planetanews Posted December 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/12/svaneti-300x194.pngთამარ მეფის სახელობის აეროპორტმა დღეს პირველი თვითმფრინავი მიიღო, რომელსაც პრეზიდენტი მართავდა. უკვე ცნობილია, რომ დედაქალაქიდან სვანეთისკენ ფრენებს კანადური ”ქენ ბორეკ ეარი” ყოველდღიურად შეასრულებს. ფრენა ერთი გზა – 70, ხოლო ორი გზა -150 ლარი ეღირება. თამარ მეფის აეროპორტის ასფრენი ბილიკის სიგრძე 1110 მეტრია. ევროპული სტანდატებით აღჭურვილ აეროპორტს უმაღლესი დონის უსაფრთხოების სისტემები აქვს. ის მგზავრებს ყველანაირ ამინდში მიიღებს. დღეიდან ჰაწვალი-ზურულდის 2563 მეტრის სიგრძის სათხილამურო ტრასაც გაიხსნა, რომლიც პირველმა საქართველოს პრეზიდნეტმა გამოსცადა. მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ახალი სათხილამურო ტრასა მინისტრთა კაბინეტიდან ვიცე პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა მოსინჯეს. პრემიერმა და მთავრობის სხვა წევრებმა მხოლოდ საბგიროთი გაისეირნეს. ევროპის წამყვანი სათხილმურო კურორტების ანლოგიური ინფრასტრუქტურა იტალიურმა კომპანია “ლაიტნერმა” მოაწყო. მესტიის აეროპორტიდან ჰაწვალი-ზურულდის ტრასამდე ახალი საავტომობილო 9-კილომეტრიანი გზაც მიდის. სვანეთში სათხილამურო სეზონი ნოემბრიდან მაისამდეა. სათხილამურო კომპლექსში მრავალპროფილური საავადმყოფოს მშენებლობა მომავლ წელს დასრულდება. დღეიდან კი მესტიაში თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ტრავმატოლოგიური და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მოქმდებს. მასში სულ 65 ადამინია დასაქმებული. მომავალ წელს კი ამავე საავადმყოფოს სტომატოლოგიური, ამბულატორიული კაბინეტები და სამშობიარო ბლოკიც დაემატება. მესტიაში ჩასულ სტუმრებს ტურისტული მარშრუტების დაგეგმვასა და ალპური ზონის გაცნობაში ტურიზმის ცენტრი დაეხმარება. დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა სვანეთში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა. მესტიაში შეიცვალა სახლებისა და კოშკების ფასადები, კომუნიკაციები, გაკეთდა ახალი წყალგაყვანილობა, გარე განათებები. საჰაერო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის გარდა, სვანეთში საავტომობილო გზებიც შენდება. ხაიში-მესტიის მონაკვეტის ნახევარზე ბეტონის საფარი უკვე დაგებულია. რუსთავი2 Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts