planetanews Posted December 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png მოლი კორსო მთავრობის ტრანსპარენტულობა დიდი ხანია საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის დევიზი იყო, მაგრამ როდესაც საქმე სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის საჯაროობაზე მიდგება, ტრანსპარენტულობა რთულად მისაღწევია 17 დეკემბერს დამტკიცებული 2011 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც 7.107 მილიარდს უდრის, თითქმის მთლიანად გარდა 12%-ისა სამთავრობო შემოსავლებისგან შედგება, დანარჩენი 877.5 მილიონი ლარი გარე დაფინანსებას წარმოადგენს. ყველაზე დიდი საბიუჯეტო დაფინანსება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აქვს (1.604 მილიარდი), ყველაზე დაბალი - რეინტეგრაციის სამინისტროს (1.7 მილიონი ლარი). მაგრამ 100 გვერდიან საჯაროდ გამოქვეყნებულ დოკუმენტში დეტალების მოძიება მთავრობის ყველაზე დიდ პროექტებთან დაკავშირებით რთული ან საერთოდ შეუძლებელია. მაგალითად ბიუჯეტი არ შეიცავს არავითარ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენი დაიხარჯება მაღალმთიან სვანეთის რეგიონში ოთხსეზონიანი კურორტის განვითარებაზე. ეს ამბიციური პროექტი წელს პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით დაიწყო და მან ის შვეიცარული სათხილამურო კურორტების კონკურენტად გამოაცხადა. სვანეთთან დაკავშირებით ბიუჯეტში მხოლოდ ერთი რამაა მითითებული, ის რომ რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი, მესტია სხვა 8 ქალაქთან ერთად 1.2 მილიონ ლარს მიიღებს. დეტალები მითითებული არ არის. ინფორმაციის ნაკლებობაა ანაკლიაზეც, შავი ზღვისპირეთის სოფელზე, რომელთანაც სვანეთის კურორტი ითანამშრომლებს და ტურისტებს შესთავაზებს არჩევანს ცურვასა და თხილამურებს შორის. ხარჯები ტურიზმზე, რომელიც მთავრობის ყურადღების მთავარი საგანია, ტურიზმის დეპარტამენტის ხელფასებით, ”მომსახურების ფასებითა” და ”არაფინანსური აქტივებით” შემოიფარგლება და დოკუმენტში ორ ხაზს იკავებს. თუმცა სხვა პრიორიტეტულ პროექტებთან დაკავშირებით დეტალები ხელმისაწვდომია. მაგალითად განათლების სამინისტრო 32 მილიონ ლარს მიიღებს, რათა ყველა ქართველი პირველკლასელი კომპიუტერებით უზრუნველყოს. ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა EurasiaNet.org-ს ხაზგასმით უთხრა, რომ პარლამენტის წევრებს ხელი მიუწვდებათ ბიუჯეტის ბევრად უფრო დეტალიზებულ 500 გვერდიან ვარიანტზე, რომელიც საჯარო გახდა და დამტკიცების შემდეგ პარლამენტის ვებ-გვერდზე განთავსდა. მისი მტკიცებით ფინალური დოკუმენტი ღიად განსაზღვრავს ხარჯების ყველა კატეგორიას, მათ შორის გრაფით ”სხვა ხარჯები”, რომელიც შეიცავს საბიუჯეტო რეზერვებს საგანგებო ვითარებებისთვის და გაუთვალისწინებელი სიტუაციებისთვის. 2010 და 2009 წლის ბიუჯეტები ხელმისაწვდომია ინტერნეტში, მაგრამ როგორც სჩანს, ეს მხოლოდ 100 გვერდიანი მოკლე ვერსიაა. EurasiaNet.org-მა ამ ბიუჯეტებში სამთავრობო ხარჯებზე უფრო დეტალური ინფორმაცია ვერ მოიძია. ინფორმაციის ეს სიმცირე დამტკიცებული ბიუჯეტის შესახებ მოსახლეობას სხვა გზას არ უტოვებს გარდა იმისა რომ უბრალოდ დაუჯეროს პარლამენტის გადაწყვეტილებას, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ პარლამენტის ზოგიერთი წევრის აღიარებით, მათაც არ იციან თუ რას აძლევენ ხმას. ”ჩვენი კრიტიკა იმაში მდგომარეობს, რომ ბიუჯეტი უხეშადაა დათვლილი და არ არის ძალიან დეტალიზებული… ჩვენ არ ვიცით, რამდენს ვხარჯავთ დღეს და გვჭირდება თუ არა ეს ხარჯები, მაგალითად ტელევიზორისა და მანქანებისთვის” – ამბობს საბიუჯეტო და საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ ჩახვაძე, ოპოზიციური ”ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” წევრი. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა გამოიმუშავა დეტალური სისტემა საბიუჯეტო ხარჯების კლასიფიცირებისა, მთავრობა მას არ იყენებს – აცხადებს ჩახვაძე. მაგრამ მან აღნიშნა რომ ბიუჯეტის ზოგიერთი ასპექტი, სახელდობრ საგარეო უცხოური დახმარებისა და გრანტების გადანაწილება საკმაოდ დაზუსტებულია. ის ამტკიცებს რომ საშინაო ხარჯებისთვისაც ასეთივე დონის ტრანსპარენტულობაა საჭირო. ოპოზიცია ამტკიცებს რომ კლასიფიკაციის ნაკლებობა ბუნდოვანს სტოვებს იმას, თუ რა მიზნებით უნდა დაიხარჯოს ის 800 მილიონ ლარზე მეტი, რომელიც ”სხვა ხარჯებს” განეკუთვნება. მაგალითად თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში დამატებითი ხარჯების 2.79 მილიონი ლარი, მოთავსებულია სპეციფიკურ პარაგრაფში – სამინისტროს ”სამოქალაქო” ოფისებისთვის და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობისთვის, მაგრამ არ არსებობს არავითარი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენებენ ამ თანხებს. 9.1 მილიონი ლარი ”დამატებით ხარჯების” სახით, შესულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 566 მილიონიან ბიუჯეტშიც. დათო ონოფრიშვილი, რომელიც 1998-2000 წ.წ. ფინანსთა მინისტრი იყო, ამტკიცებს რომ ფონდებთან დაკავშირებით სიცხადის ნაკლებობა იმას ნიშნავს, რომ მათი ხარჯვა ნაკლებად იქნება გაკონტროლებული. ”ეს ”სხვა ხარჯები” წავა განათლების, ჯანდაცვის ან უშიშროების მინისტრებთან, მაგრამ პრობლემა ისაა რომ ნახევარზე მეტი ამ ”სხვა ხარჯებისა” არ არის განმარტებული” – ამბობს ონოფრიშვილი, ცენტრისტული ოპოზიციური პარტიის ”ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” წევრი. ”ეს კი მთავრობას იმის საშუალებას აძლევს, რომ ფული ისე დახარჯოს, როგორც სურს”. ჩახვაძე კი პირიქით აღნიშნავს, რომ შეუძლებელია ფული ისე დაიხარჯოს, როგორც ამას სამინისტრო მოისურვებს, მაგრამ ის დასძენს, რომ დეტალიზებული ინფორმაციის გარეშე, პარლამენტის წევრები და საზოგადოება ვერ მიიღებენ ინფორმირებულ გადაწყვეტილებას. ”ეს თანხები თითქმის მთლიანად გაუმჭვირვალეა. ჩვენ არ ვიცით, რაზე იხარჯება ეს თანხები”. ასეთივე შეშფოთება გამოითქმებოდა საპრეზიდენტო და სამთავრობო სარეზერვო ფონდებზე, შავი დღისთვის გადადებულ ფულზე. 2011 წლის ბიუჯეტი თითოეულ ამ ფონდს 50 მილიონ ლარს გამოუყოფს. ბიუჯეტი, რომელზეც საზოგადოებას მიუწვდება ხელი, მათ მიზნებზე არავითარ ინფორმაციას არ შეიცავს. ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი აღიარებს, რომ ”ნორმალურია, როდესაც ადამიანებს კითხვები უჩნდებათ” ბიუჯეტთან დაკავშირებით, მაგრამ მისი მტკიცებით მიმდინარე რეფორმები ინფორმაციას შემოსავლების ხარჯვაზე საზოგადოებისთვის უფრო ხელმისაწვდომს და ტრანსპარენტულს გახდის. მისი თქმით 2012 წლის ბიუჯეტი ”პროგრამული ბიუჯეტი იქნება. მასში მოცემული იქნება ანალიზი ფონდების დანიშნულებაზე და უფრო მეტი დეტალი ფინანსების ხარჯვაზე, ამბობს ბაინდურაშვილი. ამ ფორმატს იყენებენ დიდ ბრიტანეთში და შეერთებულ შტატებში. საქართველოს 2009 წლის ბიუჯეტის კვლევა, რომელიც წელს გამოაქვეყნა სამეთვალყურეო ორგანიზაცია Independent Budget Partnership-მა (ორგანიზაცია განვითარებად ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოებასთან მუშაობს, რათა მთავრობები ხარჯებთან დაკავშირებით უფრო ანგარიშვალდებულები იყვნენ) ასევე მოუწოდებს საზოგადოების მონაწილეობის გაზრდას პარლამენტის საბიუჯეტო მოსმენებში, ხოლო კონტროლის პალატას ბიუჯეტის აუდიტორული შემოწმების გამოქვეყნებას სთხოვს. თუმცა ჯგუფმა ისიც აღნიშნა, რომ მთავრობამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ბიუჯეტის გაუმჯობესებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts