Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - საკრებულოში გამართულ საბჭოს სხდომაზე სატრანსპორტო საკითხებზე იმსჯელეს


Recommended Posts

საკრებულოში გამართულ საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე სატრანსპორტო საკითხებზე იმსჯელეს.

 

თბილისის საკრებულოს წევრის, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის კოკი იონათამიშვილის განცხადებით, საზოგადოებრივი საბჭო, მერიასა და საკრებულოსთან ერთად მუშაობს და არაერთი წინადადების ინიცირების რეალიზაციას ახდენს.

 

თბილისის მერიის, საკრებულოსა და საზოგადოების წევრებმა სხდომაზე ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის აკაკი ჯოხაძისგან მოისმინეს ინფორმაცია თბილისის მერის გიგი უგულავას პარიზში ვიზიტისა და იმ მემორანდუმის შესახებ, რომელიც დედაქალაქის მერიისა და ფრანგული კომპანიის “სისტრა”-ს შორის გაფორმდა.

 

აკაკი ჯოხაძის განცხადებით, აღნიშნული მემორანდუმის საფუძველზე, თბილისში ტრამვაი დაბრუნდება.

 

“სისტრა” უდიდესი საკონსულტაციო და საპროექტო კომპანიაა, რომელიც საკუთარ თავზე იღებს ტრამვაის ხაზების დაპროქტების ხარჯებს. მათ მიერ ჩატარებული სამუშაოები საშუალებას მოგვცემს ზუსტად განისაზღვროს ტრამვაის განვითარების მიმართულებები. ასევე აღნიშნული კომპანია იქნება იმის გარანტიც, რომ ამ ტრანსპორტის მოძრაობა თითოეულ მგზავრზე იქნება ორიენტირებული,’’- განაცხადა ჯოხაძემ.

 

საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ სამადაშვილის შეფასებით კი, ტრამვაის დაბრუნება დედაქალაქის ურბანული განვითარებისა და მოქალაქეებისათვის ძალიან სასარგებლოა.

 

სხდომაზე ასევე, იმსჯელეს მიკროავტობუსებზე ახალი ნებართვის გაცემის მიზნით გამოცხადებულ ტენდერზეც. აკაკი ჯოხაძის ინფორმაციით, ამ კონკურსის მიზანი მაქსიმალური ხარისხი და მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტული მომსახურებაა.

 

სხდომის პარალელურად, საკრებულოს ფოიეში გამოფენა მოეწყო, სადაც ძველი ტრამვაის უნიკალური ფოტოებია წარმოდგენილი.

 

პირველი ტრამვაის თბილისში გამოჩენიდან დღეს, ზუსტად 106 წელი გავიდა. შეგახსენებთ, რომ 1904 წლის 25 დეკემბერს ელექტრო ტრამვაის პირველი ხაზი ამოქმედდა, რომლის მშენებლობაც ბელგიურმა კომპანიამ განახორციელა.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...