Jump to content
Planeta.Ge

gtn.ge- მიხეილ სააკაშვილმა და უმრავლესობის წევრებმა პატრიარქს აღსაყდრების იუბილე მიულოცეს


Recommended Posts

http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/12/47fa5ed8e5064e5a22695145790d9e58.jpgყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა დასრულდა. წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა . წირვის დასრულების შემდეგ, ჩხოროწყუსა და სენაკის მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ, კათოლიკოს-პატრიარქს წმინდა სინოდის სახელით აღსაყდრების 33-ე წლისთავი მიულოცა, უწმინდესის მიერ გაწეულ ღვაწლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩვენ რამდენიმე საუკუნე ველოდით ისეთ პატრიარქს, როგორიც უწმინდესია. მეუფე შიომ ახლახანს გამართული წმინდა სინოდის სხდომაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ კათოლიკოს-პატრიარქს ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის წოდებაც მიენიჭა. მეუფე შიომ დასძინა, რომ ამით უფალმა უწმინდესს აფხაზეთის დაბრუნება მიმადლა. თავად უწმინდესმა მრევლს მცირე ქადაგებით მიმართა. ილია მეორემ ბრძანა, რომ მას სათქმელი არაფერი აქვს და მადლობა შესწირა ღმერთს ყოველივესთვის, დალოცა ერი და საქართველოს გამთლიანება უსურვა.

 

აღსაყდრების იუბილე კათოლიკოს-პატრიარქს ტაძარში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და უმრავლესობის წევრებმა მიულოცეს. პრეზიდენტი ტაძარში ქადაგებამდე მივიდა, სანთელი დაანთო და ტაძარი პატრიარქისათვის მილოცვის შემდეგ მალე დატოვა.

 

ინტერპრესნიუსი

 

Share

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...