planetanews Posted December 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/12/6040e54336e5c5753963fc7f0bd877ad.jpgტელეკომპანია “მაესტროს” გენერალურ დირექტორს, კახა ბექაურს დღესაც არ აქვს ინფორმაცია, როდის აღადგენს არხი მაუწყებლობას .”ინტერპრესნიუსის” შეკითხვაზე, უკავშირდება თუ არა არხის გათიშვა დამფუძნებლებსა და მფლობელ კომპანიას შორის დაპირისპირებას, ბექაურმა აღნიშნა, რომ მათ შორის კონტრაქტი დღემდე გრძელდება. ”არ არის გადაწყვეტილი, როდის აღდგება მაუწყებლობა. დღეს მოგვიანებით გაირკვევა ამის შესახებ. კომპანიას კონტრაქტი აქვს მაესტროს დამფუძნებლებთან და ჩემი ინფორმაციით, ეს კონტრაქტი მუშაობს. სხვა ინფორმაცია არ მაქვს”, _ განაცხადა კახა ბექაურმა. ”მაესტროს” მაუწყებლობა გუშინ დილიდან შეჩერდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაუწყებლობის შეჩერება ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts