planetanews Posted December 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 25, 2010 პრეზიდენტის ინიცირებული პროექტის ფარგლებში, რომელიც მოზარდებში სპორტის პოპულარიზაციას გულისხმობს, თბილისის 22-ე საჯარო სკოლის გუნდებს შორის, კალათბურთში, შიდა სასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა. ფინალურ შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე დაესწრო. რამდენიმედღიანი შეჯიბრი VIII და IX კლასელებს შორის ჩატარდა. გამარჯვებულ გუნდს ჩემპიონის თასი და სიგელები გადაეცა, ხოლო გუნდის საუკეთესო მოთამაშეს კოკა სეფერთელაძემ პერსონალური კომპიუტერი გადასცა. სიგელები ასევე, ყველა მონაწილემ მიიღო. სკოლაში, სპორტული დარბაზი გარემონტდა და აღიჭურვა სამინისტროს მიერ ინიცირებული პროგრამა ,,ALUMNI’’-ის ფარგლებში, 22-ე საჯარო სკოლისათვის წარმატებული კურსდამთავრებულებისა და მასწავლებელთა მიერ შემოწირული თანხით. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts