Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” განკუთვნილი ექსკლუზივი ხელში “ექსპრესნიუსს” ჩაუვარდა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/gamsaaaaaa-150x150.jpgცოტნე გამსახურდიას დღევანდელ პროცესზე, სპეციალური 26 გვერდიანი განცხადება უნდა წაეკითხა, თუმცა იმის გამო, რომ განცხადება მისი წინა დაპატიმრების მოვლენებით იწყებოდა, მოსამართლე ზვიად ესებუამ არ ჩათვლა საჭიროდ მისი გამოქვეყნება.

 

მოსამართლის განცხადებით, გამსახურდიას მხოლოდ ახლანდელ საქმესთან დაკავშირებული განცხადების წაკითხვა შეეძლო, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში მისი საქმის განხილვა დღევანდელი პროცესის მიზანს არ წარმოადგენდა.

 

გამსახურდიამ პროცესი შემდეგი სიტყვებით დაიწყო: “მე მსურს თუ მედიასაშუალებებს ექნებათ სურვილი ეს განცხადება სრულად წარმოადგინონ და გააშუქონ”.

 

“ექსპრესნიუსმა” სცადა მასალების მოპოვება, თუმცა როგორც სხდომის შემდეგ გაირკვა, ექსკლუზივი გაზეთ “კვირის პალიტრას” ჰქონია აღებული.

 

გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” განკუთვნილი ექსკლუზივი ხელში “ექსპრესნიუსს” ჩაუვარდა

 

დოკუმენტი რომელიც ცოტნე გამსახურდიას ხელითაა ნაწერი 26 გვერდიანია. “ექსპრესნიუსი” დეტალურად გაეცნო ხელნაწერს, სადაც გამსახურდია აღწერს მის ყოფას, სასჯელარსულების დაწესებულებაში.

 

ხელნაწერში მოყვანილია ფაქტები თუ როგორ ექცევა სასჯელაღსრულების თანამშრომლები პატიმრებს. აქვე მოყვანილია ადამანის უფლებათა დარღვევის ათობით ფაქტი.

 

გამსახურდია მის დღევანდელ ყოფას პოლიტურ საქმეებს უკავშირებს. როგორც ხელნაწერში იყო ნათქვამი, მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიმოწერის უფლება აქვს წართმეული.

 

დღევანდელ პროცესზე გამსახურდიას ადვოკატმა მანანა კობახიძემ, დააყენა შუამდგომლობა პროცესების აუდიო და ვიდეო ჩანაწერების გაკეთებაზე. აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტე გამსახურდიას შემდეგი პროცესი 6 იანვარს გაიმართება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, ცოტნე გამსახურდიას პროცესი გაიმართა. გამსახურდიას ბრალი სისხლის სამართლის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წაყენებული.

 

მას ბრალად ედება პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ერთ-ერთი კონტროლიორისთვის ქრთამის მიცემა იმ მიზნით, რათა მისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია ე.წ. ციხის საავადმყოფოში მომხდარ პატიმართა ცემის, წამების ფაქტებსა და სხვა უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...