Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ანონსი 25 დეკემბერი


Recommended Posts

25 დეკემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო “რედისონის” მიმდებარე ტერიტორიიდან სანტა-კლაუსი მარხილით დაიძვრება მთაწმინდის პარკისაკენ, სადაც 1-ელ იანვრამდე იცხოვრებს და ბავშვებს საჩუქრებს დაურიგებს.

 

25 დეკემბერს, 11:00 საათზე, სკოლებში ინტერნეტიზაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ყვარელში სამუშაო სემინარი გაიმართება.

მის: ქ. ყვარელი, კომპლექსი ,,ყვარლის ტბა”

 

25 დეკემბერს, 11:00 საათზე, “ქრისტიან-დემოკრატების” ერთ–ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი და პარტიის პატიმართა უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარე თამაზ ბაკურიძე ბრიფინგს გამართავენ.

თემა: “პენიტენციარულ სისტემაში არსებული ვითარება და პრობლემების მოგვარების გზები”.

მის.: ცაგარელის ქ. #59 (“ქრისტიან–დემოკრატების” მთავარი ოფისი)

 

25 დეკემბერს, 12:00 საათზე, თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საზოგადოებრივი საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც სატრანსპორტო საკითხებზე იმსჯელებენ.

 

25 დეკემბერს, 12.00 საათზე, მთაწმინდის პარკს სანტა კლაუსი და ელფები ეწვევიან.

 

25 დეკემბერს, 12.00 საათზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ბარისახოში თსუ-ის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტი საახალწლო აქციას გამართავს.

 

25 დეკემბერს, 12.00 საათზე, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ლავრენტი ალანია საგანგებო პრეს-კონფერენციას გამართავს.

 

25 დეკემბერს, 12:00 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი დედოფლისწყაროში ფერმერებსა და მეწარმეებს შეხვდება.

 

25 დეკემბერს, 12.00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე #22-ე საჯარო სკოლის გუნდებს შორის კალათბურთში შიდა სასკოლო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას დაესწრება.

მის: მირცხულავას ქ. №4

 

25 დეკემბერს, 13:00 საათზე, “ლეიბორისტული პარტიის” საერთაშორისო მდივანი ნესტან კირთაძე პარტიის ოფისში სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.

 

25 დეკემბერს, 13:00 საათზე, შარდენზე იუსტიციის სასწავლო ცენტრი, სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფთან ერთად, საქველმოქმედო აქციისთვის სამზადისს დაიწყებს.

მის: სიონის ქ. №6 (სიონის ტაძართან)

 

25 დეკემბერს, 14:00 საათზე, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში შეწყალების კომისიის სხდომა გაიმართება.

 

25 დეკემბერს, 18.00 საათზე, პარლამენტის წინ მოძრაობა “7 ნოემბრის” ორგანიზებით უფლებადამცველების პოლიტპატიმრების მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

 

25 დეკემბერს, 20:00 საათზე, საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის აღსაყდრების 33 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიღება დაიწყება.

 

25 დეკემბერს, 21:00 საათზე, პარლამეტის შენობის წინ ცენტრალური ნაძვის ხის ანთების ცერემონია და პარლამენტის შენობაზე 3D ვიდეო-პროექციის პრეზენტაცია გაიმართბა.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...