planetanews Posted December 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/gamsssss-150x150.jpgთბილისის საქალაქო სასამართლოში, ცოტნე გამსახურდია საკუთარ პროცესებს პროტესტის ნიშნად არ დაესწრება. დღეს, გამსახურდიამ პროცესი მას შემდეგ დატოვა, რაც მისი თქმით, მოსამართლე ზვიად ესებუამ მას განცხადების წაკითხვის უფლება არ მისცა. როგორც დარბაზის დატოვებამდე გამსახურდიამ განაცხადა, მის პროცესებზე დასწრებას არანაირი აზრი არ აქვს. “წერეთ და იკითხეთ”,- სწორედ ამ სიტყვების შემდეგ დატოვა მან დარბაზი. დღევანდელ სხდომას თბილისის საქალაქო სასამართლოში, არ ესწრებოდა მანანა არჩვაძე გამსახურდია, თუმცა პროცესზე იმყოფებოდა დიმიტრი ლორთქიფანიძე და მისი ყოფილი ადვოკატი ქეთი ბექაური. ასევე მის მხადასაჭერად იყო მისული ლაშა ჩხარტიშვილიც. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, ცოტნე გამსახურდიას პროცესი გაიმართა. გამსახურდიას ბრალი სისხლის სამართლის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წაყენებული. მას ბრალად ედება პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ერთ-ერთი კონტროლიორისთვის ქრთამის მიცემა იმ მიზნით, რათა მისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია ე.წ. ციხის საავადმყოფოში მომხდარ პატიმართა ცემის, წამების ფაქტებსა და სხვა უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts