Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ცოტნე გამსახურდიას სასამართლო პროცესი დღეს მერაბ კოსტავას ქალიშვილს დაატოვებინეს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/gamsaxurdia-150x150.jpgთბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, ცოტნე გამსახურდიას სასამართლო პროცესი მერაბ კოსტავას ქალიშვილს თამარ კოსტავას დაატოვებინეს.

 

პროცესის მიმდინარეობისას თამარ კოსტავამ გამოთქვა პროტესტი მოსამართლის ზვიად ესებუას წინააღმდეგ, რის შემდეგაც მოსამართლის გადაწყვეტილებით მას დარბაზი დაატოვებინეს.

 

როგორც სასამართლოზე თამარ კოსტავამ განაცხადა, თავის დროზე ცოტნესა და მამამისს აჩუმებდნენ და არ აძლევდნენ სიტყვის თქმის საშუალებას. თამარ კოსტავამ ასევე, მოსამართლე ზვიად ესებუას მიხეილ სააკაშვილის მიერ დასმული მოსამართლე უწოდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, ცოტნე გამსახურდიას პროცესი გაიმართა. გამსახურდიას ბრალი სისხლის სამართლის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წაყენებული.

 

მას ბრალად ედება პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ერთ-ერთი კონტროლიორისთვის ქრთამის მიცემა იმ მიზნით, რათა მისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია ე.წ. ციხის საავადმყოფოში მომხდარ პატიმართა ცემის, წამების ფაქტებსა და სხვა უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...