planetanews Posted December 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/12/burjanadze.jpgმოსკოვიდან დაბრუნებული “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა. ბურჯანაძე ამბობს, რომ უწმიდესთან მისი საუბრის თემა მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილთან გამართული შეხვედრის დეტალები იყო. ნინო ბურჯანაძემ ილია მეორეს ილორის წმიდა გიორგის ეკლესიასთან დაკავშირებით პატრიარქ კირილის პოზიცია გააცნო. მისი თქმით, პატრიარქი კირილი მზად არის, თავიდან გაეცნოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მართლმადიდებლური ეკლესიის ხელყოფის ფაქტებს და სათანადო რეაგირება მოახდინოს. ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებას და კოლეგების მიერ წაყენებულ პრეტენზიებს ბურჯანაძე არ პასუხობს. ოპოზიციის ნაწილი “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” ლიდერს პოლიტიკურ უზნეობაში ადანაშაულებს. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts