planetanews Posted December 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 25, 2010 შეწყალების რეკომენდაცია შეწყალების კომისიამ 100 პატიმარს მისცა. როგორც მან აღნიშნა, 100 პატიმრიდან სრულად გათავისუფლების რეკომენდაცია 70 პატიმარს მისცეს, დანარჩენს კი, სასჯელის განახევრების. მისივე განმარტებით, მათგან 6 ქალია, 1 კი არასრულწლოვანი. ამის შესახებ სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა შეწყალების კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა . ტუღუშის განცხადებით, ფრთხილად მოეკიდნენ მძიმე კატეგორიის დანაშაულში მსჯავრდებულთა განაცხადებს, თუმცა საშუალო სიმძიმის დანაშაულში მსჯავრდებულებთან მიმართებაში გაითვალისწინეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ტუბერკულიოზი, ცე ჰეპატიტი და სხვადასხვა მძიმე დაავადებები. ასეთ პატიმრების მიმართ შეწყალების კომისია ლიბერალური იყო.შეწყალების კომისიის სია პრეზიდენტთან გადაიგზავნება, რის შემდეგაც პრეზიდენტი სიას საახალწლოდ ხელს მოაწერს.შეწყალების კომისიის სხდომა პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts