Jump to content
Planeta.Ge

gtn.ge- “მაესტრო” მაუწყებლობას ხვალ დილით განაახლებს


Recommended Posts

http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/10/logo.gifტელეკომპანია “მაესტრო” მაუწყებლობას ხვალ, დილის 07.00 საათიდან განაახლებს . როგორც “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას “მაესტროს” გენერალურმა დირექტორმა, კახა ბექაურმა განაცხადა, ორი დღის განმავლობაში არხზე პროფილაქტიკური სამუშაოები მიმდინარეობდა, რომლის ნაწილობრივი მოწესრიგების შემდეგ მაუწყებლობა ჩვეული სატელევიზიო ბადით ხვალ დილიდან განახლდება. ბექაურის თქმით, მაუწყებლობის შეჩერების საფუძველი ტექნიკური მიზეზები გახდა, რაც ახალი გადაცემების ეთერში გასვლის შემდეგ დაიწყო. ”ყველა პრობლემა და ტექნიკური მიზეზი, ბუნებრივია, ფინასებთან არის დაკავშირებული. ნაწილობრივ ფინანსური პრობლემები მოგვარდა და ჩვენ ხვალ დილიდან ჩვეულ რეჟიმში გავალთ ეთერში”-აღნიშნა ბექაურმა. მისივე თქმით, “რუსთავის მედიის მართვის” კომპანიისგან ტექნიკური მიზეზების გარკვევის მიზნით წერილი მიიღო, რომელსაც უკვე უპასუხა. ”წერილში დეტალურად არის აღწერილი ~მაესტროში~ წარმომქნილი ტექნიკური და ფინანსური პრობლემების”,-განმარტა ბექაურმა. ამასთან, კახა ბექაურის ინფორმაციით, ტელეკომპანია “მაესტროსა” და “რუსთავის მედიის მართვის ჯგუფის” კომპანიას შორის ხელშეკრულების გაწყვეტა არ იგეგმება. ”ამ საკითხთან დაკავშირებით არაფრის გაუქმება არ იგეგმება. ამის შესახებ მე ინფორმაცია არ მაქვს. ეს ჩემ კომპეტენციაში არც შედის. თუ რამის გაწყვეტა იგეგმება, ამის გადაწყვეტილებას “მაესტროსა” და “რუსთავის მედიის მართვის” კომპანიის დამფუძნებლები განახორციელებენ”,-განაცხადა კახა ბექაურმა. ”მაესტროს” მაუწყებლობა გუშინ დილით შეწყდა.

 

Share

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • შექმენი...