Jump to content
Planeta.Ge

არის თუ არა მართლმადიდებლური შობა სწორი?


Recommended Posts

ღმერთმა დამიფაროს, მე არაფერს არ ვამტკიცებ... რას ვითხოვ? ააა, გაინტერესებთ? გეტყვით: შეეშვით პროვოკაციული თემების ხელოვნურად წამოწევას და ცრუ ინფორმაციებისგავრცელებას, ვსიო, ეს არის და ეს

რომელი პროვოკაციული თემა წამოვწიე ძმაო რას ამბობ? უბრალოდ მაინტერესებდა სინამდვილეში როდის დაიბადა ქრისტე ეს არის და ეს, რა გაურკვევლად მიწერია რამე? ბიბლიაში ვერ ვიპოვე ეს თარიღი ვერც სხვა ისტორიულ წყაროებში და ვინმემ ხომ არ იცის თქო ვიკითხე ეს არის პროვოკაცია? თუ იცი მითხარი მაშინ და საიდან იცი ეგეც მითხარი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 66
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

Dr. George

კათოლიკური სამყარო შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს და როგორც ვიცით ქრისტე იშვა 25 დეკემბერს, მაგრამ მართლმადიდებლირი სამყარო 7 იანვარს აღნიშნავს ამ უდიდეს დღესასწაულს. 7 იანვარი იულიუსის კალენდრის მიხედვ

Robi

და ვინ თქვა ქრისტე 25 დეკემბერს იშვაო? სად წაიკითხეთ ხალხნო? ბიბლიაში ეს არ წერია, არც რომაულ ისტორიულ წყაროებში, არც ბერძნულში და არც ებრაულში სხვათაშორის არც ეგვიპტურში ასე რომ ავლიპ მგალობლიშვილის

Robi

ძმაო აქ რა არის გაუგებარი? ეგ ყველაფერი მეც ვიცი, მაგრამ ვსვავ კითხვას რატომ აღვნიშნავთ ეგვიპტელი ქურუმის მიერ დადგენილ თარიღს ქრისტესშობად როდესაც თავად ღვთის სიტყვაში ამაზე არაფერი სწერია? ეხლა რამე

რომელი პროვოკაციული თემა წამოვწიე ძმაო რას ამბობ? უბრალოდ მაინტერესებდა სინამდვილეში როდის დაიბადა ქრისტე ეს არის და ეს, რა გაურკვევლად მიწერია რამე? ბიბლიაში ვერ ვიპოვე ეს თარიღი ვერც სხვა ისტორიულ წყაროებში და ვინმემ ხომ არ იცის თქო ვიკითხე ეს არის პროვოკაცია? თუ იცი მითხარი მაშინ და საიდან იცი ეგეც მითხარი.

Robi

 

გრუზინკასგან არ მიკვირს მსგავსი განცხადებები. :givi: თუ რაიმე ისეთი წაიკითხა რაც "მართლმადიდებლად" წოდებული რელიგიური მიმდევრებისთვის მოუწონარია, ეგრევე: პროვოკაციას აქვს ადგილიიი. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გრუზინკასგან არ მიკვირს მსგავსი განცხადებები. თუ რაიმე ისეთი წაიკითხა რაც "მართლმადიდებლად" წოდებული რელიგიური მიმდევრებისთვის მოუწონარია, ეგრევე: პროვოკაციას აქვს ადგილიიი.

ნუ პირადად მე ვერ მივხვდი რა სურდა ამ პიროვნებას, თუ იმის თქმა სურდა რომ პროვოკაციულ თემებს ვწევ წინა პლანზე ათასჯერ ვუთხარი პირდაპირ მითხარი რა გინდა თქო იმან კი პლანეტებით თამაში დამიწყო, ვერც ამას მივხვდი რა შუაში იყო პროვოკაციასთან ჰელიოცენტრულობის თეორია თუ იმის დამტკიცება უნდოდა რომ ასტრონომიის აზრზე არ ვარ ვაღიარებ რომ მეცნიერების ამ დარგზე მიზერული წარმოდგენა მაქვს რადგან არ დამჭირვებია ჯერ არაფერში და ზოგადი ცოდნა კი მცირეა და სულ ეს არის. მე ყოვლისმცოდნე ვერ ვიქნები ისევე როგორც თავად ეს პიროვნება ვერ იქნება ეხლა მე პროფესიით იურისტი ვარ რომ ჩავაცივდე უზურფრუქტი რა არის თქო ხომ ვერ მიპასუხებს არა სანამ სამოქალაქო კოდექსს არ წაიკითხავს ან რომ ვკითხო პრეამბულა რა არის თქო ხო ტვინი უნდა იჭყლიტოს სანამ ვინმე ეტყვის რომ კონსტიტუციის შესავალი ნაწილია. ასეა რა მოკლედ მე ჩემი პროფესიის პროფესიონალი ვარ და სულაც არ ვარ ვალდებული ასტრონომია ვიცოდე საფუძვლიანად თუმცაღა კარგია რომ ვიცოდე მაგრამ ასტრონომია რომ არ ვიცი ეს ხომ არ ნიშნავს იმას რომ გაუნათლებელი ვარ? მასე ისიც არ არის იურისპრუდენციის ბაიბურში და ეხლა რა ვქნა მასავით სიხარულით ცეკვას ხომ არ დავიწყებ რომ აი ხალხნო შემომხედეთ მე ვიცი და სხვამ არაო. ასეა რა ვეუბნები იგავებს შეეშვი თქო და რას აკეთებს იცი? დამიმტკიცა ბიჭმა რომ ასტრონომიაში ერკვევა და მერე მითხრა პროვოკაციულ თემებს წევო ნუ ვერც ეს ორი მოვლენა დავაკავშირე ერთმანეთს მთელი ეს კომბინაცია რაში დასჭირდა ისე რომ ეკითხა გავცემდი პასუხს რომ ზედაოირული ცოდნა მაქვს ასტრონომიაზე და ამოისუნთქებდა ალბათ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე კარგიც არის რომ ახალი რამ გავიგე აქამდე ვიცოდი რომ მზეც მოძრაობდა მზის სისტემაში შემავალი პლანეტების გარშემო ამასაც გადავამოწმებ ეს ნამდვილად ესეა როგორც მე ვიცი თუ უბრალოდ უძრავად არის გაჩერებული მზე და მხოლოდ მის სისტემაში შემავალი პლანეტები მოძრაობენ მის გარშემო თუ თავადაც მოძრაობს ოღონდ არა პლანეტების გარშემო ანდა საერთოდ რა ხდება :givi: ნუ ალბათ შემდეგ ჩემს დასამცირებლად უკვე მედიცინის ულტრათანამედროვე მიღწევებს ისწავლის და ასე შემდეგ.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცნობილი პოლონელი ასტრონომი. განუზომლად დიდია მისი ღვაწლი სამყაროს შესწავლის საქმეში.

 

კოპერნიკმა ხანგრძლივი კვლევა-ძიების შედეგად დაამტკიცა, რომ ჩვენი ხილული სამყაროსა და პლანეტების ცენტრი მზეა. დედამიწაც, როგორც საერთო პლანეტა, ბრუნავს მზის გარშემო. ამ აღმოჩენით საფუძველი ჩაეყარა ჰელიოცენტრულ სისტემას (ბერძნ. ‘ήλιος „ჰელიოს“ ნიშნავს მზეს, ლათ. centrum „ცენტრუმ“ — ცენტრს).

 

კოპერნიკი ვერ მოესწრო თავისი წიგნის გამოცემას, ხოლო როცა მისი ნაშრომი დაიბეჭდა, კათოლიკურმა ეკლესიამ ის აკრძალულ წიგნთა სიაში შეიტანა.

ნუ აი ამ დონეზე ამაყობდა რა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Robi

 

მე არ მაქვს პრობლემა თქვენგან მსგავსი შეფასებები მოვისმინო, ეს არ არის მთავარი... გრიგორიანული კალენდრის აპოლოგეტები უბრალოდ ძალიან ზედაპირულად ამტკიცებენ მის სიზუსტეს... მე შორს ვარ ყოვლისმცოდნეობისგან, ღმერთმა დამიფაროს... არაა საჭირო ჭეშმარიტების შეცნობისთვის ასტრონომიის ზედმიწევნით ცოდნა, რამეთუ ,,მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული"... (ფს.50) :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე არ მაქვს პრობლემა თქვენგან მსგავსი შეფასებები მოვისმინო, ეს არ არის მთავარი... გრიგორიანული კალენდრის აპოლოგეტები უბრალოდ ძალიან ზედაპირულად ამტკიცებენ მის სიზუსტეს... მე შორს ვარ ყოვლისმცოდნეობისგან, ღმერთმა დამიფაროს... არაა საჭირო ჭეშმარიტების შეცნობისთვის ასტრონომიის ზედმიწევნით ცოდნა, რამეთუ ,,მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული"... (ფს.50)

ჰოდა ეგ ვთქვი ზუსტად რომ ზედაპირულად რომ ამტკიცებენ ხომ შეიძლება მცდარი იყოს ეგ თარიღი? ისეოს შობას რომ ვზეიმობთ მინიმუმ ის მაინც ხომ უნდა ვიცოდეთ ზუსტად როდის დაიბადა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იესო ქრისტე დაიბადა 25 დეკემბერს იულიუსის კალენდრის მიხედვით, იულიუსის კალენდარი შექმნილია ეგვიპტელი ასტრონომების მიერ, რომლების მაშინდელ ცივილიზაციაში ამ საქმის საუკეთესო მცოდნენი იყვნენ... საეკლესიო დღესასწაულების დადგენაც წმ. მამების მიერ მოხდა ამ კალენდრის მიხედვით... 325 წელს, როდესაც პირველად დადგინდა აღდგომის დღესასწაული, სწორედ იულიუსის კალენდრის მიხედვით გადმოვიდა ცეცხლი ქრისტეს საფლავზე და დღემდე გრძელდება ასე... ამდენად ამ საკითხის დასმა ასე, რომ ჩვენ არ ვიცით, როდის დაიბადა ქრისტე სწორი არ არის... ეს დღესასწაულები ჩვენზე გაცილებით ღვთისმოსავმა ადამიანებმა დაადგინეს...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იესო ქრისტე დაიბადა 25 დეკემბერს იულიუსის კალენდრის მიხედვით, იულიუსის კალენდარი შექმნილია ეგვიპტელი ასტრონომების მიერ, რომლების მაშინდელ ცივილიზაციაში ამ საქმის საუკეთესო მცოდნენი იყვნენ... საეკლესიო დღესასწაულების დადგენაც წმ. მამების მიერ მოხდა ამ კალენდრის მიხედვით... 325 წელს, როდესაც პირველად დადგინდა აღდგომის დღესასწაული, სწორედ იულიუსის კალენდრის მიხედვით გადმოვიდა ცეცხლი ქრისტეს საფლავზე და დღემდე გრძელდება ასე... ამდენად ამ საკითხის დასმა ასე, რომ ჩვენ არ ვიცით, როდის დაიბადა ქრისტე სწორი არ არის... ეს დღესასწაულები ჩვენზე გაცილებით ღვთისმოსავმა ადამიანებმა დაადგინეს...

ძმაო აქ რა არის გაუგებარი? ეგ ყველაფერი მეც ვიცი, მაგრამ ვსვავ კითხვას რატომ აღვნიშნავთ ეგვიპტელი ქურუმის მიერ დადგენილ თარიღს ქრისტესშობად როდესაც თავად ღვთის სიტყვაში ამაზე არაფერი სწერია? ეხლა რამე რომ იყოს ჩემთვის გაურკვეველი რა ვქნა? ეგვიპტელ ქურუმთან გავიქცე ამიხსენიო ვუთხრა? როგორც ეს საეკლესიო მამებმა გააკეთეს 325 წელს I მსოფლიო საეკლესიო კრებაზე? ამ კალენდრის მიხედვით დაადგინესო რომ წერ ეს ხომ იმას ნიშნავს რომ სხვანაირად რომ ვთქვათ საეკლესიო მამები იმ დროს ეგვიპტელ ქურუმს უფრო ენდნენ ვიდრე ღვთის სიტყვას? მე ადრე გკითხე თუ იცი ქრისტესშობის ზუსტი თარიღი მომწერე თქო შენ კი რა მომწერე ეგვიპტელი ქურუმებისა და მოგვების მიერ შქმნილ კალენდარზე დაყრდნობით დაადგინესო წმინდა მამებმაო რა გამოდის თუ რამე არ ვიცით ბიბლია გვერდზე გადავდოთ და ეგვიპტეში გავიქცეთ?

 

და ბოლოს მე არ მინდა ბაალის მონა ეგვიპტელის კალენდრის მიხედვით დამტკიცცებული თარიღის ჭეშმარიტი ღმერთის შობის თარიღად მიღება იმიტომ რომ სანამ მათ მივაკითხავთ ჯერ სულიწმინდა გვყავს და სჯობს მას ვკითხოთ რა და როგორ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვსვავ კითხვას რატომ აღვნიშნავთ ეგვიპტელი ქურუმის მიერ დადგენილ თარიღს ქრისტესშობად როდესაც თავად ღვთის სიტყვაში ამაზე არაფერი სწერია? ეხლა რამე რომ იყოს ჩემთვის გაურკვეველი რა ვქნა? ეგვიპტელ ქურუმთან გავიქცე ამიხსენიო ვუთხრა? როგორც ეს საეკლესიო მამებმა გააკეთეს 325 წელს I მსოფლიო საეკლესიო კრებაზე? ამ კალენდრის მიხედვით დაადგინესო რომ წერ ეს ხომ იმას ნიშნავს რომ სხვანაირად რომ ვთქვათ საეკლესიო მამები იმ დროს ეგვიპტელ ქურუმს უფრო ენდნენ ვიდრე ღვთის სიტყვას? მე ადრე გკითხე თუ იცი ქრისტესშობის ზუსტი თარიღი მომწერე თქო შენ კი რა მომწერე ეგვიპტელი ქურუმებისა და მოგვების მიერ შქმნილ კალენდარზე დაყრდნობით დაადგინესო წმინდა მამებმაო

 

რა გამოდის თუ რამე არ ვიცით ბიბლია გვერდზე გადავდოთ და ეგვიპტეში გავიქცეთ?

 

და ბოლოს მე არ მინდა ბაალის მონა ეგვიპტელის კალენდრის მიხედვით დამტკიცცებული თარიღის ჭეშმარიტი ღმერთის შობის თარიღად მიღება იმიტომ რომ სანამ მათ მივაკითხავთ ჯერ სულიწმინდა გვყავს და სჯობს მას ვკითხოთ რა და როგორ.

Robi

 

+1.

 

ლოგიკურ და სავსებით მართებულ შეკითხვებს სვავ. სწავლულთათვის კარგადაა ცნობილი რომ ეკლესიამ წარმარტი რელიგიური დღესასწაულები ქრისტიანულ დღესასწაულებად მონათლა. გადავხედოთ რას წერენ სწავლულები;

 

მრავალი ენციკლოპედია ნათლად აცხადებს, იესოს დაბადების დღის თარიღად 25 დეკემბერი ირჩიეს, რათა რომაულ წარმართულ დღესასწაულს დამთხვეოდა. ყურადღება მივაქციოთ სხვადასხვა ცნობარიდან შემდგომ შენიშვნებს:

 

 

"ქრისტეს დაბადების თარიღი უცნობია. სახარებები არც დღეს გვატყობინებენ, არც თვეს" (New Catholic Encyclopedia, ტომი II, გვერდი 656).

 

თქვე დალოცვილებო, თუ უცნობია ქრისტეს დაბადება, აბა რას გაიძახით გინდა თუ არა დეკემბრის 25-ში ან იანვრის 7-ში დაიბადაო. :givi:

 

ახლა სხვა წყაროსაც გადავხედოთ:

 

 

"ევროპაში ძველი დროიდან შემორჩენილი ან ახლა გაბატონებული შობის წეს-ჩვეულებათა უმეტესობა ნამდვილად ქრისტიანული კი არა — წარმართულია და ისინი ეკლესიამ შეითვისა ან დაუშვა. . . შობის პერიოდის საზეიმო ჩვეულებების უმეტესობას საფუძვლად რომის სატურნალიები დაედო" (Encyclopædia of Religion and Ethics, ტომი III, გვერდები 608, 609).

 

ეს წყარო კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას იძლევა:

 

 

 

«მეოთხე საუკუნიდან ყველა ქრისტიანული ეკლესია შობას 25 დეკემბერს ზეიმობს. მანამდე ეს ზამთრის ბუნიაობის წარმართული დღესასწაული იყო, რომელსაც "მზის აღორძინებას (ლათინურად 'ნათალეს')" უწოდებდნენ, რადგანაც დღეების მატების გამო ისე ჩანდა თითქოს მზე ხელახლა იბადებოდა. რომის ეკლესიამ გადმოიღო ეს ფართოდ ცნობილი ჩვეულება. . . და ახალი მნიშვნელობა მიანიჭა» (Encyclopædia Universalis, [საფრანგეთი] ტომი XIX, გვერდი 1375).

 

"ქრისტიანული ენციკლოპედია" (The Christian Encyclopedia)კი გაცილებით მეტ ცნობებს გვაწვდის. ქვესათაურით "კავშირი რომაულ სატურნალიებთან", შობის შესახებ ნახეთ რას ამბობს:

 

«წარმართული სატურნალიები და ბრუმალია ("უძლეველი ძის დაბადების დღის" აღნიშვნა) მეტისმეტად ღრმად იყო გამჯდარი ხალხის ჩვევებში საიმისოდ, რომ ქრისტიანობის დამკვიდრებას გაეუქმებინა. იმპერატორ კონსტანტინეს მიერ კვირადღის (ფებოსისა და მითრას, აგრეთვე უფლის დღე) ოფიციალურად აღიარებამ . . . მეოთხე საუკუნის ქრისტიანები შეიძლება იმ აზრამდე მიიყვანა, რომ მართებული იქნებოდა, ღვთის ძის დაბადების დღე მზის დაბადების დღისთვის დაემთხვიათ. ეს წარმართული დღესასწაული თავისი ღრეობითა და დროსტარებით იმდენად პოპულარული იყო, რომ ქრისტიანები მოხარულები იყვნენ, მომავალშიც გაემართლებინათ მისი აღნიშვნა განწყობასა თუ თავად აღნიშვნის წესში მცირე ცვლილების შეტანით».

 

"ესპანური ენციკლოპედია" მოკლედ, მაგრამ ლამაზად ამბობს:

 

"25 დეკემბერი შობის თარიღად ზუსტი ქრონოლოგიური გამოთვლის შედეგად კი არ არის დადგენილი, არამედ იმის შედეგად, რომ ზამთრის ნაბუნიობასთან დაკავშირებული რომაული დღესასწაულები ქრისტიანულად აქციეს" - (Enciclopedia Hispánica).

 

თავიდან, IV-V საუკუნეებში, მზის თაყვანისმცემლობა და მასთან დაკავშირებული ჩვეულებები ადვილად ვერ აღმოიფხვრა. ავგუსტინე ნეტარმა (ახ. წ. 354—430 წლები) თავი ვალდებულად ჩათვალა, მოეწოდებინა თანამორწმუნეებისთვის, რომ არ აღენიშნათ 25 დეკემბერი ისე, როგორც წარმართები აღნიშნავდნენ მზის ღმერთის პატივსაცემად. რომაულ დღესასწაულებთან დაკავშირებულ ტრადიციებს გავლენა, როგორც ჩანს, დღემდე არ დაუკარგავს. :TAT:

 

წიგნში "წარმართობა ჩვენს ქრისტიანობაში" ნათქვამია:

 

"ეს, უეჭველად, ქრისტიანული პოლიტიკა იყო, რომ გადაეღოთ წარმართული დღესასწაულები, რომლებიც ხალხს ტრადიციებმა შეაყვარა და მათთვის ქრისტიანული მნიშვნელობა მიეცათ".

 

 

ემო თ რომ მოვიხსენიე, "ახალი კათოლიკური ენციკლოპედია ("New Catholic Encyclopedia"), არ მალავს სიმართლეს და აღიარებს:

 

«ქრისტეს დაბადების თარიღი უცნობია. სახარებებში არ მოიხსენიება არც დღე და არც თვე . . . მეცნიერ ჰ. უზენერის ვარაუდით . . . რასაც დღევანდელ მეცნიერთა უმრავლესობა იზიარებს, ქრისტეს დაბადების თარიღი დაამთხვიეს ზამთრის მზებუდობის თარიღს (იულიუსის კალენდრის მიხედვით 25 დეკემბერი, ძველ ეგვიპტელთათვის 6 იანვარი), რადგან ამ დღეს, როდესაც მზის ცენტრი ჩრდილოეთ ნახევარსფეროსკენ იწყებდა გადახრას, ღვთაება მითრას წარმართი თაყვანისმცემლები ზეიმობდნენ "უძლეველი მზის დაბადების დღეს" ("dies natalis Solis Invicti"). 274 წლის 25 დეკემბერს ავრელიანემ მზის ღმერთი იმპერიის მთავარ მფარველად გამოაცხადა და მარსის ველზე ("Campus Martius") მას ტაძარი მიუძღვნა. შობის დღესასწაული იმ დროიდან იღებს სათავეს, როცა მზის კულტი რომში განსაკუთრებით იყო გავრცელებული».

 

მინდა აღვნიშნო რომ ის, რაზეც აქ ვწერთ, ანუ შობის წარმართული გადმონაშთის აღნიშვნაე, არც ქართველ სწავლულებს გამორჩენიათ. მაგაითად, უგანათლებულესი ადამიანი, ქართველი საზოგადო მოღვაწე, მწერალი, მთარგმნელი, ლექსიკოლოგი აკაკი გელოვანი, თავის ნაშრომში "მითოლოგიური ლექსიკონი" მოკლედ ხსნის თუ რა ხდებოდა იმ დროს, როცა წარმართული თარიღის აღნიშვნა ხდებოდა. ის ამბობს რომ:

 

"ხალხი. . . წყვეტდა ყოველგვარ სამუშაოს, თამაშობდა. . . მღეროდნენ, შეექცეოდნენ, გასცემდნენ [ასაჩუქრებდნენ ერთმანეთს], უმასპინძლდებოდნენ. . . სუფევდა საყოველთაო მხიარულება, ძმობა, თანასწორობა".

 

ა. გელოვანი "მითოლოგიური ლექსიკონში" ბრწყინვალედ ხსნის ამ საკითხს. ის ამბობს:

 

"მითრა — ძველ სპარსელთა (ირანელთა) მზის, შუქის ღმერთი. . . დაიბადა 'მზის აღორძინების' დღეს — 25 დეკემბერს". აკაკი გელოვანი ქართველ სწავლულთა შორის, ერთადერთი არ იყო, ვინც სიმართლეს ამბობდა.

 

მაგალითად, ნოდარ გაფრინდაშვილის "მითოლოგიურ ლექსიკონში" ნათქვამია:

 

"მითრას დაბადების დღედ ითვლებოდა 25 დეკემბერი (როცა იწყება დღის მატება) ქრისტიანობამაც ქრისტეს დაბადების დღედ 25 დეკემბერი გამოაცხადა".

 

ამრიგად, წარმართული დაბადების დღის აღნიშვნა გაგრძელდა უბრალოდ სახელების შეცვლით, მითრა შეიცვალა ქრისტეთი. რეალურად და გახნსნილად ორმ ვთქვათ, ეკელსიამ წარმართული ღვთაებების წარმართული დღესასწაულები ქრისტიანულ სწავლებად გაასაღა!

 

ამის მერე, მოვლენ აქ და დაწერენ, ჩვენთან არს ღმერთიო...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პირველ რიგში მინდა ავღნიშნო რომ ზუსტი კალენდარი არ არსებობს. ორივე: იულიანურიც და გრეგორიანულიც ცდება, თუნდაც არსებობდეს უზუსტესი კალენდარი ამას არანაირი მნიშველობა არ ექნება, რადგან ღმერთისთვის არ არსებობს დრო.

ეკლესია არის ზეცაშიც და დედამიწაზეც. ეკლესიისთვის, რომელიც დედამიწაზეა მნიშვნელოვანია კალენდარი, რადგან დაწესდეს ამათუიმ დღესასწაულის კონკრეტულ დღეს ზეიმი.

პირველ მსოფლიო კრებამდე დღესასწაულები, მათ შორის აღდგომაც განსხვავებულად აღინიშნებოდა, ამიტომაც პირველმა ეკუმენურმა კრებამ განსაზღვრა პასქალიონის დრო, რომელიც უკლებლივ ყველა ეკლესიაში ერთ დღეს აღინიშნებოდა.

 

1923 წელს კონსტანტინეპოლის სინოდში დასმული იქნა ახალი ე.წ შესწორებული იულიანური კალენდრის საკითხი, უძრავი დღესასწაულების აღნიშვნა დაწესდა გრეგორიანული, ხოლო მოძრავები ძველ სტილზე დარჩა (თავდაპირველად აღდგომის გრეგორიანული კალენდრის გამოთვლის წინადადებაც იყო, საქართველოს ეკლესიამაც გადაწყვიტა აღდგომის ახალის სტილით აღნიშვნა, მაგრამ ეს იდეა უარყო ყველა ეკლესიამ, გარდა ფინეთის ავტონომიური ეკლესიისა)

 

ახალ კალენდარს მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ. მათ არგუმენტად მოჰყავდათ პან-მართლმადიდებლური სინოდების მიერ გრეგორიანული კალენდრის დაგმობა და მიიჩნევდნენ რომ ახალ-მესტილეებმა ეკლესია გაყვეს. რაც უსაფუძვლო იყო, რადგან 1. პან-მართლმადიდებლურ სინოდებზე დაიგმო გრეგორიანული კალენდარი - რომლის მიხედვითაც უძრავი დღესასწაულებიც ახვა დროს აღინიშნება, მაგრამ შესწორებული იულიანური კალენდარი ემორჩილება მსფლიო კრების კანონს და უძრავები ძველი სტილით აღინიშნება.

2. შობის ზუსტი თარიღი არაა ცნობილი: შობას იერუსალიმში 6 იანვარს აღნიშნავდნენ, ანტიოქიაში 386 წელს 25 დეკემებერს აღნიშნა, კლემენტი ალექსანდრიელი კი 20 მაისს ასახელებს. 3. კალენდარს, ეკლესიის გაყოფა არ შეუძლია, რადგან პირველ მსოფლიო კრებამდე, როგორც ავღნიშნე აღდგომაც განსხვავებულად აღინიშნებოდა, მაგრამ ამით ლოკალურ ეკლესიებს ერთმანეთთან პრობლემები არ ექმნებოდათ. ამიტომ ახალ სტილზე გადასულ ეკლესიებსა და ძველ სტილზე დარჩენილ ეკლესიებს ერთმანეთთან ევქარისტიული კავშირი არ შეუწყვეტიათ, მაგრამ რათქმაუნდა კარგი იქნებოდა თუ მთელი ეკლესია ერთდროულად იზეიმებდა. 4. მეძველსტილეებმა კავშირი გაწყვიტეს კანონიკურ ეკლესიებთან და სქიზმაში წავიდნენ (თუმცა არავინ უშლიდათ ძველი სტილზე დარჩენას, მაგალითად ათონის მთა ძველ სტილზეა, მაგრამ კონსტანტინოპოლის იურისდიქციაშია) 5. მათ დოგმატური მნიშვნელობა მიანიჭეს კალენდარს და მასზე მეტად ზრუნავენ, ვიდრე დოგმებზე, მათთვის კალენდარი დოგმად იქცა - კალენდარი, რომელიც წარმართის მიერაა შექმნილი 5. შესწორებული იულიანური კალენდრით შეიცვალა დროის განსაზღვრება იულიანურთან მიმართებაში, მაგრამ ცირკულაციური წესრიგი არ დარღვეულა, კვლავ შობა აღინიშნება წინადაცვეთის წინ, წინადაცვეთა ნათლისღების წინ და ა.შ)

 

ასე რომ კითხვაზე ''არის თუ არა მართლმადიდებლური შობა სწორი?'' ასეთია: არ არსებობს მართლმადიდებლური და არამართლმადიდებლური შობა. სამოთხეში არ არსებობს დროის ათვლა. დედამიწაზე, კი წესრიგის გამო დღესასწაულები კონკრეტულ დღეს აღინიშნება, მაგრამ ამის შეცვლა ეკლესიას შეუძლია, რადგან არ არსებობს სწორი კალენდარი, კალენდარი შეიქმნა ეკლესიისთვის და არა ეკლესია - კალენდრისთვის.

Edited by BRAINIUS
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1923 წელს კონსტანტინეპოლის სინოდში დასმული იქნა ახალი ე.წ შესწორებული იულიანური კალენდრის საკითხი, უძრავი დღესასწაულების აღნიშვნა დაწესდა გრეგორიანული, ხოლო მოძრავები ძველ სტილზე დარჩა

ანუ 1923 წლამდე ცდებოდნენ ხო? რადგანაც შესწორება შეიტანეს. მგონია რომ ახლაც ცდებიან.

 

შობის ზუსტი თარიღი არაა ცნობილი:

მაშინ გამოვდივარ ინიციატივით 8 მარტს აღვნიშნოთ აბა მომხრეებიიიიი ხელმოწერებს ვაგროვებ.

 

როგორც ავღნიშნე აღდგომაც განსხვავებულად აღინიშნებოდა, მაგრამ ამით ლოკალურ ეკლესიებს ერთმანეთთან პრობლემები არ ექმნებოდათ

ანუ ეკლესიას რომ პრობლემა არ შეექმნას მაქსიმალურად უნდა დავაახლოვოთ თარიღები და მცდარია თუ არა ესა თუ ის თარიღი ეს უკვე მეორეხარისხოვანია.

 

კლემენტი ალექსანდრიელი კი 20 მაისს ასახელებს.

კლიმენტის რატომ არ ვუჯერებთ ცოტა პაზორნი სახელი კი აქვს მაგრამ მერე რააა? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანუ 1923 წლამდე ცდებოდნენ ხო? რადგანაც შესწორება შეიტანეს. მგონია რომ ახლაც ცდებიან.

 

 

მაშინ გამოვდივარ ინიციატივით 8 მარტს აღვნიშნოთ აბა მომხრეებიიიიი ხელმოწერებს ვაგროვებ.

 

თუ შეიძლება კარგად წაიკითხე, იქ იპოვი პასუხს :) ცირკულაცია შენარჩუნებულია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასე რომ კითხვაზე ''არის თუ არა მართლმადიდებლური შობა სწორი?'' ასეთია: არ არსებობს მართლმადიდებლური და არამართლმადიდებლური შობა. სამოთხეში არ არსებობს დროის ათვლა. დედამიწაზე, კი წესრიგის გამო დღესასწაულები კონკრეტულ დღეს აღინიშნება, მაგრამ ამის შეცვლა ეკლესიას შეუძლია, რადგან არ არსებობს სწორი კალენდარი, კალენდარი შეიქმნა ეკლესიისთვის და არა ეკლესია - კალენდრისთვის.

გაგიმარჯოს ძმაო ჰო და შევცვალოთ რეფორმებია საჭირო და მარტო კალენდართან დაკავშირებით არა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანუ 1923 წლამდე ცდებოდნენ ხო? რადგანაც შესწორება შეიტანეს. მგონია რომ ახლაც ცდებიან.

 

 

მაშინ გამოვდივარ ინიციატივით 8 მარტს აღვნიშნოთ აბა მომხრეებიიიიი ხელმოწერებს ვაგროვებ.

 

 

ანუ ეკლესიას რომ პრობლემა არ შეექმნას მაქსიმალურად უნდა დავაახლოვოთ თარიღები და მცდარია თუ არა ესა თუ ის თარიღი ეს უკვე მეორეხარისხოვანია.

 

 

კლიმენტის რატომ არ ვუჯერებთ ცოტა პაზორნი სახელი კი აქვს მაგრამ მერე რააა? :givi:

 

თუ შეიძლება კარგად წაიკითხე, იქ იპოვი პასუხს. ასეთ პოსტებზე პასუხის ხელახლა გაცემა არ ღირს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...