planetanews Posted December 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 25, 2010 პრეზიდენტის რეზიდენციაში შეწყალების კომისიის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. სხდომის დაწყების წინ, კომისიის წევრებმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს. კომისიის წევრის, პარლამენტარ ლაშა თორდიას განცხადებით, ისინი შეწყალების რეკომენდაციას არ მისცემენ მძიმე კატეგორიის დანაშაულში მსჯავრდებულებს და სიაში მხოლოდ იმ პირებს შეიყვანენ, რომელთა გათავისუფლებაც საზოგადოებისთვის სახიფათო არ იქნება. კომისიის თავმჯდომარის ელენე თევდორაძის განცხადებით კი, პატიმართა საქმეებს შორის მძიმე კატეგორიის დანაშაულში მსჯავრდებულ პირთა ძალიან ბევრი განაცხადებია. მისი თქმით, შეწყალების კომისიის მიერ რეკომენდირებული პატიმრების სიის გარდა, სია პრეზიდენტთან საპატრიარქოდანაც შევა და პატიმრების შეწყალება საახალწლოდ მოხდება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts