Jump to content
Planeta.Ge

არის თუ არა მართლმადიდებლური შობა სწორი?


Recommended Posts

BRAINIUS

 

მე კი არ გტანჯავ, შენ იტანჯავ თავს. ჯერ წერდი არაფერი არ გაუმართლებიათო. როცა გკითხე რას გულისხმობ მეთქი, არ ვიციო მპასუხობ. მთავარი ეგ არააო. აბა რაა მეთქი მთავარი და ეგეც არ იცი. აბა რა გინდოდა, რაზე წერდი ის მაინც გაგვიმხილე. თუ არა და, საკუთარ თავს თუ იწვალებ, სხვებს მაინც ნუ აბრალებ. :givi:

 

ფაქტია რომ ეკლესიის მიერ იესოს დაბადების თარიღად დეკემბრის 25 და იანვრის 7 გამოცხადება, არის წარმართობიდან გადმოღებული თარიღის ათვისება, რომელსაც არ მოეპოვება ქრისტიანული საფუძველი.

Edited by აზრი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 66
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

Dr. George

კათოლიკური სამყარო შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს და როგორც ვიცით ქრისტე იშვა 25 დეკემბერს, მაგრამ მართლმადიდებლირი სამყარო 7 იანვარს აღნიშნავს ამ უდიდეს დღესასწაულს. 7 იანვარი იულიუსის კალენდრის მიხედვ

Robi

და ვინ თქვა ქრისტე 25 დეკემბერს იშვაო? სად წაიკითხეთ ხალხნო? ბიბლიაში ეს არ წერია, არც რომაულ ისტორიულ წყაროებში, არც ბერძნულში და არც ებრაულში სხვათაშორის არც ეგვიპტურში ასე რომ ავლიპ მგალობლიშვილის

Robi

ძმაო აქ რა არის გაუგებარი? ეგ ყველაფერი მეც ვიცი, მაგრამ ვსვავ კითხვას რატომ აღვნიშნავთ ეგვიპტელი ქურუმის მიერ დადგენილ თარიღს ქრისტესშობად როდესაც თავად ღვთის სიტყვაში ამაზე არაფერი სწერია? ეხლა რამე

ფაქტია რომ ეკლესიის მიერ იესოს დაბადების თარიღად დეკემბრის 25 და იანვრის 7 გამოცხადება, არის წარმართობიდან გადმოღებული თარიღის ათვისება, რომელსაც არ მოეპოვება ქრისტიანული საფუძველი.

 

პირიქით, ეს იყო მიმართული მითრაიზმის საწინააღმდეგოდ. იესოს ზუსტი დაბადების თარიღი უცნობია, ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. მაგრამ მე როგორც ეკლესიის წევრი ვემორჩილები მის გადაწყვეტილებას.

ქრისტიანულ საფუძველს კალენდარში ვერ ნახავ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პირიქით, ეს იყო მიმართული მითრაიზმის საწინააღმდეგოდ.

BRAINIUS

 

:givi:

ამ პოსტში, კარგად ჩანს რაც იყო:

 

 

 

 

ლოგიკურ და სავსებით მართებულ შეკითხვებს სვავ. სწავლულთათვის კარგადაა ცნობილი რომ ეკლესიამ წარმართი რელიგიური დღესასწაულები ქრისტიანულ დღესასწაულებად მონათლა და გაასაღა. გადავხედოთ რას წერენ სწავლულები;

 

მრავალი ენციკლოპედია ნათლად აცხადებს, იესოს დაბადების დღის თარიღად 25 დეკემბერი ირჩიეს, რათა რომაულ წარმართულ დღესასწაულს დამთხვეოდა. ყურადღება მივაქციოთ სხვადასხვა ცნობარიდან შემდგომ შენიშვნებს:

 

 

"ქრისტეს დაბადების თარიღი უცნობია. სახარებები არც დღეს გვატყობინებენ, არც თვეს" (New Catholic Encyclopedia, ტომი II, გვერდი 656).

 

თქვე დალოცვილებო, თუ უცნობია ქრისტეს დაბადება, აბა რას გაიძახით გინდა თუ არა დეკემბრის 25-ში ან იანვრის 7-ში დაიბადაო. :givi:

 

ახლა სხვა წყაროსაც გადავხედოთ:

 

 

"ევროპაში ძველი დროიდან შემორჩენილი ან ახლა გაბატონებული შობის წეს-ჩვეულებათა უმეტესობა ნამდვილად ქრისტიანული კი არა — წარმართულია და ისინი ეკლესიამ შეითვისა ან დაუშვა. . . შობის პერიოდის საზეიმო ჩვეულებების უმეტესობას საფუძვლად რომის სატურნალიები დაედო" (Encyclopædia of Religion and Ethics, ტომი III, გვერდები 608, 609).

 

ეს წყარო კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას იძლევა:

 

 

 

«მეოთხე საუკუნიდან ყველა ქრისტიანული ეკლესია შობას 25 დეკემბერს ზეიმობს. მანამდე ეს ზამთრის ბუნიაობის წარმართული დღესასწაული იყო, რომელსაც "მზის აღორძინებას (ლათინურად 'ნათალეს')" უწოდებდნენ, რადგანაც დღეების მატების გამო ისე ჩანდა თითქოს მზე ხელახლა იბადებოდა. რომის ეკლესიამ გადმოიღო ეს ფართოდ ცნობილი ჩვეულება. . . და ახალი მნიშვნელობა მიანიჭა» (Encyclopædia Universalis, [საფრანგეთი] ტომი XIX, გვერდი 1375).

 

"ქრისტიანული ენციკლოპედია" (The Christian Encyclopedia)კი გაცილებით მეტ ცნობებს გვაწვდის. ქვესათაურით "კავშირი რომაულ სატურნალიებთან", შობის შესახებ ნახეთ რას ამბობს:

 

«წარმართული სატურნალიები და ბრუმალია ("უძლეველი ძის დაბადების დღის" აღნიშვნა) მეტისმეტად ღრმად იყო გამჯდარი ხალხის ჩვევებში საიმისოდ, რომ ქრისტიანობის დამკვიდრებას გაეუქმებინა. იმპერატორ კონსტანტინეს მიერ კვირადღის (ფებოსისა და მითრას, აგრეთვე უფლის დღე) ოფიციალურად აღიარებამ . . . მეოთხე საუკუნის ქრისტიანები შეიძლება იმ აზრამდე მიიყვანა, რომ მართებული იქნებოდა, ღვთის ძის დაბადების დღე მზის დაბადების დღისთვის დაემთხვიათ. ეს წარმართული დღესასწაული თავისი ღრეობითა და დროსტარებით იმდენად პოპულარული იყო, რომ ქრისტიანები მოხარულები იყვნენ, მომავალშიც გაემართლებინათ მისი აღნიშვნა განწყობასა თუ თავად აღნიშვნის წესში მცირე ცვლილების შეტანით».

 

"ესპანური ენციკლოპედია" მოკლედ, მაგრამ ლამაზად ამბობს:

 

"25 დეკემბერი შობის თარიღად ზუსტი ქრონოლოგიური გამოთვლის შედეგად კი არ არის დადგენილი, არამედ იმის შედეგად, რომ ზამთრის ნაბუნიობასთან დაკავშირებული რომაული დღესასწაულები ქრისტიანულად აქციეს" - (Enciclopedia Hispánica).

 

თავიდან, IV-V საუკუნეებში, მზის თაყვანისმცემლობა და მასთან დაკავშირებული ჩვეულებები ადვილად ვერ აღმოიფხვრა. ავგუსტინე ნეტარმა (ახ. წ. 354—430 წლები) თავი ვალდებულად ჩათვალა, მოეწოდებინა თანამორწმუნეებისთვის, რომ არ აღენიშნათ 25 დეკემბერი ისე, როგორც წარმართები აღნიშნავდნენ მზის ღმერთის პატივსაცემად. რომაულ დღესასწაულებთან დაკავშირებულ ტრადიციებს გავლენა, როგორც ჩანს, დღემდე არ დაუკარგავს. :TAT:

 

წიგნში "წარმართობა ჩვენს ქრისტიანობაში" ნათქვამია:

 

"ეს, უეჭველად, ქრისტიანული პოლიტიკა იყო, რომ გადაეღოთ წარმართული დღესასწაულები, რომლებიც ხალხს ტრადიციებმა შეაყვარა და მათთვის ქრისტიანული მნიშვნელობა მიეცათ".

 

 

ზემოთ რომ მოვიხსენიე, "ახალი კათოლიკური ენციკლოპედია ("New Catholic Encyclopedia"), არ მალავს სიმართლეს და აღიარებს:

 

«ქრისტეს დაბადების თარიღი უცნობია. სახარებებში არ მოიხსენიება არც დღე და არც თვე . . . მეცნიერ ჰ. უზენერის ვარაუდით . . . რასაც დღევანდელ მეცნიერთა უმრავლესობა იზიარებს, ქრისტეს დაბადების თარიღი დაამთხვიეს ზამთრის მზებუდობის თარიღს (იულიუსის კალენდრის მიხედვით 25 დეკემბერი, ძველ ეგვიპტელთათვის 6 იანვარი), რადგან ამ დღეს, როდესაც მზის ცენტრი ჩრდილოეთ ნახევარსფეროსკენ იწყებდა გადახრას, ღვთაება მითრას წარმართი თაყვანისმცემლები ზეიმობდნენ "უძლეველი მზის დაბადების დღეს" ("dies natalis Solis Invicti"). 274 წლის 25 დეკემბერს ავრელიანემ მზის ღმერთი იმპერიის მთავარ მფარველად გამოაცხადა და მარსის ველზე ("Campus Martius") მას ტაძარი მიუძღვნა. შობის დღესასწაული იმ დროიდან იღებს სათავეს, როცა მზის კულტი რომში განსაკუთრებით იყო გავრცელებული».

 

მინდა აღვნიშნო რომ ის, რაზეც აქ ვწერთ, ანუ შობის წარმართული გადმონაშთის აღნიშვნაე, არც ქართველ სწავლულებს გამორჩენიათ. მაგაითად, უგანათლებულესი ადამიანი, ქართველი საზოგადო მოღვაწე, მწერალი, მთარგმნელი, ლექსიკოლოგი აკაკი გელოვანი, თავის ნაშრომში "მითოლოგიური ლექსიკონი" მოკლედ ხსნის თუ რა ხდებოდა იმ დროს, როცა წარმართული თარიღის აღნიშვნა ხდებოდა. ის ამბობს რომ:

 

"ხალხი. . . წყვეტდა ყოველგვარ სამუშაოს, თამაშობდა. . . მღეროდნენ, შეექცეოდნენ, გასცემდნენ [ასაჩუქრებდნენ ერთმანეთს], უმასპინძლდებოდნენ. . . სუფევდა საყოველთაო მხიარულება, ძმობა, თანასწორობა".

 

ა. გელოვანი "მითოლოგიური ლექსიკონში" ბრწყინვალედ ხსნის ამ საკითხს. ის ამბობს:

 

"მითრა — ძველ სპარსელთა (ირანელთა) მზის, შუქის ღმერთი. . . დაიბადა 'მზის აღორძინების' დღეს — 25 დეკემბერს". აკაკი გელოვანი ქართველ სწავლულთა შორის, ერთადერთი არ იყო, ვინც სიმართლეს ამბობდა.

 

მაგალითად, ნოდარ გაფრინდაშვილის "მითოლოგიურ ლექსიკონში" ნათქვამია:

 

"მითრას დაბადების დღედ ითვლებოდა 25 დეკემბერი (როცა იწყება დღის მატება) ქრისტიანობამაც ქრისტეს დაბადების დღედ 25 დეკემბერი გამოაცხადა".

 

ამრიგად, წარმართული დაბადების დღის აღნიშვნა გაგრძელდა უბრალოდ სახელების შეცვლით, მითრა შეიცვალა ქრისტეთი. რეალურად და გახნსნილად ორმ ვთქვათ, ეკელსიამ წარმართული ღვთაებების წარმართული დღესასწაულები ქრისტიანულ სწავლებად გაასაღა!

 

ამის მერე, მოვლენ აქ და დაწერენ, ჩვენთან არს ღმერთიო...

 

 

ეს გამიკვირდა რომ დაწერე:

იესოს ზუსტი დაბადების თარიღი უცნობია,

 

კარგია ამდენს თუ ხვდები, მარა ბრმად მაინც მისდევ ეკლესიას და ამბობ:

 

მაგრამ მე როგორც ეკლესიის წევრი ვემორჩილები მის გადაწყვეტილებას.

:givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცდები, ბრმად არ მივსდევ ეკლესიას. ვთქვი რომ ეკლესიის მიერ შობის 25-ში აღნიშვნა უბრლოდ არ დამთხვევია, სწორედ მითრაიზმის წინააღმდეგ იყო მიმართული. Edited by BRAINIUS
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეკლესიის მიერ შობის 25-ში აღნიშვნა უბრლოდ არ დამთხვევია, სწორედ მითრაიზმის წინააღმდეგ იყო მიმართული.

:givi: :givi: :givi: :givi: :givi: :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცდები, ბრმად არ მივსდევ ეკლესიას. ვთქვი რომ ეკლესიის მიერ შობის 25-ში აღნიშვნა უბრლოდ არ დამთხვევია, სწორედ მითრაიზმის წინააღმდეგ იყო მიმართული.

ანუ შესაძლებელია 11 სექტემბერს დაამთხვიონ მიმავალში და 1700 წლის შემდეგ თქვან ეს ტერორიზმის წინააღმდეგ იყო მიმართულიო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და რა ივნისის თვეში რო ედარაჯათ არ გამოვიდოდა? თუ მაგ დროს ველური ლომები დარბიან ფარებთან ახლოს და დამალული ჰყავთ ოქტომბერში კი გამოჰყავთ და ღამით დარაჯობენ ხოლმე.

ნუ ამ კითხვაზე თავის ქნევის სმაილიკი მომწერე ცოტა წავუირონიულე ამ შეკითხვაში მაგრამ აი 1 ან 2 სექტემბრის მაინც არ მჯერავს იმიტომ რომ ფარის ღამით გარეთ დარაჯობა ნებისმიერ ჩემს მიერ ნახსენებ დროს შეიძლება ვაღიაროთ რომ ამის შესახებ არავინ არაფერი არ ვიცით ჰო კიდევ რა არის აქ ერთი რაღაც შევნიშნე ბრძოლა გადარჩენისთვის მსგავსი პოსტები და ყველას გასაგებად ვამბობ ხალხნო რა არის უკეთესი რომ ერთმანეთი ვჭამოთ თუ ერთმანეთი გვიყვარდეს? მოდი რა გვიყვარდეს ერთმანეთი ტო ეს რა ძნელია? განსხვავებული აზრიც კი სიყვარულით უთხრათ ერთმანეთს ან ხუმრობით ამდენი დერსკობა და სირობა და ბოღმა რომ ჩანს აქ მაგრად ტეხავს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...