planetanews Posted December 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 25, 2010 ახალი წლის დადგომამდე, რამდენიმე დღით ადრე, ”მომავლის სახლის” აღსაზრდელებმა საჩუქრები მიიღეს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი დავით კერესელიძე და ცენტრის თანამშრომლები ბავშვთა სახლს ესტუმრნენ და პატარებს საჩუქრები ტკბილეული და საძერწი თიხა გადასცეს. ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს დამდეგი ახალი წელი დავით კერესელიძესთან ერთად, პანტომიმის თეატრმა და კომპანია ”ჯეოსელმაც” მიულოცა. ამ დღეს ბავშვებს ”ჯეოსტარი 2008”-ის გამარჯვებული გიორგი სუხიტაშვილიც ეწვია და მათთან ერთად, რამდენიმე სიმღერა შეასრულა. ”მომავლის სახლში” სულ 30 ბავშვია და ისინი სხვადასხვა ხელობებს სწავლობენ, მათ შორის გამოყენებით ხელოვნებას, თექასა და ბატიკაზე მუშაობას. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts