planetanews Posted December 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 25, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/12/loto.jpg4 მილიონ 400 ათასი ლარი – საქართველოს ლატარიის კომპანიის ჯეკპოტი გათამაშდა. ეს არის პირველი ჯეკპოტი, რომელიც ლოტოში მოიგეს.ჯეკპოტი 44 წლის ზამირა თორდინავამ მოიგო. ის აფხაზეთიდან დევნილია და ბაგებში, დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში ცხოვრობს. მომგებიანი ბილეთი მან იმ მაღაზიასთან შეიძინა, სადაც გამყიდველად მუშაობს. საქართველოს ლატარიის კომპანიაში ამ ფაქტს მთელი ღამის განმავლობაში აღნიშნავდნენ. თუმცა გამარჯვებული ქალბატონი იქ მხოლოდ დღეს დილით მივიდა. საქართველოს ლატარიის კომპანიის ხელმძღვანელობამ მას პირადად მიულოცა გამარჯვება.4 მილიონ 400 ათასი ლარი საქართველოში პირველად გათამაშდა. ეს იყო რიგით 98-ე გათამაშება. დღეიდან ჯეკპოტის ათვლა 300 ათასი ლარიდან დაიწყება. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts