესმე მოხვედრილა. არა აქვს მნიშვნელობა ეს ოცნება ბაღის ასაკში ეწვია, სკოლაში, ინსტიტუტში, ჯარში თუ ემიგრაციაში.

აი მაგალითად ბოლო მთავრობის სხდომა ხომ ჩაატარა მესტიაში? რომელთან შედარებით ალპების ნებისმიერი კურორტი თურმე არაფერია, ისევე როგორც ნიცა ვერ მივა ბათუმთან, სენ ტროპე ანაკლიასთან და ა.შ. მესმის, ნამდვილად ლამაზი ოცნებაა შენ თვითონ მიუჯდე თვითმფრინავის შტურვალს (ამაზეც ბევრს გიოცნებიათ ალბათ, მიშამ უკვე აისრულა მესტიაში. :P) დაეშვა სადღაც მონბლანზე, გაიკეთო თხილამურები, დაეშვა ნიცაში, გაიძრო კომბინეზონი და ეს მოყინულ-გაოფლილი კუნთები ზღვის თბილ ტალღებში მოადუნო. :)

თვითონ პრეზიდენტობაა მაგარი ოცნება: ამას ასე ვიზამ, იმას ისე ვიზამ... :) მახსოვს სკოლაში თავისუფალი თემაც დამაწერინეს "მე რომ პრეზიდენტი ვიყო", დაწყებით კლასებში, ნეტავ რა დავწერე...რაღაც ძალიან ბუნდოვნად მახსოვს, რომ დანგრეული ეკლესიების აღდგენაზე, ობოლი ბავშვების დახმარებაზე, ავადმყოფების მკურნალობაზე მეწერა. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ვერ დავწერდი, არ იყო მაშინ დაკარგული არაფერი. დარწმუნებული ვარ მიშას გამწარებული ბავშვობის ოცნება იყო ყველა მოძველბიჭო ელემენტის დასჯა, დასჯა რა, სამაგიეროს გადახდა, უარეს დღეში ჩაგდება. ყოჩაღ, მართალია ჩემი ოცნება ეგ არასოდეს ყოფილა, რადგან მე არ თუ ვერ მაწუხებდნენ, არც დასჯის ეგეთი ფორმის მომხრე ვარ, მაგრამ მაინც გულწრფელად ყოჩაღ. დარწმუნებული ვარ ქალებთან ყოველთვის უჭირდა ურთიერთობა, "შებმას" ვგულისხმობ ან უბრალოდ თავის მოწონებას და ეს არანორმალურად აკომპლექსებდა, ეს ოცნება აისრულა კი არა და გადაგვაყოლა. :givi: ზოგადი ოცნებები, რომ რაც მოგინდება (ფუფუნების საგნებს, ტექნიკას, ტანსაცმელს და ა.შ. ვგულისხმობ) და როცა მოგინდება უპრობლემოდ შენი გახდება იმავე დღეს, აშკარად აუსრულა ნატვრისთვალმა. კიდევ რა სთხოვა ნატვრისთვალს? ხომ ჩემსავით და მიშასავით თქვენც გიოცნებიათ რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში გემოგზაურათ? ხოდა დადის ესეც ყველაზე ფეშენებელურ კურორტებზე თუ ეგზოტიკურ ქვეყნებში, მეგობრობს არაბ შეიხებთან, რომლებიც ფულის ან ნავთობის მაგიერ პალმებს ჩუქნიან, იქეთ კიდევ დონალდ ტრამპთან და დადის ვიზიტებზე და არის რა. :D

კიდევ ორი მომენტი გამოვყოთ, რაღა მომენტი, ფაქტი. განდიდების მანია და ის, მეორე, სახელს ვერ ვარქმევ, ყველაფრის თავის გემოზე, თავის გემოვნებით მოწყობა, რომ უნდა არქიტექტურის, დიზაინის და ა.შ.

ცხოვრებაში მეტ-ნაკლები რაოდენობით შევხვედრივარ ძალიან წარმატებულ ბიზნესმენებსაც, ძალიან გავლენიან მაფიოზებს თუ კრიმინალურ ავტორიტეტებსაც, კულტურის თუ მეცნიერების სფეროში, საზოგადოებაში ძალიან დაფასებულ ადამიანებსაც...ასეთი ეგოიზმი, ნარცისიზმი, ძალაუფლების, პატივისცემისა და პრივილეგიების სიყვარული, მბრძანებლური და აგდებული დამოკიდებულება, მისი აზრის ერთადერთ და უალტერნატივო ჭეშმარიტებაში დარწმუნებულობა არავისში შემინიშნავს ისე, როგორც ეს მიშას აქვს...ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანების ირგვლივაც ყოველთვის მინახავს რკალად ადევნებული "პადხალიმების" და "ჟოპალეზების" მასა, რაღაცნაირი გაღიმებულ-შეშინებული სიფათებითა და ვერტიკალურად მოკანტურე თავებით, სახეზე ემოცია იმ "დიდის" გაცინების თუ გაბრაზების პირდაპირპროპორციულად რომ ეცვლებათ ხოლმე, მაგრამ იმ "დიდებში" არ შემინიშნავს არასოდეს იმდენი ცინიზმი, სხვების აბსოლუტურ არარაობად ჩათვლა და უდიერი მოპყრობა, როგორიც მიშაში.

დიახ, მიშას ნატვრისთვალი ამასაც ასრულებს! ეს გორა უნდა მოვთხაროთ, ის სკოლა უნდა დავანგრიოთ, გორის ადგილას გავაკეთოთ ორმო, შიგ ჩავასხათ წყალი და გავუშვათ სამხრეთ აფრიკიდან ჩამოყვანილი სამკბილა თეთრი ალიგატორები, ეს იქნება უნიკალური ადგილი, რომელიც 2-3 წელიწადში მილიონობით ტურისტს მოიზიდავს, დაასაქმებს ადგილობრივ მოსახლეობას და ისინი იშოვიან ოქროს ზოდებს!!! იმ სკოლის ადგილზე კიდე იმ ესპანელი არქიტექტორის დაპროექტებული შეიპინგის ცენტრი ავაშენოთ, რომელსაც დამა ყვავის ფორმა აქვს, წრეზე ბრუნავს და ანათებს, რაც სიმბოლურად აღნიშნავს აფხაზეთის ხსოვნას. ხო, ის არქიტექტორი რა მერე სან ტომე და პრინსიპიში რომ გავიცანი "ადრეული ცელულიტი და ნეოიმპრესიონისტული ფუტურიზმის" კონფერენციაზე. მე შენ გეტყვი და რა, კანონით არ მაქვს უფლება? არ ვაგკარი?! სულ გავაუქმებ და მოვსპობ მაგ კანონს! ნატვრისთვალი ამას რა, ვერ შემისრულებს? ავდგები და ვენერა მასწავლებელს მივცემ ღირსების ორდენს, ტრაქტორისტი ვალერას დედას ვაჩუქებ სახლს, ნუგზარას ხელფასს მოვუმატებ, სამაგიეროდ ჟუჟუნა მასწავლებელს დავუძახებ თავგასიებულ წითელ ინტელიგენტს და ჩავრეცხავ, ნოდარას სახლსაც ავახევ, მანქანასაც, ფულსაც, ცოლსაც მოვუტ...ავ, დასაც, შვილსაც და ციხეშიც ჩავსავამ, ვოტ! იმიტო რო გაბედა და მარცხენა ფეხის ნეკზე არ მაკოცა. და ისა კიდე, შალვას და ვახოს რად უნდათ 400 ლარი ხელფასი კაცო? ხალხს უჭირს, ქამრები უნდა შემოვიჭიროთ, შალვა სულ გააგდეთ სამსახურიდან, ვახოს 200 ლარი დაუტოვეთ და იმ მორჩენილი ფულიდან 100 ლარი ვენერა მასწავლებელს დაუმატეთ ხელფასზე, 100 ლარი ტრაქტორისტ ვალერას მიეცით ავსტრიაში ცოლის სამშობიაროდ და დანარჩენი ჩემთან შემოიტანეთ სარეზერვო ფონდში. დავაი, დავაი, დროზე ეხლა და თვალებში ნუ მედებით, რასა გევხართ საერთოდ?

 

ასეა ბატონებო და ქალბატონებო ეს, ასე. ავადმყოფი კაცის ნატვრისთვალად არის გადაქცეული ეს ქვეყანა და თითოეული ჩვენგანი ამ ნატვრისთვალის ერთი პატარა, გაურკვეველი მეტალისგან დამზადებული დეტალი ვართ.

 

http://www.creektree.net/images/Kitras-Birthday-Wish-Ball-Ornament-June-OR-WISH-06-JN_LRG.jpg

Edited by analgin
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიშას გამწარებული ბავშვობის ოცნება იყო ყველა მოძველბიჭო ელემენტის დასჯა

ვერ გაამწარებდნენ მაგას ბავშვობაში მოძველბიჭო ელემენტები. ჩხუბები ყოველთვის ხდებოდა და არა მხოლოდ ძველ ბიჭებთან, მაგრამ რასაც ქვია "აბიჟნიკობა" და "ქურდებს პატივს სცემ?" ტიპის შეკითხვები, ეგ გაცილებით გვიან დაიწყო, უკვე მას შემდეგ რას სააკაშვილს სკოლა დამთავრებული ექნებოდა, სადღაც 90-იანი წლებიდან. მე მაგალითად არ მახსოვს ჩემს ბავშვობაში რომ ეგეთი რაღაცეები მომხდარიყო. უბრალოდ გააგდებდნენ სკოლიდან ასეთ ტიპს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

ბოდიში, მაგრამ ჩემს სანაცნობოში ადამიანების 100%-ს რადიკალურად განსხვავებული აზრი აქვს მაგაზე და დავიტოვებ უფლებას, რომ მათი უფრო მჯეროდეს. თანაც არც ისაა აუცილებელი სკოლაში სცემო და სკოლის გარდა სხვაგანაც არიან კიდევ ბავშვები, მათ შორის არა შენი სკოლელებიც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"პარლამენტის კარებისკენ სააკაშვილი მშვიდობიანად მიუძღოდა მამაც მეოცნებე ადამიანთა რჩეულ ჯგუფს" პრეზიდენტის საიტიდან :)

 

"ადრე თურმე 20 კაცი ყოფილან. აი მაშინ მეეგრიხათ კისერი, კაი იქნებოდა. ეხლა უკცე მილიონი არიან. იარაღითაც ვერაფერს გახდები"

©ალმასხანი, "შეხვედრა წარსულთან" :)

Edited by DonCaredo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

 

კახელი გამგებლად დანიშნეს და ეხლა ჩემ ძმას მოუ...ავ დედასო.

 

მიშას საქმეც ეგრეა. საქართველოს უ..ავს დედას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ვერ გაამწარებდნენ მაგას ბავშვობაში მოძველბიჭო ელემენტები. ჩხუბები ყოველთვის ხდებოდა და არა მხოლოდ ძველ ბიჭებთან, მაგრამ რასაც ქვია "აბიჟნიკობა" და "ქურდებს პატივს სცემ?" ტიპის შეკითხვები, ეგ გაცილებით გვიან დაიწყო, უკვე მას შემდეგ რას სააკაშვილს სკოლა დამთავრებული ექნებოდა, სადღაც 90-იანი წლებიდან. მე მაგალითად არ მახსოვს ჩემს ბავშვობაში რომ ეგეთი რაღაცეები მომხდარიყო. უბრალოდ გააგდებდნენ სკოლიდან ასეთ ტიპს.

კაი რა :)) :)) ძაან იცი შენ მიშას ბავშვობა ( ჩემგან განსხვავებით)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...