planetanews Posted December 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/mkvleloba2-150x150.gifზაზა კაკაბაძის მკვლელობაში ბრალდებულმა ტარიელ ალიხანაშვილმა დღევანდელ პროცესზე პირველადი ჩვენება შეცვალა. სასამართლომ მოწმეთა დაკითხვა დაასრულა და ამჟამად პროცესი განსასჯელების დაკითხვის ეტაპზეა. როგორც პროცესზე არასრულწლოვანმა განაცხადა, მან თავისი შეყვარებულის რაფაელა დრესნერის გაუპატურების გამო გადაწყვიტა ზაზა კაკაბაძე მოეკლა. ალიხანაშვილის განმარტებით, მას თავისმა შეყვარებულმა უთხრა, რომ კაკაბაძემ მასთან ძალადობით დაამყარა სექსუალური კავშირი. ალიხანაშვილმა თავისი მეგობრის მარიანა მანუკიანის ტელეფონის ნომრით და მისი სახელით კაკაბაძეს შეხვედრა დაუთქვა. შეხვედრა ხუდადოვის ტყესთან მოხდა. როგორც არასრულწლოვანი ყვება, მან მანქანაში ჩაჯდომისთანავე ესროლა გარდაცვლილს, ისე, რომ მისთვის რაიმე ახსნა განმარტება არ უთხოვია. პირველადი ჩვენების მიხედვით კი, ალიხანაშვილთან ერთად მანქანაში მარიანა მანუკიანიც იმყოფებოდა, რაც ასევე დადასტურებული აქვს გოგონას თავის პირველად ჩვენებაში. თუმცა დღეს სასმართლოზე მიცემულ ჩვენებაში ალიხანაშვილი ყვება, რომ იგი კაკაბაძესთან შესახვედრად გიორგი კიკნაძესთან ერთად წავიდა, ხოლო მარიანა მანუკიანი მათ ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე დატოვეს. დღევანდელი ჩვენების მიხედვით, ალიხანაშვილმა და კიკნაძემ მანუკიანს მკვლელობის შემდეგ ისევ გაუარეს. 18 წლის მოზარდი მკვლელობასი თავს დამნაშვედ ცნობს, თუმცა მისი თქმით, ის ჩადენილ საქმეს ინანიებს. გიორგი კიკნაძეს, ტარიელ ალიხანაშვილს, მ.მამუჩარაშვილს, ე.ეგიაზაროვს და მარიანა მანუკიანს ბრალი 109-ე მუხლის I ნაწილის ,,დ ქ/პ, სსკ-ის 236-ე მუხლის I და II ნაწილები, სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის ,,ბ ქ/პ, III ნაწილის ,,ა ქ/პ და სსკ-ის 357-ე მუხლით აქვთ წაყენებული. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts